ბოროდინოს ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოროდინოს ბრძოლა
საფრანგეთ-რუსეთის ომის ნაწილი ნაწილი
Battle of Borodino.jpg
ბოროდინოს ბრძოლა, უცნობი ავტორის ნამუშევარი
თარიღი 7 სექტემბერი, 1812
მდებარეობა ბოროდინო, რუსეთი
შედეგი ფრანგების პიროსის გამარჯვება, სტრატეგიულად გაურკვეველი
მხარეები
Flag of France.svg საფრანგეთის პირველი იმპერია Coat of Arms of Russian Empire.svg რუსეთის იმპერია[1]
მეთაურები
Flag of France.svg ნაპოლეონ I Coat of Arms of Russian Empire.svg მიხეილ კუტუზოვი
ძალები
130,000 მეომარი, 587 ზარბაზანი[2] 120,000 მეომარი, 640 ზარბაზანი
დანაკარგები
~27,000-35,000 მკვდარი, დაჭრილი და დეატყვევებული[3]
[4](47 გენერლის და 480 ოფიცრის ჩათვლით)
39,000-45,000 მკვდარი, დაჭრილი და დეატყვევებული[5][6] (23 გენერლის და 211 ოფიცრის ჩათვლით)

ბრძოლის წინაპირობები[რედაქტირება]

1812 წლის ივნისში, ნაპოლეონის შეიარაღებული ძალების ნახევარი-690 ათასიანი არმია, ომის გამოუცხადებლად შევიდა რუსეთში. რუსეთის დასავლეთ საზღვარს მხოლოდ 200 ათასი ჯარისკაცი იცავდა. მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების წინაშე გარნიზონმა უკან დახევა დაიწყო. ნაპოლეონი იერიშზ ვეტებსკიდან გადავიდა. მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ რუსულ არმიას გაშლილ სივრცეში9ადგილას) დაიჭერდა და გაანადგურებდა. ფრანგების სწრაფმა წინსვლამ ბონაპარტის არმიას პოზიციები შეუსუსტა, მათი მთავარი ბაზა 575 მილის მოშორებით კოვოში მდებარეობდა. ეს რუსულ არმიას საშუალებას აძლევდა, რომ ფრანგების გადაჭიმული(გრზელი) მომარაგების ხაზისათვის შეეტია. ნაპოლეონი ხედავდა რუსების უპირატესუბას, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლის გამართვის ცდუნება წინ მიქაჩებოდა.(სადაც საბოლოოდ გაანადგურებდა მათ საჯარისო შენაერთებს) ფრანგების ცენტრალერი ძალა, რომლითაც ნაპოლეონი წინ მიიწევდა 286 000 კაცს შეადგენდა, თუმცა ბრძოლის დროს (ბოროდინოს ბრძოლა) მათი რიცხვი 161 475 კაცამდე დავიდა. (უმეტესობა შიმშილისა და დაავადებებისაგან იღუპებოდა).

რუსთის მთავარსარდალმა შოტლანდიური წარმოშობის ფელდ-მარშალმა ბარკლაი დე–ტოლიმ ვერ შეძლო ფრანგებისათვის სერიოზული თავდაცვითი ზღუდეების შექმნა და მისმა მუდმივმა უკანდახევამ რუსეთის არმიისა და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. ბარკლაის გეგმას: ფრანგული არმიის რუსეთის სიღრმეში შემოტყუებას, თავიდან ბევრი მომხრე ჰყავდა, მაგრამ ნაპოლეონის ასეთმა სწრაფმა წინსვლამ დააფრთხო რუსი დიდგვაროვნები და მეფეს მისთხოვეს სხვა მთავარსარდლის დანიშვნა. ალექსანდრე I-მა სამამულო ომის მდგომარეობა გაითვალისწინა, და დე-ტოლის ადგილზა გენერალი მიხეილ ილარიონის-ძე კუტუზოვი დანიშნა. 29 აგვისტოს კუტუხოვმა სმოლენსკის გუბერნიის სოფელ (წფჰტდჯ-პფბვტიტ)-სთან ჯარი გადაიბარა. აღსანიშნავია, რომ ვერც კუტუზოვი ვერ ახერხებდა მტკიცე თავდაცვით ხაზის შექმნას და ბარკლაი დე-ტოლი მსგავსად ისიც უკან იხევდა,. მაგრამ დადგა ჟამი, როდესაც მორიგი უკან დახევა მოსკოვის დათმობას ნიშნავდა, რასაც არც მორალური და არც პოლიტიკური გამართლება არ ჰქონდა. კუთუზოვმა თავის არმიებს ერთად მოუყარა თავი და პოლკოვნიკ ილის მიერ შეთავაზებული ადგილის გამაგრება დაიწყო. უმნიშვნელო შევსების შემდეგ კუტუზოვმა გენერალური ბრძოლის გამართვა , ბოროდინოს ველზე გადაწყვიტა, 125 კილომეტრზე მოკოვიდან. ამ ადგილის გამაგრება კუტუზოვმა 3 სექტემბრიდან დაიწყო. იგი აძლიერებდა თავდაცვით პოზიციებს და განსაკუთრებით სახელგანთქმულ რაევსკის რედუტს.(რომელიც ბრძოლის დროს მოიცავდა ცენტრსა და მარჯვენა ფრთას) ასევე მტკიცე განლაგება ჰქონდათ ცნობილ ბაგრატიონის ფლეშებს, რომლებიც რუსების მარცხენა ფრთას იცავდნენ. დასაწყისი

67 წლის მოხუც მთავარსარდალს, მიხეილ ილარიონის ძე კუტუზოვის ახლებური საომარი წესები და ბრძოლის წარმართვის გამოცდილება აკლდა და მისი თანამედროვენიც ნაპოეონის თანასწორად არ თვლიდნენ. ის ბარკლაის იმიტომ არჩიეს, რომ რუსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული წარმოშობა ჰქონდა. (ისე სხვათაშორის ეკატერინე II-რეც გერმანული წარმოშობისაა) და ასევე ყველას სჯეროდა, რომ კუტუზოვი ვერ მოახერხებდა კარგი თავდაცვითი ხაზის შექმნას. მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ძლიერება არმიის და გენერლების ერთგულებაში იყო. შესავალი რუსების ძალები გადაჭიმული იყო, ახალი სმოლენსკის გზიდან სამხრეთისკენ (განსაკუთრებით ახალი სმ. გზა იყო კარგად გამაგრებული რათა ფრანგებს დაცვის ხაზი არ გაეღვიათ და მოსკუვისკენ არ წასულიყვნენ) და გამაგრებული იყო მიწაყრილებითა და მიწის სიმაგრეებით, რომლებიც გამართული იყო სოფელ შევარდინოს მახლობლად. ფრანგებმა იერიში მიიტანეს დასავლეთ და აღმოსავლეთ პოზიციებზე და შექმნეს მოკლე მაგრამ სისხლიანი შესავალი მთავარი ბრძოლის წინ.

ომის სტატისტიკა[რედაქტირება]

მოწინააღმდეგე ძალები

რუსების ძალები: 180 ქვეითების ბატალიონი 164 კავალერიის ესკადრა 20 პოლკი არალეგულარული კაზაკი ცხენოსანი 55 საარტილერეო ბატარეა (637 ერთეული ქვემეხი)

სულ 103 800 ნაწილი საბრძოლო ძალა

საიდანაც 7 000 კაზაკმა და 10 000 რუსმა სამხედრომ ბოროდინოს ბრძოლაში არ მიიღო მონაწილეობა. შეტაკების შემდეგ ამ სამხედრო შენაერთების დესტრუქცია(დაშლა) მოხდა, რათა შემდეგ მეშეველი ჯარის სახით შეევსოთ ბრძოლისას გამოფიტული რუსული რეგულარული არმია. 637 ზარბაზნიდან 300 არ გამოყენებულა ბრძოლაში და ბევრი მათგანი არც გამოყენებულა კუტუზოვის თავდაცვითი გეგმის დროს.

ფრანგების ძალები: 214 ქვეითი ბატალიონი 317 კავალერიის ესკადრა 587 საარტილერიო ერთეული

სულ 124 000 საჯარისო შენაერთი.

