მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი
მშობლიური სახელი Mahfiruz Hadice Sultan
დაბადების სახელი მარია
დაბადების თარიღი 1590
საბერძნეთი
გარდაცვალების თარიღი 1620
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) აჰმედ I
შვილ(ებ)ი ოსმან II
შეჰზადე ბაიაზიდი (აჰმედ I-ის ვაჟი)
შეჰზადე ჰუსეინი

მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი (დ. 1590 — გ. 1620) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, აჰმედ I-ის ცოლი. სულთან ოსმან II-ის დედა. ჰასეკი სულთანი და ვალიდე სულთანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი დაიბადა 1590 წელს. იგი ბერძნული წარმოშობის იყო.დაბადების სახელი მარია იყო.[1] 1618 წელს, როცა მისი 14 წლის შვილი ტახტზე ავიდა გახდა ვალიდე სულთანი. თუმცა მან ვალიდე სულთნობა ძველ სასახლეში გაატარა, პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ ჰქონდა არც ქმრის და არც შვილის მმართველობის დროს. მისი გავლენა ითრგუნებოდა ქოსემ სულთნის სიძლიერით. მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი გარდაიცვალა 1620 წელს, მისი ვაჟის სულთან ოსმან II-ის მეფობის დროს, რომელიც დედის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდეს და მოკლეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. History of the Ottoman Empire and Modern Turkey, Stanford Jay Shaw, Cambridge University Press, გვ. 191