ღვანკითის დედაღვთისა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ღვანკითის დედაღვთისა}} |
ღვანკითის დედაღვთისა | |
რელიგიური კუთვნილება | ![]() |
ქვეყანა | ![]() |
პროვინცია | იმერეთის მხარე |
რაიონი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ღვანკითი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | მამათა მონასტერი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქია |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ბაზილიკა |
ხუროთმოძღვრული სტილი | ერთნავიანი ბაზილიკა |
თარიღდება | XII საუკუნე |
ღვანკითის დედაღვთისა – ეკლესია მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის , სოფელ ღვანკითში, სოფლის დასავლეთით, მდ. ჩოლაბურის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია XII საუკუნეში.
არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედაღვთისას ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა (დაახლოებით 9X6 მ), ნაშენია თლილი ქვისა და კირისაგან. 1924-1925 წლებში მისთვის შემოუცლიათ პერანგი, წაუღიათ და მდ.ჩოლაბურის ნაპირის გასამაგრებლად გამოუყენებიათ.
2006-2008 წლებში ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. აღდგენისას ტაძრის არქიტექტონიკისა და სიძველის კვალის შენარჩუნებსი მიზნით, მაქსიმალურად იქნა გამოყენებული მშენებლობაში არსებული კონსტრუქციები. ამავე მიზეზით ტაძარს შიგნიდან არ ჩაუტარდა მოპირკეთებითი სამუშაობები, გაუკეთდა ქვის კანკელი და ქვის იატაკი, დაიხურა კრამიტით. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.
ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მის შესახებ საინტერესო ლეგენდა არსებობს: ერთხელ მდ. ჩოლაბური ისე ადიდებულა, რომ თამარ მეფე ღვანკითის მხარეს ვეღარ გასულა. სოფლის მცხოვრებლებს სასწრაფოდ აუგიათ ეკლესია და წყლის დაკლებამდე მეფისათვის ლოცვას შედგომიან, არგვეთის მხარეს კი, ეკლესიაში, თვითონ თამარ მეფე ლოცულობდა.