ზაქარია რიტორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარია რიტორი (დ. დაახლ. 482 — გ. დაახლ. 560) — ბიზანტიელი ისტორიკოსი და მოაზროვნე. დაიბადა მაიუმასში, სწავლობდა ალექსანდრიასა და ბეირუთში. მისი „ისტორია“ შეიცავს ბიზანტიის ისტორიის საყურადღებო ცნობებს 436 წლიდან 491 წლამდე. იყო მონოფიზიტური მიმდინარეობის წარმომადგენელი. იცავდა ღმერთის მარადიულობის, ტრანსცენდენტობისა და ღმერთის მიერ ქვეყნის დროში შექმნის იდეას, რომელიც მიმართული იყო იმ დროს გავლენიანი ნეოპლატონიზმის წინააღმდეგ. მისმა „ისტორიამ“ შემოინახა უაღრესად საყურადღებო ცნობები მაიუმასის ეპისკოპოსის პეტრე იბერის შესახებ, რომელიც მას მიაჩნია იმ დროის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს პიროვნებად.

ლიტერატურა[რედაქტირება]