პავლე ციციანოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პავლე ციციანოვი

პავლე ციციანოვი (დ. 19 სექტემბერი, 1754, მოსკოვი – გ. 20 თებერვალი, 1806, ბაქოსთან ახლოს) – რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს მთავარმართებელი 1802–1806 წლებში. იყო ქართული წარმოშობის: პაპამისი პაატა ციციშვილი ვახტანგ VI-სთან ერთად რუსეთში გადასახლდა. იყო რუსეთის იმპერიის ერთგული მსახური: მან ქვეშევრდომობის დამადასტურებელი ხელშეკრულებები დადო ამიერკავკასიის სახანოებთან, სამეგრელოს მთავარ გრიგოლ დადიანთან და იმერეთის მეფე სოლომონ II–სთან, აღკვეთა ლეკთა თარეში და შემოიერთა ჭარ-ბელაქანი, ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები რუსეთში გადაასახლა.

პავლე ციციანოვის ინიციატივით შეიქმნა დებულება სათავადაზნაურო საგუბერნიო კრების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სამ წელიწადში ერთხელ გუბერნიის და მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლების არჩევას. მანვე გააუქმა მოურავობის ინსტიტუტი. ციციანოვმა საფუძველი ჩაუყარა მოსახლეობისგან დაცლილ ადგილებზე იმპერიისთვის კეთილსაიმედო ელემენტების ჩასახლებას. საქართველოში ის შეეცადა არაერთი სიახლე დაენერგა: სელის, მატყლის და ტყავის გადამამუშავებელი საწარმოების დაარსებას, თეატრის გახსნას. აღწერა თბილისის მოსახლეობა და გახსნა კეთილშობილთა სასწავლებელი, რომლის მთავარ მიზანს მომავალი თაობისთვის რუსული ენის შესწავლა წარმოადგენდა.

ციციანოვი კავკასიისთვის ომს შეეწირა: ბაქოს ხანმა შეიპყრო და მისი მოკვეთილი თავი ირანის შაჰს გაუგზავნა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, „არტანუჯი“, თბ., 2004, გვ. 10–11