უორენ გამალიელ ჰარდინგი
იერსახე
უორენ გამალიელ ჰარდინგი Warren Gamaliel Harding | |
აშშ-ის 29-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1921 – 2 აგვისტო, 1923 | |
ვიცე-პრეზიდენტი | კალვინ კულიჯი |
წინამორბედი | ვუდრო უილსონი |
მემკვიდრე | კალვინ კულიჯი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 იანვარი, 1915 – 4 მარტი, 1921 | |
ოჰაიოს 28-ე ვიცე-გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 იანვარი, 1904 – 8 იანვარი, 1906 | |
დაბადებული | 2 ნოემბერი, 1865 ბლუმინგროუვი, ოჰაიოს შტატი |
გარდაცვლილი | 2 აგვისტო, 1923 სან-ფრანცისკო |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | ფლორენს ჰარდინგი |
საქმიანობა | ბიზნესმენი |
რელიგია | ბაპტისტი |
ხელმოწერა |
უორენ გამალიელ ჰარდინგი (ინგლ. Warren Gamaliel Harding; დ. 2 ნოემბერი, 1865 — გ. 2 აგვისტო, 1923) — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე. 1921-1923 წლებში აშშ-ის 29-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან. გავლენიანი გაზეთის გამომცემელი. 1900-1904 წლებში ოჰაიოს შტატის სენატის წევრი, 1904-1906 წლებში ოჰაიოს შტატის ლეიტენანტ-გუბერნატორი. 1914 წელს წამოაყენა თავი აშშ-ის სენატორობის კანდიდატად და ნოემბრის არჩევნებში დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგე დემოკრატიული პარტიიდან. ერთა ლიგაში აშშ-ის შესვლის წინააღმდეგი იყო. არ დაუშვა საბჭოთა წარმომადგენლები ვაშინგტონის კონფერენციაზე (1921-1922). 1923 წელს გულის შეტევით ან ინსულტით გარდაიცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი კალვინ კულიჯმა დაიკავა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 602.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: