ნიკოლაი რტიშჩევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლაი რტიშჩევი

ნიკოლაი თედორეს ძე რტიშჩევი — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1812–1816 წლებში. მისი მთავარი დამსახურება საიმპერატორო კარის წინაშე კახეთის აჯანყების ჩახშობა და ირანთან დადებული გულისტანის ზავი იყო.

რტიშჩევმა ნაწილობრივ განახორციელა ფილიპ პაულუჩის რეფორმების პროექტი, კერძოდ, გაააუქმა მაზრის კაპიტან-ისპრავნიკის თანამდებობა, სანაცვლოდ ზედამხედველის თანამდებობა შემოიღო და ამ თანამდებობაზე სახელმწიფო მოხელედ ქცეული ქართველი თავადები დანიშნა. საქართველოს მთავარმართებლად დაინიშნა 1812 წლის 16 თებერვალს, ხოლო 1816 წლის 12 სექტემბერს მან თანამდებობიდან გადადგომა ითხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, „არტანუჯი“, თბ., 2004, გვ. 12–13
წინამორბედი:
ფილიპ პაულუჩი
საქართველოს გუბერნიის მმართველი
საქართველოს მთავარმართებელი

1812-1816
შემდეგი:
ალექსი ერმოლოვი