აბას-მირზა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბას-მირზა 1821 წელს

აბას-მირზა (დ. 26 აგვისტო, 1789 — გ. 25 ოქტომბერი, 1833) — ირანის სახელმწიფო მოღვაწე, ფათალი-შაჰის ძე და მემკვიდრე. აზერბაიჯანის ბეგლარბეგი. ირანის სახელმწიფო საქმებისა და საგარეო პოლიტიკის ფაქტობრივი გამგებელი. ძირითად ამოცანად მიაჩნდა ამიერკავკასიიდან რუსეთის განდევნა. სარდლობდა ირანის ლაშქარს რუსეთ-ირანის პირველი (1804-1813) და მეორე (1826-1828) ომების დროს. სცადა ირანის სამხედრო ძალების ევროპულ წესზე რეორგანიზაცია. აბას-მირზამ მჭიდრო კავშირი დაამყარა საქართველოს რუსეთთან შეერთებით უკმაყოფილო ქართველ ფეოდალებთან, რომელთა ერთი ნაწილი თავრიზში მის კარზე იმყოფებოდა. 1828 იძულებული გახდა ხელი მოეწერა რუსეთთან თურქმანჩაის ზავზე და ეცნო ამიერკავკასიაში ირანის სამფლობელოების დაკარგვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]