ღვანკითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ღვანკითი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თემი ღვანკითი
კოორდინატები 42°10′04″ ჩ. გ. 42°59′23″ ა. გ. / 42.16778° ჩ. გ. 42.98972° ა. გ. / 42.16778; 42.98972
ცენტრის სიმაღლე 150
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1968[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ღვანკითი — საქართველო
ღვანკითი
ღვანკითი — იმერეთის მხარე
ღვანკითი

ღვანკითისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი), იმერეთის დაბლობზე, მდინარე ჩოლაბურის (ყვირილის აუზი) მარჯვენა მხარეს. მდებარეობს ზღვის დონიდან 150 მეტრი, თერჯოლიდან 2 კილომეტრი. სოფლის დასავლეთით დგას დედაღვთისას ეკლესია.

2020 წლის 23 აპრილს, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დროს, სოფელი საკარანტინო ზონად გამოცხადდა.[2][3] კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო ღვანკითი ჩაიკეტა და მოეწყო ხუთი ბლოკსაგუშაგო. [4] სოფელ ღვანკითში საკარანტინო რეჟიმი 2020 წლის 12 მაისს გაუქმდა.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1968 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 2333 1092 1241
2014[1] 1968 964 1004

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]