ოსმან II: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |ქვეყანა = ოსმალეთის იმპერია|ოსმა...
(განსხვავება არ არის)

10:16, 7 ივლისი 2014-ის ვერსია

ოსმან II
İkinci Osman
ოსმალეთის მე-16 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1618
მმართ. დასასრული: 1622
წინამორბედი: მუსტაფა I
მემკვიდრე: მუსტაფა I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 ნოემბერი 1604
დაბ. ადგილი: სტამბული, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 20 მაისი 1622
გარდ. ადგილი: სტამბული, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: ოსმანები
მამა: აჰმედ I
დედა: მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

ოსმან II ( თურქ. İkinci Osman) ( დ. 3 ნოემბერი 1604 — გ. 20 მაისი 1622) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი (26 თებერვალი 16181622).

ოსმან II იყო აჰმედ I-ის შვილი, რომელიც ტახტზე ავიდა 14 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც ჩამოაგდეს მისი ბიძა, მუსტაფა I. მან მიიღო იმ დროისთვის საუკეთესო განათლება. ოსმანი იყო ძალიან ენერგიული მმართველი და დამოუკიდებლად ღებულობდა გადაწყვეტილებებს.

1618 წელს თურქეთის არმიის რამოდენიმე მარცხის შემდეგ, ოსმალეთის იმპერიამ ზავი დადო სეფიანთა იმპერიასთან, რომელიც იმეორებდა 1612 წლის ხელშეკრულების პირობებს.

1620 წელს ოსმანმა ბრძოლა დაიწყო პოლონეთთან და მოლდოვაში ცეცორსკის ბრძოლაში დაამარცხა ის. შემდეგ წელს ოსმანი თავად ხელმძღვანელობდა ოსმალეთის არმიის შეჭრას პოლონეთში, მაგრამ ხოტინის ბრძოლაში განიცადა მარცხი, რის შემდეგაც დაიდო ხოტინის სამშვიდობო შეთანხმება. ამ დამარცებამ დიდად იმოქმედა ოსმან II-ის ავტორიტეტის დაცემაზე.

1621 წელს სტამბულში დაბრუნებულმა ოსმანმა დაგეგმა რამოდენიმე რეფორმა. ის აპირებდა შეექმნაა ახალი არმია ანატოლიის და ჩრდილოეთ სირიის თურქული მოსახლეობისაგან, რათა მათი საშუალებით შეეცვალა აჯანყებისკენ მიმართული იანიჩარების კორპუსი. ის ასევე აპირებდა დედაქალაქის აზიაში გადატანას. 1622 წლის მაისში მას გადაწყვიტა გადასულიყო კონსტანტინოპოლიდან ანატოლიაში იმ საბაბით, რომ დაემთავრებინა წმინდა ქალაქ მექის მოლოცვა. მაგრამ 19 მაისს დაიწყო იანიჩარების აჯანყება, რომლის დროსაც ოსმანი შეიპყრეს და ედიკულის ციხეში ჩასვეს. მეორე დღეს ის სიკვდილით დასაჯეს.

რესურსები ინტერნეტში