ალექსანდრ ტორმასოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრ ტორმასოვი

ალექსანდრ ტორმასოვი (დ. 11 აგვისტო, 175225 ნოემბერი, 1819, მოსკოვი) — რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1809–1811 წლებში. მან პოლკოვნიკ თეოდორ სიმონოვიჩთან ერთად მოტყუებით შეიპყრო სოლომონ II და შემდგომ იმერეთში დაწყებულ აჯანყებას სასტიკად გაუსწორდა. 1810 წელს, იმერეთის სამეფოს გაუქმებასთან ერთად, მისი მთავარმართებლობის დროს რუსეთის ქვეშევდრომობაში შევიდა მამია გურიელი და აფხაზეთის მთავარი გიორგი (საფარ-ბეგ) შერვაშიძე. 1811 წელს ტორმასოვმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ნიჟნი-ნოვგოროდში გადაასახლა და მცხეთის საკათალიკოსო ტახტი გააუქმა. 1810 წელს ახალციხეზე განხორციელებული წარუმატებელი იერიშის და შავი ჭირის გამო საქართველოში მდგომარეობა დაიძაბა. ტორმასოვმა გადადგომა ამჯობინა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, „არტანუჯი“, თბ., 2004, გვ. 11