მენანდრე პროტიქტორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენანდრე პროტიქტორიVI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი და დიპლომატი.

დაიბადა კონსტანტინოპოლში VI საუკუნის შუა წლებში. გააგრძელა აგათია სქოლასტიკოსის ისტორიული შრომა. მისმა თხზულებამ მხოლოდ გვიანდელი ფრაგმენტების სახით მოაღწია. ეს ფრაგმენტები ეხება 558-582 წლების მოვლენებს, ძირითადად ბიზანტიასა და ირანს შორის ომებსა და მათ შორის დადებულ საზავო ხელშეკრულებებს, აგრეთვე ბიზანტიელტა ურთიერთობებს ავარებთნ, ლანგობარდებთან და სხვ.

მენანდრე პროტიქტორის ისტორია შეიცავს ცნობებს VI საუკუნის საქართველოს ისტორიის – ბიზანტიასა და ირანთან ლაზიკისა და ქართლის ურთიერთობის, სვანეთის გარშემო ატეხილი დავის გარშემო და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება]