გრიგოლ გოლიცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ გოლიცინი

გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი (რუს. Григорий Сергеевич Голицын; დ. 1838, ვლადიმირის გუბერნია — გ. 1907) — კავკასიის მთავარმართებელი 1897-1904 წლებში; რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი, გენერალადიუტანტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება მიიღო პაჟთა კორპუსში და გენშტაბის ნიკოლოზის აკადემიაში. მსახურობდა კავკასიის არმიის მთავარ შტაბში. მეთაურობდა სხვადასხვა ნაწილებს, მათ შორის გრენადერთა მე-14 ქართულ პოლკს. 1885 წელს გახდა სენატორი. 1893 წელს დანიშნეს სახელმწიფო საბჭოს წევრად. გოლიცინი, როგორც რუსული კოლონიური რეჟიმის ტიპური წარმომადგენელი, უხეში ფორმებით ცდილობდა ამ რეჟიმის ინტერესების ცხოვრებაში გატარებას. იგი გულმოდგინედ ადგენდა ამიერკავკასიაში ეგრეთ წოდებული „ჭარბი მიწების“ სიებს სოფლების დასაარსებლად რუსეთიდან ამიერკავკასიაში გადმოსახლებულთათვის. 1898 წლის 28 სექტემბერს გოლიცინმა დაამტკიცა საგადასახადო საკითხებთან დაკავთემშირებული „დროებითი წესები“, რომელშიც იგი მთლიანად უგულებელყოფდა ადგილობრივ მცირემიწიანი მოსახლეობის უფლებებსა და ინტერესებს. მის მიერ შედგენილი დოკუმენტები მოწმობს რუსეთის იმპერიის მიგრაციული პოლიტიკის რეაქციულ არსს. გოლიცინის პოლიტიკა იმდენად აღიზიანებდა ამიერკავკასიის ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მას თავს დაესხნენ და დაჭრეს, რის შემდეგაც საიმპერიო ხელისუფლება იძულებული გახდა 1905 წლის დასაწყისისათვის იგი კავკასიიდან გაეწვია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლორთქიფანიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 85.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970;
  • ჭუმბურიძე დ., რუსული დასახლებები საქართველოში (XIX–XX სს.), წგ.: რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, თბ., 2008 (ავტ. კოლექტივი);
  • Кавказский календарь на 1898, отд. III – Адрес- календарь.