გიორგი კედრენე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გიორგი კედრენე — ბიზანტიელი ისტორიკოსი XI საუკუნის ბოლოს, ან XII საუკუნის დასაწყისში, ავტორი თხზულებისა «ისტორიის მიმოხილვა» (ბერძ. Σύνοψις ίστοριών).
კედრენეს თხზულება, ძირითადად, კომპილაციაა, რომელსაც საფუძვლად დაედო იოანე სკალიცას, გიორგი სვინკელოზის, თეოფანე აღმსარებლის და ზოგიერთ სხვათა შრომები – მათ ავტორი თავის წინასიტყვაობაში იხსენიებს. თხზულება იწყება სამყაროს დასაბამიდან და მოიცავს ებრაელთა, რომაელთა და ბიზანტიელთა ისტორიას, ისააკ I კომნენოსის ტახტზე ასვლამდე (1057).