უზბეკეთის გერბი
უზბეკეთის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
მატარებელი | უზბეკეთი |
დამტკიცდა | 2 ივლისი, 1992 |
საჩაფხუტე | აზურის რუბ ალ-ხიზბი, ნახევარმთვარით და ვარსკვლავით. |
ფარმჭერები | ბამბა და თავთავი |
სხვა ელემენტები | მზე, მთები ტბებით და წმინდა ფრინველი ჰუმა გაშლილი ფრთებით, რომელიც აღნიშნავს: სულგრძელობას, ღირსებას და სამსახურს. |
უზბეკეთის სახელმწიფო ემბლემა 1992 წლის 2 ივლისს მიიღეს. ის უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გერბს არის მიმსგავსებული. სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მსგავსად რომელთა სიმბოლოებზეც არ არის დათარიღებული ოქტომბრის რევოლუცია, დღევანდელი გერბი ატარებს საბჭოთა კავშირის პერიოდის გერბის ზოგიერთ ელემენტს. 1992 წლამდე უზბეკეთს საბჭოთა კავშირში შემავალი სხვა სოციალისტური ქვეყნების სახელმწიფო ემბლემების მსგავსი გერბი ჰქონდა.
გერბს აქვს მომრგვალებული ფორმა და ძირითადად გამოყენებულია ეროვნული ფერები: ლურჯი მწვანე და თეთრი. გერბი მარცხნიდან შემოსაზღვრულია ბამბის ტოტებით, ხოლო მარჯვნიდან ხორბლის თავთავებით. ბამბა და ხორბალი არის ქვეყნის ორი უმთავრესი აგრო პროდუქტი. მას ზემოდან ადგას ისლამის სიმბოლო რუბ ალ-ხიზბის ვარსკვლავი (۞), რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა არის მუსლიმანი.
გერბის ცენტრში გამოსახულია დასავლეთით მომზირალი ჰუმა. ეს ჩიტი ბედნიერების და თავისუფლების სიყვარულის სიმბოლოა, ის გაშლილი ფრთებითაა გამოსახული. ჰუმოს ფრთებს შორის მოქცეულია მთებს მიღმა ამომავალი მზე. მთებიდან მოედინება ორი მდინარე: ამუდარია და სირდარია, ხოლო მზე არა-მკვეთრ, ოდნავ დაბინდულ სხივებს ასხივებს.
ჰუმას ფეხებთან, ბამბასა და ხორბლის თავთავებს შორის განთავსებული არის ეროვნულ ფერებში გადაწყვეტილი ბანერი, რომელზეც ქვეყნის სახელი ორი ოფიციალური ანბანიდან ერთერთზე: ლათინური ანბანით (Oʻzbekiston) ან კირილიცაზე (Ўзбекистон) უნდა ეწეროს.
გერბის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უზბეკეთის სახელმწიფო გერბი 1992 წლის 2 ივლისის No. 616-XII: „უზბეკეთის სახელმწიფო ემბლემის შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული.
სიმბოლიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ცენტრში გამოსახულია ფრინველი ჰუმა (უზბეკეთში ბედნიერების სიმბოლოა) გაშლილი ფრთებით, ეს ფრინველი უზბეკურ მითოლოგიაში თავისუფლები და ბედნიერების სიმბოლოა. უზბეკი პოეტი ალიშერ ნავოი ჰუმას ახასიათებს, როგორც ყველა ცოცხალ არსებას შორის ყველაზე კეთილშობილს.
გერბის თავზე გამოსახულია კვადრატი შიგნით, რომელიც გადაკვეთილია დავითის ვარსკვლავით. ამ ფიგურაში განთავსებულია ნახევარ მთვარე და ვარსკვლავი, როგორც ისლამის სიმბოლო, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმანია.
მზე წარმოადგენს სინათლის გზის სიმბოლოს, რომელსაც უზბეკეთის სახელმწიფო მიყვება. ის ასევე გამოხატავს ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ და კლიმატურ გარემოს. გერბზე ორი მდინარე წარმოადგენს: ამურდარიას და სირდარიას. მათი გამოსახულება გამოხატას სურვილს, რომ ისინი მიედინებოდნენ ყაზახეთის ტერიტორიაზე.
გერბის გვერდებზე განთავსებული გაშლილი ბამბის კონები და ხორბლის თავთავების ძნები გამოსახავს ქვეყნის ორ მთავას აგრო პროდუქტს. ორივე, თავთავებიც და ბამბის კონებიც შეკრულია ეროვნული დროშის მქონე ბაფთით, რაც უზბეკეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ერთობის და სიმტკიცის სიმბოლოა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Embassy of Uzbekistan to the United States | About Uzbekistan | State Symbols დაარქივებული 2009-09-01 საიტზე Wayback Machine.