შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ტაიბეი 101
ტაიბეი 101
ტაიბეი 101 (ტრად. ჩინ.: 臺北101 ან 台北101; გამ. ჩინ.: 台北101) — 101 სართულიანი ცათამბჯენი ტაიბეიში, ტაივანი. დაპროექტებულია კომპანია C.Y. Lee & Partners მიერ, და მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა 2007 წლის 21 ივლისამდე (ბურჯ დუბაიმ გაუსწრო). ოთხიდან სამი სტანდარტის მიხედვით, რომელიც მაღლივ შენობათა და ურბანული ჰაბიტატის (?) საბჭოს მიერ არის მიღებული. შენობამ 2004 წელს ემპორის ცათამბჯენის ჯილდო დაიმსახურა.

სიახლეები

ჰან კანი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


17 ოქტომბერი — ამ დღეს...

კეპლერის სუპერნოვა
კეპლერის სუპერნოვა
  • ძვ. წ. 538 : სპარსეთის მეფე კიროსი ბაბილონს იღებს; ებრაელებს 70-წლიანი მონობიდან ათავისუფლებს და ისტორიაში პირველ ადამიანის უფლებების დეკლარაციას აკეთებს.
  • 1604 : კეპლერის ვარსკვლავი (სურათზე) — გერმანელი ასტრონომი იაჰანეს კეპლერი აკვირდება განსაკუთრებით კაშკაშა ვარსკვლავის გაჩენას. ეს მოვლენა მიჩნეულია ჩვენს გალაქტიკაში სუპერნოვას ბოლო მოვლენად.
  • 1945 : პერონიზმის დაბადება — მაიოს მოედანზე ბუენოს-აირესში ხუან პერონის გათავისუფლების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
  • 1961 : პარიზის პოლიციამ მშვიდობიანი ალჟირელი მომიტინგეები დახვრიტა.
  • 2003 : ცათამბჯენი ტაიბეი 101-ის სახურავზე ქიმი დაამონტაჟეს, რითაც მან სიმაღლეში კუალა-ლუმპურის პეტრონას ტაუერებს გაუსწრო და მსოფლიოს უმაღლესი შენობა გახდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი