საფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფრანგეთ-რუსეთის ომი
French retreat in 1812 by Pryanishnikov.jpg
ფრანგი ჯარისკაცები (1812 წ.). (პრიანიშნიკოვის ნახატი)
თარიღი 24 ივნისი, 1812 - 14 დეკემბერი, 1812
მდებარეობა რუსეთის იმპერია
შედეგი რუსეთის იმპერიის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ნაპოლეონის მსოფლიოზე გაბატონების გეგმა ჩაიშალა. მარცხს მისი ტახტიდან ჩამოგდება მოჰყვა.
მხარეები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთის იმპერია,
Flag of the Napoleonic Kingdom of Italy.svg იტალია
პოლონეთის დროშა ვარშავის საჰერცოგო
რაინის კავშირი

შვეიცარიის კონფედერაცია
Flag of the Habsburg Monarchy.svg ავსტრია
პრუსიის დროშა პრუსია

რუსეთის დროშა რუსეთი
მეთაურები
საფრანგეთის დროშა ნაპოლეონი
რუსეთის დროშა ალექსანდრე I
ძალები
~580 000 - 690 000 ჯარისკაცი ~250 000 - 904 000 ჯარისკაცი
დანაკარგები
550 000 210 000[1]


საფრანგეთ-რუსეთის ომი - მიმდინარეობდა 1812 წელს, 24 ივნისიდან იმავე წლის 14 დეკემბრამდე. იგი წამოიწყო საფრანგეთის იმპერიამ ნაპოლეონ ბონაპარტის მეთაურობით. რუსეთის ლაშქრობა ნაპოლეონის სრული კრახით დასრულდა, რასაც შემდგომში მისი ტახტიდან ჩამოგდება მოჰყვა.

სექციების სია

წინაისტორია[რედაქტირება]

პოლიტიკური ვითარება ომის წინ[რედაქტირება]

იმპერატორი ალექსანდრე I

1807 წელს ნაპოლეონმა, რუსეთის არმიის ორგზის დამარცხების შემდეგ, რუსეთის იმპერიასთან დადო ტილზიტის ზავი, რომლის ძალითაც რუსეთმა აღიარა ნაპოლეონის დაპყრობანი, თავად კი შვედეთისა და თურქეთის წინააღმდეგ თავისუფალი მოქმედების უფლება მიიღო. ამის გათვალისწინებით რუსეთმა შვედეთს ფინეთი ჩამოაჭრა. თუმცა მალევე იძულებული გახდა ტილზიტის ზავის თანახმად ნაპოლეონის მიერ 1806 წლის 21 ნოემბერს შემოღებულ კონტინენტურ ბლოკადაში მიეღო მონაწილეობა, რომლის მიხედვითაც ინგლისთან ურთიერთობა აეკრძალა.

ნაპოლეონის კონტინენტურმა ბლოკადამ კრახი განიცადა, რადგან საფრანგეთის იმპერიაში შემავალი სახელმწიფოები, მისი მოკავშირეები და ასევე რუსეთიც არღვევდნენ კონტინენტური ბლოკადის წესებს და მალულად ვაჭრობდნენ ინგლისთან. ნაპოლეონი დარწმუნდა, რომ კონტინენტური ბლოკადა თავის მიზანს ვერ აღწევდა. მან მთელი ძალების რუსეთის წინააღმდეგ მიმართვა გადაწყვიტა. რუსეთის დაქვემდებარების შემთხვევაში მას გზა ეხსნებოდა ინგლისის უმთავრესი კოლონიის - ინდოეთისაკენ. ამავე დროს რუსეთის აგრესიული გიგანტური იმპერიის არსებობა ნაპოლეონის დაპყრობით გეგმებთან შეუთავსებელი იყო.

მოწინააღმდეგეებების შეიარაღებული ძალები[რედაქტირება]

ევროპის რუკა 1812 წელს

ნაპოლეონმა რუსეთში სალაშქროდ გამოიყვანა 450 000 - მდე ჯარისკაცი. მათგან ნახევარი ფრანგი იყო. დანარჩენებში კი შედიოდნენ იტალიელები, პოლონელები, გერმანელები, ჰოლანდიელები, ასევე ესპანელები.

იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი

რუსეთისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ესპანელი პარტიზანები დიდი წინააღმდეგობას უწევდნენ ესპანეთში ჩაყენებულ 200 000 ფრანგ ჯარისკაცს და ნაპოლეონს არ შეეძლო ესპანეთში მყოფი ფრანგული ჯარის რაოდენობის შემცირება. გარდა ამისა ინგლისი დიდ დახმარებას უწევდა რუსეთის იმპერიას ფინანსურად და მატერიალურად, თუმცა მას არ შეეძლო საომარ მოქმედებებში რუსეთის დახმარება, რადგან მისი არმია ეპანეთის ომში იყო ჩართული, ხოლო მისი სამეფო ფლოტი ვერ შესძლებდა რუსეთის დახმარებას სახმელეთო ბრძოლებში.

ნაპოლეონს გააჩნდა შემდეგი უპირატესობანი: რუსეთში მოლაშქრეების გარდა ნაპოლეონს ცენტრალური ევროპის გარნიზონებში ჩაყენებული ჰყავდა 90 00 - მდე ჯარისკაცი, ჰყავდა ასევე საფრანგეთის ეროვნული გვარდიის 100 00 - მდე ჯარისკაცი. საჭიროების შემთხვევაში მათ შეეძლოთ დახმარება აღმოეჩინათ რუსეთში მყოფი ჯარისათვის.