მაგრამ ფრანგებს ასევე ჰყავდათ ძველი გვარდია(საიმპერატორო დაცვა). იგი დაკომპლექტებული იყო გამოცდილი ძლიერი პროფესიონალებითა და უშიშარი მეომრებით. ყოველი მათგანი მრავალი ბრძოლის გმირი იყო. გვარდია შეიცავდა: 20 ქვეით ბატალიონს 109 საარტილერიო შენარეთს და 27 კავალერიის ესკადრას

სულ 18 500 საჯარისო ერთეული

ბრძოლა შევარდინოს რედუტისათვის[რედაქტირება]

ბრძოლა დაიწყო 4 სექტემბერს ხოაკიმ მიურატის( ჟოაცჰიმ Mურატ) ფრანგული კავალერიისადა კონოვნიტცინის რუსული კავალერიის მასიური შეჯახებით. საბოლოოდ რუსულმა კავალერიამ უკან დაიხია, როდესაც მათ ფრანგების ფლანგი დაემუქრათ.

6_ში ბრძოლა ისევ განახლდ, მაგრამ კონოვნიტცინმა ისევ უკან დაიხია, როდესაც მისი ფლანგი საფრთხის ქვეშ დადგა ეუჯინის( Eუგენე ) IV კორპუსის ჩამოსვლით. გამოვიდა რომ რუსებმა შევარდენოს რედუტისაკენ დაიხიეს, სადაც მწვავე ბრძოლა გაჩაღდა. მიურატი წინ მიუძღოდა ნანსოლტის( Nანსოულტ ) პირველ და მონტბურნის( Mონტბოურნ ) მეორე კავალერიის კორპუსეს. მასვე ესხმარებოდა დავუს( Lუის Nიცჰოლას Dავოუტ ) პირველი კორპუსის კომპანის( ჩომპან ) დივიზია. ეს იყო ძალები, რომლებიც ერთობლივი მოქმედებით უტევდნენ რედუტს. ამავდროულად პონიატოვსკის( ჟოსეფ Pონიატოვსკი ) ქვეითი ბატალიონი ტავს დაესხა რუსების პოზიციებს სამხრთიდან. შევარდინოს რედუტი აიღო მიურატმა 4 000 ფრანგის სიკვდილის ფასად, ხოლო რუსეთის მხრიდან 7 000 ჯარისკაცი დაიღუპა.

ფრანგების ამგვარმა მოულოდნელმა შემოჭრამ დასავლეთიდან დაშევარდინოს რედუტის დაკარგვამ რუსულ არმიაში უწესრიგობა შეიტანა. მათ თავდაცვითი პოზიციების მარცხენა ფლანგი დაკარგული იყო, ხოლო დარჩენილმა შენანერთება აღმოსავლეთისკენ დაიხიეს და სოფელ უტიცაში გამაგრდნენ. რუსების მარცხენა ფლანგი დაფლეთილი იყო და ფლანგების ფრანგების კარგ სამიზნეს წარმოადგენდა.

ბოროდინოს ბრძოლა[რედაქტირება]

პოზიციები[რედაქტირება]

რუსეთის თავდაცვითი პოზიციები ბოროდინოთან წარმოადგენდა ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ მიწაყრილთა სერიებს, რკალად გადაჭიმულს მდინარე მოსკოვის მარჯვენა ნაპირიდან მისი შენაკადი კალოჩას( კალოცჰა ) გასწვრივ, ( რომლის ციცაბო ნაპირები დამატებით სიძნელეებს უქმნიდა ფრანგებს ) რომელიც სოფელ უტიცამდე გრძელდებოდა. გაფანტულად ამოსული ხეები რუსების პოზიციების მარცხნივ და ცენტრში( მდ. კალოჩას ნაპირებზე ფრანგების მხრიდან ) ასევე დიდი დახმარბას უწევდა კუტუზოვს, შეჰქონდა რა არეულობა და უწესრიგობა ფრანგული შენაერთების განლაგებაში, უშლიდა მათ გადაადგილებასა და მწყობრის დაცვას. რუსები ცენტრი რაევსკის რედუტით იყო დაცული და წარმოადგენდა დიდ მიწაყრილს სადაც განლაგებული იყო 19( 12 გირვანქიანი ) ქვემეხი. თავისუფალი სასროლი(ცეცხლის გასახსნელი) სივრცით მდ. კალოჩას ორივე ნაპირზე.

