შინაარსზე გადასვლა

ქრიზოსტომოს II (კვიპროსის მთავარეპისკოპოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრიზოსტომოს II
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსისა

კვიპროსის მთავარეპისკოპოსი
ეკლესია კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
საერო სახელი იროდოტ დიმიტრიუსი
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1941 (კვიპროსის დროშა კვიპროსი)
გარდაცვალების თარიღი 7 ნოემბერი, 2022 (81 წლის)
ეროვნება ბერძენი

მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II (ბერძ. Χρυσόστομος Β΄, ერისკაცობაში — იროდოტ დიმიტრიუსი, ბერძ. Ηρόδοτος Δημητρίου; დ. 10 აპრილი, 1941, სოფ. ტალა, პაფოსი — გ. 7 ნოემბერი, 2022) — ეპისკოპოსი; კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი 2006 წლის 5 ნოებრიდან 2022 წლის 7 ნოემბრამდე (გარდაცვალებამდე).

დაიბადა 1941 წლის 10 აპრილს, სოფ. ტალაში, ქ. პაფოსის მახლობლად. სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა მორჩილი წმიდა ნეოფიტეს მონასტერში. 1963 წელს დაამთავრა ქ. პაფოსის გიმნაზია. 1963 წლის 3 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. 1968–1972 სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 1972 წელს არჩეულ იქნა წმიდა ნეოფიტეს მონასტრის იღუმენად. 1972 წლის 12 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად და მაკარიო III-ემ აკურთხა იღუმენად. 1978 წლის 26 თებერვალს ებოძა მიტროპოლიტობა. 2006 წლის 5 ნოემბერს არჩეულ იქნა მთავრეპისკოპოსად ახლისა იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსისა. 2006 წლის 12 ნოემბერს შედგა ქრიზოსტომოს II-ის ინთრონიზაცია.

გარდაიცვალა 2022 წლის 7 ნოემბერს, 81 წლის ასაკში. სიცოცხლის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიმსივნის უკიდურეს ფორმას ებრძოდა.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი გარდაიცვალა“. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი. 7 ნოემბერი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-07. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)