1812 წლისათვის რუსეთს დიდი არმია ჰყავდა, მაგრამ არ შეეძლო მათი სწრაფი მობილიზაცია ცუდი გზებზე ფართო ტერიტორიაზე. ნაპოლეონის არმიის სახმელეთო დარტყმა თავის თავზე აიღო რუსეთის დასავლეთის საზღვარზე განლაგებულმა ჯარმა, რომელშიც 155 000 - მდე ჯარისკაცი შედიოდა. გარდა ამისა უკრაინის სამხრეთ დასავლეთით განლაგებული იყო 45 000 - იანი არმია ტორმასოვის მეთაურობით. თურქეთთან ომის შემთხვევაში მოლდავეთში იდგა ჩიჩაგოვის 55 000 - იანი არმია, ხოლო ფინეთში 19 000 - იანი არმია შვედეთთან ომის შემთხვევაში. რიგაში იდგა რუსეთის 18 000 - იანი არმია. თითოეულ არმიას შეეძლო დახმარება აღმოეჩინა დასავლეთ საზღვარზე განლაგებული ჯარისათვის, რომელთაც ბარკლაი დე-ტოლი და ბაგრატიონი მეთაურობდა.

ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდნენ რუსეთის იმპერიაში შემავალი დაპყრობილი ხალხებიც.

საომარი მოქმედებები (ივნისი - სექტემბერი)[რედაქტირება]

ნაპოლეონის არმიის გადასვლა მდინარე ნემანზე

1812 წლის 24 ივნისს დილის 6 საათზე ფრანგული არმიის ავანგარდმა მდინარე ნემანი გადაკვეთა და რუსეთის იმპერიის კუთვნილ კოვნოს მიადგა (ამჟამინდელი კანასი). ნემანი ფრანგთა 200 000 ჯარისკაცმა გადაკვეთა. 29 - 30 ივნისს კოვნოს სამხრეთით პრინც ბოჰარნეს მეთაურობით ფრანგთა არმიის შემდეგი ჯგუფი შევიდა (79 000 ჯარისკაცი). ამ მოვლენების პარალელურად უფრო სამხრეთით გროდნოსთან (ბელორუსია) ნემანი საფრანგეთის არმიის 4 კორპუსმა გადაკვეთა, იმპერატორის უმცროსი ძმის ჟერომ ბონაპარტეს საერთო მეთაურობით. კოვნოს ჩრდილოეთის ტილზიტთან ნემანი ფრანგთა მე-10 კორპუსმა გადაკვეთა მარშალ მაკდონალდის მეთაურობით. ცენტრალური მიმართულების სამხრეთით, ვარშავასთან მდინარე ბუგი გადაკვეთა ცალკეულმა ავსტრიულმა კორპუსმა (30 - 33 ათასი ჯარისკაცი).

რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ომის დაწყების შესახებ 24 ივნისის საღამოს შეიტყო ქალაქ ვილნიუსში, ხოლო უკვე 28 ივნისს ფრანგები ვილნიუსს მიადგნენ. მხოლოდ 16 ივლისს, მას შემდეგ რაც ნაპოლეონმა მოაწესრიგა სახელმწიფო საქმეები ოკუპირებულ ლიტვაში, დატოვა ქალაქი.

ნემანადან სმოლენსკამდე (ივლისი - აგვისტო)[რედაქტირება]

ჩრდილოეთის მიმართულება[რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის ჩრდილოეთით ნაპოლეონმა მარშალ მაკდონალდის მეათე კორპუსი გაგზავნა, რომელიც 32 000 პრუსიელებისა და გერმანელებისაგან შედგებოდა. მისი მიზანი რიგის აღება იყო, შემდეგ კი იგი მარშალ უდინოს მეორე კორპუსს უნდა შეერთებოდა და დარტყმა მიეტანათ პეტერბურგზე.

მაკდონალდის კორპუსში ასევე შედიოდა 20 ათასიანი პრუსიული კორპუსი იოჰან დევიდ ლუდვიგ იორკის ხელმძღვანელობით.

მოსკოვის მიმართულება[რედაქტირება]

სამხრეთის მიმართულება[რედაქტირება]

სმოლენსკიდან ბოროდინომდე (აგვისტო - სექტემბერი)[რედაქტირება]

მოსკოვის აღება (14 სექტემბერი)[რედაქტირება]

საომარი მოქმედებები (ოქტომბერი - დეკემბერი)[რედაქტირება]

მოსკოვიდან მალოიაროსლავცამდე (ოქტომბერი)[რედაქტირება]

მალოიაროსლავციდან ბერეზინამდე (ოქტომბერი - ნოემბერი)[რედაქტირება]

ბერეზინიდან ნემანამდე (ნოემბერი - დეკემბერი[რედაქტირება]

ჩრდილოეთის მიმართულება (ოქტომბერი - დეკემბერი)[რედაქტირება]

სამხრეთის მიმართულება (ოქტომბერი - დეკემბერი)[რედაქტირება]

ომის შედეგები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Bogdanovich, "History of Patriotic War 1812", Spt., 1859–1860, Appendix, pp. 492–503.