შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ვლადიმერ პუტინის მიერ ტერაქტის დროს გადარჩენილების მონახულება საავადმყოფოში
ვლადიმერ პუტინის მიერ ტერაქტის დროს გადარჩენილების მონახულება საავადმყოფოში
დუბროვკის ტერორისტული აქტი, აგრეთვე ცნობილი როგორც „ნორდ-ოსტი“ (2326 ოქტომბერი, 2002) — ტერორისტული აქტი მოსკოვში, რომლის დროსაც 40-მა ჩეჩენმა ბოევიკმა მოვსარ ბარაევის ხელმძღვანელობით მძევლად აიყვანეს მიუზიკლ „ნორდ ოსტის“ მაყურებლები დუბროვკის თეატრალური ცენტრის შენობაში. მძევლების გასათავისუფლებელი შტურმის დროს ყველა ტერორისტი განადგურებულ იქნა, მაგრამ მათთან ერთად დაიღუპა 130 ადამიანი მძევლებიდან (სხვა მონაცემებით 174).

სიახლეები

მარია კორინა მაჩადო

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


26 ოქტომბერი — ამ დღეს...

ენდრიუ უაილზი
ენდრიუ უაილზი
  • 740 : კონსტანტინოპოლში ძლიერმა მიწისძვრამ დიდი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.
  • 1863 : მსოფლიოში პირველი ფეხბურთის ასოციაცია შეიქმნა ლონდონში.
  • 1917 : კაპორეტოს ბრძოლაში იტალიამ კატასტროფული დამარცხება იწვნია გერმანიასა და ავსტრიასთან პირველ მსოფლიო ომში.
  • 1947 : ერაყში ბრიტანეთის ოკუპაცია სრულდება.
  • 1955 : მოკავშირეთა ბოლო ჯარისკაცის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ ავსტრია მუდმივ ნეიტრალიტეტს აცხადებს.
  • 1994 : ენდრიუ უაილზის (სურათზე) მიერ ფერმას დიდი თეორემის დამტკიცების სიზუსტე აღიარეს.
  • 2002 : მოსკოვის თეატრის ალყა სრულდება — დაახლოებით 50 ჩეჩენი თავდამსხმელი და 150 მძევალი დაიღუპა რუსების სპეცნაზის მიერ კულტურის სახლის შტურმით აღებისას.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი