ვაშინგტონ პოსტი (გაზეთი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაშინგტონ პოსტი
Washington post logo.gif
The Washington Post front page.jpg
ვაშინგტონ პოსტის პირველი გვერდი
მედიის სახეობა: ყოველდღიური გაზეთი
დაფუძნდა: 1877
მფლობელი: ვაშინგტონ პოსტ კომპანი
შტაბ-ბინა: 1150 15-ე ქუჩა, ჩ.დ. ვაშინგტონი, აშშ
მკითხველი: 715,181
გავრცელება: აშშ-ის აღმოსავლეთი სანაპირო
საიტი: http://www.washingtonpost.com

ვაშინგტონ პოსტი (ინგლ. "The Washington Post") — უდიდესი და უძველესი გაზეთი ვაშინგტონში, აშშ-ის დედაქალაქში. გაზეთმა მსოფლიოში გაითქვა სახელი ადრეულ 1970-იანებში ბობ ვუდვორდისა და კალრ ბერნსტაინის უოტერგეიტის სკანდალის გამოძიებისას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნიქსონის პრეზიდენტობიდან გადაყენებაში. პოსტი საყოველთაოდ ითვლება საუკეთესო სამ ამერიკულ გაზეთთა რიგში ნიუ-იორკ ტაიმსთან (გამორჩეული საერთო ხასიათის რეპორტაჟებითა და საერთაშორისო მიმოხილვით) და უოლ სტრიტ ჯორნალთან (საფინანსო მიმოხილვებით) ერთად. პოსტმა რეპუტაცია თეთრი სახლისა და კონგრესის მუშაობისა და აშშ-ის მთავრობის სხვა ასპექტების რეპორტაჟებით მოიხვეჭა.

ტაიმზისა და ჯორნალისგან განსხვავებით პოსტი საკუთარ თავს რეგიონალურ გაზეთად თვლის და მისი ეროვნული გამოცემა დისტრიბუციაში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს არ სცდება ხოლმე. მის მკითხველთა უმრავლესობა კოლუმბიის ოლქში და ასევე მის შემოგარენში მყოფ მერილენდისა და ჩრდ. ვირჯინიის გარეუბნებშია.

2004 წლის სექტემბერიდან გაზეთის ყოველდღიური ცირკულაცია 707 ათას აღემატებოდა, ხოლო მისი საკვირაო გამოცემის ტირაჟი 1 მილიონს აღემატება, რაც მას ქვეყნის მასშტაბით ტირაჟის მიხედვით მეხუთე ადგილზე აყენებს, ნიუ-იორკ ტაიმსის, ლოს-ანჯელეს ტაიმსის, უოლ სთრით ჯორნალისა და იუ-ეს-ეი თუდეის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტირაჟი (ისევე როგორც ყველა სხვა გაზეთების) ბოლო დროს ნელ-ნელა ეცემოდა, მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბაზარში-შეღწევადობის რეიტინგი აქვს აშშ-ის მეტროპოლიების ყოველდღიურ გაზეთებს შორის.

ისტორია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]