ფათალი-შაჰი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფათალი-შაჰი
فتحعلی شاه
An Early Painting of Fath Ali Shah.jpg
სპარსეთის შაჰი
მმართ. დასაწყისი: 17 ივნისი, 1797
მმართ. დასასრული: 23 ოქტომბერი, 1834
წინამორბედი: აღა-მაჰმად-ხანი
მემკვიდრე: მუჰამედ-შაჰ ყაჯარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 სექტემბერი, 1772
დაბ. ადგილი: ისპაანი, ირანი
გარდ. თარიღი: 23 ოქტომბერი, 1834
გარდ. ადგილი: ყუმი, ირანი
დინასტია: ყაჯარები
რელიგია: შიიტური ისლამი

ფათალი-შაჰი (სპარს. فتح على شاه قاجار; დ. 5 სექტემბერი, 1772 – გ. 23 ოქტომბერი 1834) — ირანის შაჰი ყაჯართა დინასტიიდან (1797-1834 წწ.). აღა-მაჰმად-ხანის ძმისშვილი. მის გამგებლობაში ფეოდალური შინაომებით დასუსტებული ირანი ევროპული კოლონიალიზმის მსხვერპლი გახდა. არმიაში შემოიღეს ევროპული სამხედრო ორგანიზაციისა და ჯარისკაცთა სწავლის მეთოდები. ფათალი-შაჰმა არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულებები დადო საფრანგეთთან (1807 წ.), დიდ ბრიტანეთთან (1801, 1809, 1814 წწ.), რუსეთთან (1813, 1828 წწ.). ფათალი-შაჰი ამიერკავკასიის ქვეყნებზე აცხადებდა პრეტენზიას, რომელსაც მოჰყვა 1804-1813 და 1826-1828 წლების ირან-რუსეთის ომები.

ლიტერატურა[რედაქტირება]