ფილიპ პაულუჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპ პაულუჩი

ფილიპ პაულუჩი (1779, მოდენა25 იანვარი, 1849, ნიცა) – საფრანგეთის და რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1811–1812 წლებში. იგი წარმოშობით იტალიელი იყო, საფრანგეთიდან ნაპოლეონის მმართველობას გამოექცა და თავი რუსეთს შეაფარა. წარმატებულმა სამხედრო კარიერამ მისი კავკასიაში გაგზავნა განაპირობა. ის დისციპლინის მოყვარული პიროვნება იყო და ძნელად ეგუებოდა რუსულ ბიუროკრატიულ სისტემას. მთავარმართებლად დანიშვნისთანავე მექრთამეობასა და ჯარში ფეხმოკიდებულ ლოთობას ბრძოლა გამოუცხადა. თუმცა, რუსული ენის არცოდნის გამო საკუთარ მოხელეებთანაც თარჯიმნის დახმარებით უწევდა ურთიერთობა და შეცდომებსაც უშვებდა. მან 30000-იანი არმიის გამოკვება მთლიანად ადგილობრივ მოსახლეობას დააკისრა, რასაც 1812 წლის კახეთის აჯანყება მოჰყვა. სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ პაულუჩიმ აჯანყებულებთან მოლაპარაკების გამართვა სცადა. დაპირდა მათ ამნისტიას, რეფორმების გატარებას. ეს დაპირებანი მთავარმართებლის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებად მიიჩნიეს და პეტერბურგმა იგი უკან გაიწვია. აღსანიშნავია, რომ კახეთის თავადაზნაურობამ იმპერატორს მისი დატოვებაც კი თხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, „არტანუჯი“, თბ., 2004, გვ. 12