ყირგიზეთის გერბი
ყირგიზეთის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
მატარებელი | ყირგიზეთის რესპუბლიკა |
დამტკიცდა | 1992 წლის 2 ივნისს |
ავტორი | ა. აბდრაევი და ც. დუბანაევი |
ყირგიზეთის გერბი — ყირგიზეთის რესპუბლიკის ოფიციალური სიმბოლო, რომელიც მიიღეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, 1992 წლის 2 ივნისს. ემბლემას აქვს წრიული ფორმა რომელშიც დომინირებს ლურჯი ფერი. ცისფერი ფერი ასევე ცნობილია როგორ ყირგიზი ხალხის სიმამაცისა და სულგრძელების სიმბოლო. გერბის მარცხენა და მარჯვენა მხარეებზე გამოსახულია ხორბალი და ბამბა, მის ზემო და ქვემო ნაწილებში კი ყირგიზულ ენაზე წერია "Кыргыз Республикасы" (ყირგიზეთის რესპუბლიკა).
ცენტრში გამოსახულია ტიან-შანის მთები, ხოლო მის ქვემოთ მინდორი. მთის პანორამის უკან მოსჩანს ამომავალი მზე. ფრთებგაშლილი მიმინო რომელიც მოთავსებულია პანორამის ქვეშ, ქმნის იმის ასოციაციას თითქოსდა პანორამა მის ფრთებზე ძევს
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სსრკ-დან გამოყოფამდე ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გერბი მსგავსი იყო სხვა საბჭოთა რესპუბლიკების გერბებისა. სხვა იმ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, რომელთაც ოქტომბრის რევოლუციამდე არ გააჩნდათ ეროვნული სიმბოლოები, ყირგიზეთის გერბიც შეიცავს ზოგიერთ კომპონენტს ყირგიზეთის სსრ-ის გერბიდან, მათ შორის ხორბლს, ბამბას, ამომავალ მზესა და ტიან-შანის ქედს.