კუტუზოვი რომელიც ელოდა დაახლოოებით ერთი კორპუსის ფორმის შევსებას მისი მარჯვნიდან, გეგმავდა, რომ ფრანგთამარცხენა ფრთისათვის შეეტია და ცენტრში გადასულიყო. ეს გვეხმარება იმის ახსნასი თუ რატომ იყო პირველი( ყველაზე ძლიერი არმია ) ბარკლაი დე-ტოლის ხემძღვანელობით ისედაც გამაგრებულ პოზიციაზე მარჯვნივ.( ის ფაქტიურად აუღებელი იყო ფრანგებისათვის. ) II არმია კი რომელსაც კუტუზოვი ეყრდნობოდა (პეტრე ბაგრატიონის ხემძღვანლობით ) იმედოვნებდა, რომ დღის ბოლმდე შეინარჩუნებდა ფლანგს. თუმცა კი ბაგრატიონის მარცხენა ფრთა ფაქტიურად აღარ არსებობდა. მიუხედავად გენერლების რჩევისა კუტუზოვმა არაფერი არ მოიმოქმედა ძალების გადაჯგუფებისათვის და უწინდელი პპოზიცია უცვლელი დატოვა. ამგვარად, როდესაც ბრძოლამ უფრო თავდაცვითი ხასითი მიიღო ვიდრე შეტევითიმათი( რუსების ) დიდი უპირატესობა საარტილერიო შენაერთებში ტყუილად ცდებოდა მარჯვენა ფრთაზე, ( რომელიც არასდროს არ იქნებოდა შეტეული ფრანგების მიერ. ) მაშინ როდესაც ნაპოლეონის არტილერია აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ მოეგო ბრძოლა.

ბაგრატიონის ფლეშები[რედაქტირება]

ბაგრატიონის ფლეშები
ბაგრატიონის ფლეშები

რაც არ უნდა ითქვას კუტუზოვის გეგმებზე( პოზიციებზე ), ნაპოლეონმა რაღაც ალღო აუღო იმ დღეს ბრძოლას. მიუხედავად მარშალი დავუს შეთავაზებისა, რომ რუსების მარცხენა სუსტი ფრთისათვის შეეტიათ ნაპოლეონმა არ მიიღო მხედელობაში ეგ მანევრი და მის მარშალს უბრძანა თავისი I კორპუსით პირდაპირ რუსების ცენტრისკენ ემოძრავათ, ხოლო ფლანგური მანევრი პონიატოვსკის შესუსტებულ V კორპუსს მიანდო. ფრანგების ეს მასირებული შეტევა მიზნად ისახავდა ერთობლივად სამი რუსული პოზიციის ხელში ჩაგდებას, ცნობილს როგორც ბაგრატიონის ფლეშები. ეს იყო ოთხი ისრის წვერის ფორმის მიწური, რომელიც რკალად შეკრულ ეშალონს ქმნიდა მდინარე კალოჩას წინ. ეს პოზიციები იცავდა რუსების მარცხენა ფლანგს, თუმცა კი არავითარი ლანდშაფტური( გეოგრეფიული )უპირატესობა არ გააჩნდა.ფლეშებს ასევე ჰქონდა საარტილერიო შენაერთები სოფელ სემოინოვსკოეს მაღლობზე. რომლის ამაღლებული რელიეფი მდ. კალოჩას მარცხენა ნაპირზე კონტროლის საშუალებას აძლევდათ. ბრძოლა დაიწყო 6 საათზე, როდესაც ფრანგების მუშკეტერების 102 შენაერთი( უზარმაზარი ბატარეა ) რუსების მტკიცე ცენტრს უახლოვდებოდა. დავუმ კომპანის დივიზია გააგზავნა სამხრეთელი ფლეშების წინააღმდეგ, ხოლო დესეს( დესსაიხ ) დივიზია ეშალონს ქმნიდა და ისე მიიწევდა წინ მარცხნიდან კომპანი ტყიდან, რომ გამოვიდა მდინარე კალოჩას შორეულ ნაპირზე, მას რუსების ქვემეხების ცეცხლი დაატყდა თავს. ორივე კომპანიც და დესეც დაიჭრნენ, მაგრამ შეტევა არ შეჩერებულა და მაინც წინ მიიწევდა.

დავუმ როდესაც შეტევაში არეულობა დაქაოსი დაინახა პირველად ჩაერთო ბრძოლაში და 57-ე ბრიგადას წაუძღვა წინ. შუა ბრძოლაში დავუს ცხენი მოუკლეს დამარშალი მის ქვეშ მოყვა. ის ისე მძიმედ დაეცა, რომ გენერალმა სორბირმა( შორბიერ ) მკვდრად გამოაცხადა. შემდგომში როდესაც გენერელი რეპი( ღეპპ ) ბრძოლის შუაგულში შევიდა დავუს შეცვლის მიზნით აღმოაჩინა, რომ მარშალი ცოცხალი იყო და ისევ 57-ე ბრიგადას წარმატებით მეთაურობდა. შემდეგ კი 61-ე ბრიგადას ჩაუდგა სათავეში და მის კარიერაში 22-ედ დაიჭრა. ამ იერიშმა 07:30-სათვის დავუს მოაპოვებინა კონტროლი სამივე ფლეშზე.

თუმცა კი აღსანიშნავია, რომ ბაგრატიონმა სწრაფადვე მოახერხა კონტრშეტევის ორგანიზება და გადაისროლა ფრანგები მოპოვებული პოზიციებიდან. მაგრამ საბოლოოდ ეს მიწურები მაინც ფრანგების ხელში აღმოჩნდა. მარშალმა ნეიმ( მიჰაელ ნეი) შეძლო გაძღოლოდა იერიშს 24-ე პოლით და ხელახლა აეღო ეს სიმაღლე.

მიურატმა შემდეგ ფრანგული კავალერიით შემოუარა ფლეშებს გარშემო, რომ ბაგრატიონის ქვეითებს დასხმოდა თავს, მაგრამ მოულოდნელად ნევეროვსკის ქვეითი ჯარით გაძიერებულ დუკას III ბეგთაროსნების დივიზიას გადააწყდა და ამ დარტყმამ უკან დაახევინა. მან ვურტემბურგერის ქვეითებთან შეაფარა თავი. მართალია ბაგრატიონს დიდად არ უყვარდა დე-ტოლი, მაგრამ დახმარება მაინც მას სთხოვა. ბარკლაიმაც დაუყოვნებლივ მიაწოდა დამატებითი ძალები: გრენადირების 8 ბატალიონი და 14 ქვემეხი თავის საუკეთესო მდგომარეობაში. სამწუხაროდ გენერლამდე მეშველმა ჯარმა ვერ მიაღწია. იგი ფრანგული არტილერიის კარგ სამიზნედ იქცა. მთლიანად განადგურდა 14-ვე ქვემეხი და საგრძნობლად შეთხელდა გრენადირთა რიგები. ამგვარად დღის 11:30-სათვის მიწაყრილები ფრანგების დივიზიის კონტროლის ქვეშ დარჩა, ისევე როგორც რუსების წინა ხაზი.

მტვერს, ბოლს, არეულობასა და უძლურებას ერთიანად მოეცვა მთელი ფრანგული არმია. მათ წინამძღოლებს( დავუს, მიურატს, ნეის ) მხოლოდ ისღა აძლებინებდათ ბრძოლის ველზე ხმალმომარჯვებულთ, რომ იცოდნენ მთელი რუსული არმია დაშლილი და განადგურებული იყო. სარდლები ნაპოლეონისგან დაუყოვნებელ შევსებას ითხოვდნენ. ნაპოლეონი კი, რომელიც ავად იყო( გაციებული ) და ბრძოლის ველიდან შორს იმყოფებოდა ვერ ახდენდა შეტაკებებზე დაკვირვებას და მოვლენებს სწორად ვერ აფასებდა. უარი, რომელითაც მან გაისტუმრა თავისი ოფიცრები, ალბათ ღირსების საკითხიც იყო. მას არ უნდოდა რომ უკანასკნელი რეზერვი ( Iმპერიალ Gუარდ ) მისი პირადი დაცვა, ძველი გვარდია, სამშობლოდან ასე შორს მისი პირადი ხემძღვანელობის გარეშე, მისი აზრით არც თუ ისე მნიშვნელოვან ბრძოლაში გამოეყენებინა.

ბრძოლა რაევსკის რედუტისათვის[რედაქტირება]

ეუჟინმა( Eუგენე ) თავისი კორპუსით გადალახა ბუნებრივი( გეოგრაფიული ) წინაღობები/ბარიერები და სოფელ ბოროდისნოს თავს დაესხასოფელ ბოროდინოს, შტურმით აიღო იგი და გაწმინდა რუსებისაგან. მაგრამ სოფლიდან გამოსული( წინ წასული ) ფრანგული შენაერთებმა მსვლელობის გაგრძელება ვეღარ შეძლო, როდესაც რუსების ახლასშევსებული არმიის კონტრშეტევას წააწყდა. ფრანგებს უკან ბოროდინოსკენ დახევა მოუწიათ. სოფლის თავდაცვის უზრუნველსაყოფად გენერელმი დეზონი ( Dელზონ ) გამაგრდა იქ. მორანდმა ( Mორანდ ) თავისი დივიზიით გადაკვეთა მდ. სემიონოვსკოეს ჩრ. მხარე, მაშინ როდესაც ეუჟინის დარჩენილმა ძალებმა გადაკვეთა სამი ხიდი სამხრეთის მხრიდან მდინარე კალოჩაზე. ეუჟინიმ შემდეგ დაშალა თავისი საარტილერიო შენაერთების უნმეტესობა და სწრაფად დაიწყო თავდასხმა რუსების წინა ხაზზე.( რათა განედევნა უკან რაევსკის რედუტისაკენ ), ხოლო ბრუსერმა( Bროუსსიერ ) და მორანის დივიზიებმა ერთდლოულად დაიწყეს იერიში. ძლიერი საარტილერიო მხარდაჭერით სემიონოვსკოედან. რედუტი ფრანგების ხელში გადავიდა, ხოლო გაქცეული პასკევიჩის პოლკები დე ტოლის არმიას უერთდებოდა. კუტუზოვმა უბრძანა იერმოლოვს( Yერმოლოვ ) რომ ჩართულიყო ბრძოლაში თავისი რეზერვიანად და იერმოლოვის ხემძღვანელობით სამი ცხენოსანი საარტილერიო ბატარეა პოლკოვნიკი ნიკიტინის( დირექტივებით ქვემეხებს უშენდა რედუტს, მანამ სანამ ბარკლაი დე-ტოლი მის შტურმით აღებას შეეცდებოდა. მისი 2 პოლკი გრენადირების ხიშტებით მიიწევდა წინ და ბონამის( Bონამი ) ბრიგადის ლიკვიდაციას ახდენდა. დე-ლოლის პირად დაქვემდებარეობაში მყოფი მესამე ბატალიონი კი შტურმის ორგანიზებას ახდენდა. რუსების ძალისხმევის შედეგად რაევსკის რედუტი ისევ რუსების დაქვემდებარებაში გადავიდა.

ეიჟინის არტილერია კი აგრძელებდა რუსული შენაერთების დაბომბვას, ამასობაში მარშალმა ნეიმ და დავუმ სამიონოვსკოედან გახსნეს ქვემეხების ცეცხლი. იმისათვის, რომ დახმარებოდა მილორადოვიჩს( Mილორადოვიტცჰ ) რედუტის დაცვაში, ბარკლაიმ ჯერ ეუჟინის საარტილერიო შენაერთები დაარბია, ხოლო შემდეგ მარჯვნივ გადავიდა და მთელი სიმძლავრით შეუტია მოწინავე ბრიგადას. მოგონებებში ბარკლაი თავის ამ მსვლელობას "ჯოჯოხეთისკენ მსვლელობას" უწოდებს[ ა წალკ ინტო ჰელლ ]. მოგვიანებით პოლკოვნიკი კლავსევიცი( Kარლ Vონ ჩლავსეწიტზ ) წერდა, რომ კუტუზოვი ბრძოლის მსვლელობისას თითქოს ტრანსულ მდგომარეობაში იყო და ისე იძლეოდა განკარგულებებს. ბრძოლის ბოლოს არტილერიის მეთაური გენერელი კუტასისოვის( Kუტასისოვ ) სიკვდილის შემდეგ, კუტუზოვმა სულ დაკარგა კონტროლი არტილერიაზე,( უმეტესობაქვემეხებისა მარჯვენა ფრთაზე გამოუყევნებლი ეყარა და არც აღარასდროს ჩართულა მოქმედებებში.) მაშინ როდესაც ფრანგული კავალერია თავისუფლად ანადგურებდა რუსულ საჯარისო შენაერთებს.

14:00-ზე შეტევა ნაპოლეონის პირდაპირი ბრძანებით განახლდა. ბრუსიეს, მორანის ჯერალდის დივიზიები გაშვებული იყო ფრონტის მასიური შეტევისათვის, მარცხენა ფლაგზე ჩასტელის ( ჩჰასტელ ) თეთრი კავალერიით, ხოლომარცხნიდა მეორე( II ) სარეზერვო კავალერიის დახმარებით. გენერალმა კავლაინკორტმა ( ჩოულაინცოურტ ) დამატებითი კავალერიის კორპუსი გაუშვა და ეუჟინმა ახალი იერიშის მზადება დაიწყო. დე-ტოლიმ კონტსჰეტევის კონსტრუირება შეძლო და ეუჟინის იერიში ჩაშალა, ხოლო როდესაც II კორპუსს ეკვეთა ფრანგულმა არტილერიამ მისი ქვეითების ჩეხვა დაიწყო. გენერალმა კავლაინკორტი თავად ჩაუდგა შეტევას სათვეში, მაგრამ ცივ სიკვდილს შეეფეთა რუსული მუშკეტების ხიშტებზე. ( მოკლეს ) გენერალი ტელერმანი( თჰიელემან ) 8 საქსონურ და პოლონურ ესკადრებს წაუძღვა წინ ახალი სმოლესკის გზისაკენ, მისი ბრძანებით ფრანგი ოფიცრები და სერჟანტები კავალერიის დახმარებით ანგრევდნენ რედუტის ამბრაზურებს და არეულობას თესავდნენ რუსული არმიის ქვეით ჯარში, ეს კი დროს აძლევდა ფრანგულ შენაერთებს გადაჯგუფებისთვის.

ბრძოლას ყველაფერი ჰქონდა დასასრული გარდა, ორივე მხარე ძალაგამოცლილი და დასუსტებული იყო ბრძოლის ბოლოს არტილერია ღა მუშაობდა. ბრძოლის ამ ეტაპზე ნაპოლეონს კიდევ ერთხელ სთხოვეს შევსება, და იმპერატორმა საკუთარი გვარდიისა გამოყენებაზე კვლავ უარი განაცხადა და ბრძოლა 16:00-ზე დასრულდა.

ბრძოლის დასასრული[რედაქტირება]

ბრძოლის დამთავრების შემდეგ დე-ტოლი დაუკავშირდა კუტუზოვს, რათა შემდგომი მითითებები მიეღო. მისი ერთ-ერთი თანამებძოლი ამ ამბავს ასე ყვება:

ვიკიციტატა
„კუტუზოვი იპოვეს მოსკოვისკენ მიმავალი შუა გზაზე დაბანაკებული, იგი თურმე ახალგაზრდა დიდებულებთან სიახლოვით თავს იქცევდა. შიკრიკის კითხვაზე, თუ რა იქნბოდა შემდეგ, კუტუზოვმა ტრაბახით თქვა, რომ მომდევნო დღეს ნაპოლეონს რსეთიდან გააძევებდა...“

მიუხედავად ამ ქადილისა მიხეილ ილარიონის-ძემ იცოდა, რომ მისი არმია მეტის-მეტად დასუსტებული იყო და ნაპოლენონთან ხელმეორე შეტაკებას ვეღარ გაუძლებდა. მთავარსარდლის ძირითად გეგმას ნაპოლეონის რუსეთის სურსათით მდიდარი ნაწილის დაცვაწარმოადგენდა, მან მოსკოვის საზოგადოებას განუცხადა: "მოსკოვის დაკარგვით ჯერ კოდევ არ არის დაკარგული რუსეთი, არმიიის მოსპობით კი მოსკოვიცა და რუსეთიც დაიღუპებაო."

8 სექტემბერს ალექსანდრე I-მა დაცალა მოსკოვი მთელი მოსახლეობისაგან და ნაპოლეონი დაცარიელებულ მდედაქალაქში შევიდა. მეორე დღეს ქალაქში ხანძარი გაჩნდა და ფრანგულმა არმიამ გამოსვლა ძლივს მოაწრო. ბონაპარტის არმია თავშესაფრისა და სურსათ-სანოვაგის გარეშე დარჩა. საგულისხმოა, რომ რუსებმა შეგნებულად მიმართეს ამგვარ ხერხს. ჩანაფიქრი შემდეგში მდგმომარეობდა: დაქანცული, ძალაგამოცლილი ფრანგულ არმიას ვერ უნდა მოესვენა ქალაქში და ვერ უნდა ღედგინდა ძალები. ამასთავნავე ძლიერი სიცივე და ყინვები, რომელიც იმ ზამთარს დაიჭირა უფრო უძნელებდა საქმეს ნაპოლეონს. მან რუსული ჯარის სწრაფი განადგურების იმედი დაკარგა, და რუსეთის სურსათით მდიდარი მხარისაკენ გადაწყვიტა დაძვრა.

