ალექსი ერმოლოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსი ერმოლოვი

ალექსი ერმოლოვი (დ. 4 ივნისი, 1777 – გ. 23 აპრილი, 1861) — საქართველოს მთავარმართებელი 1816-1827 წლებში. ბოროდინოს ბრძოლის გმირი.

ალექსი ერმოლოვმა უარყო თავის წინამორბედთაგან დამკვიდრებული კავკასიის ადგილობრივ ხელისუფალთა მოქრთამვა-მოსყიდვის მეთოდი და იარაღის ძალით შეუდგა დასახული მიზნის შესრულებას. მან ერთი მეორის მიყოლებით გააუქმა სახანოები და დაიწყო ომი ჩრდილოეთ კავკასიის დასამორჩილებლად. აი რას წერდა იგი მიხეილ ვორონცოვს:

ვიკიციტატა
„ეს ხალხი ღირსი არ არის ალექსანდრე I-ის სათნო მმართველობისა, მას რკინის კვერთხი ესაჭიროება, ...უდიდესი გმირობაა საჭირო, იღწვოდე ისეთი ხალხის სასარგებლოდ, რომლის დამახასიათებელი თვისებაა უმადურობა, და რომელსაც რუსეთისადმი მიკუთვნება ბედნიერებად არ ეჩვენება, რომელსაც მრავალჯერ უღალატია მისთვის და კიდევ მზად არის უღალატოს.“

ალექსი ერმოლოვმა სისხლში ჩაახშო იმერეთისა და გურიის 1819-1820 წლების აჯანყება. მისი თერთმეტწლიანი მოღვაწეობა კავკასიაში სამხედრო წარმოებით შემოიფარგებლოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია XIX საუკუნე, თბ., 2004