დანაკარგები[რედაქტირება]

ბრძოლისას დაშავებულთა რიცხვი განსაცვიფრებელი იყო: ფრანგებმა – 40 000 ზე მეტი კაცი და 47 გენერელი დაკარგეს. რუსებმა – 44 000 კაცი და 23 გენერელი

ბრძოლის შემდეგ[რედაქტირება]

მოსკოვიდან გასვლის შემდეგ კუტუზოვმა ფარულად განახორციელა განთქმული ფლანგური ტარუტინის მანევრი. როცა ოქტომბრის დასაწყისში არმია სოფელ ტარუტინოსთან გადაიყვანა. ამით მან ნაპოლეონის სამხრეთიდა და დასავლეთიდან შემოუარა და ქვეყნის სამხრეთით გზა მოუჭრა. მას შემდეგ რაც წარუმატებლად დაამთავრა ნაპოლეონის რუსეთთან საზავო ხელშეკრულები გაფორმების მცდელობა, 19 ოქტომბერს მან მოსკოვი მდატოვა. ის ცდილობდა არმია( სამხრეთის გზით ) სმოლენსკისაკენ წაეყვანა კალუგის გავლით, სადაც სურსათი და ცხენების საკვები ეგულებოდა.( გზათ ფრანგული არმია ყველაფერ ანადგურებდა), მაგრამ 24 ოქტომბერს მცირეიაროსლავეცთან ბრძოლაში იგი კუტუზოვმა შეაჩერა და იძულებული გახადა მისივე განადგურებული სმოლესკის გზით დაეხია უკან. კუტუზოვმა ისე მოაწყო, რომ ნაპოლეონის არმიას ფლანგებიდან ურტყამდნენ რეგულარული და პარტიზანული რაზმები, ამასთან კუტუზოვი გაურბოდა ფრონტალურ ბრძოლებს დიდი საჯარისო შენაერთებით და პირისპირ ბრძოლაში აღარ შეჯახებია ნაპოლეონს.

კუტუზოვის სტრატეგიის წყალობით ნაპოლეონის არმია პრაქტიკულად სრულიად განადგურდა. (განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ისაა, რომ გამარჯვება მიღწეული იყო რუსული არმიის ზომიერი დანაკარგის ფასად.) კუტუზოვის რუსეთში ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ არ სურდათ გადამწყვეტლად (აგრესიულად) ემოქმედა და რომ უპირატესობას ანიჭებდა მიზანმიმართულ გამარჯვაბას და არა საკუთარი სახელის წარმოჩენას გენერელურ ბრძოლებში. თანამედროვეთა თქმით თავადი კუტუზოვი არავის უზიარებდა თავის ჩანაფიქრს, მისი საჯაროდ ნათქვამი სიტყვები, არმიაში გაცემულ ბრძანებეს ხშირად არ ემთხვეოდა ასე, რომ სახელგანთქმული მხედართმთავარის ჭეშმარიტი მოტივები სხვადასხვა აზრის გამოთქმის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ მისი მოღვაწეობის საბოლოო შედეგი ეჭვგარეშეა, ნაპოლეონის აბსოლუტური განადგურება რუსეთში მიღწეული იყო, რისთვისაც იგი წმ. გიორგის პირველი( I ) ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Note that although no official flag existed during this period, the tricolour represents the officer sash colours and the Double Eagle represents the Tsar's official state symbol
  2. Richard K. Riehn, Napoleon's Russian Campaign, John Wiley & Sons, 2005, გვ. 479.
  3. The book 'Napoleon' by Herman Lindqvist. გვ. 368, chapter 20, 'The battle of Borodino, the bloodiest of them all'
  4. Riehn p255
  5. Smith, გვ. 392
  6. "Riehn 255"