იაკობ ზებედესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: eu:Donejakue Nagusia
ბოტის შეცვლა: eu:Done Jakue Nagusia
ხაზი 58: ხაზი 58:
[[eo:Jakobo la pli aĝa]]
[[eo:Jakobo la pli aĝa]]
[[es:Santiago el Mayor]]
[[es:Santiago el Mayor]]
[[eu:Donejakue Nagusia]]
[[eu:Done Jakue Nagusia]]
[[fi:Jaakob vanhempi]]
[[fi:Jaakob vanhempi]]
[[fr:Jacques de Zébédée]]
[[fr:Jacques de Zébédée]]

04:09, 19 იანვარი 2011-ის ვერსია

წმ. იაკობ მოციქულის ხატი, რუსეთი, XVIII საუკუნე

იაკობ ზებედესი (ებრ. יעקב, ბერძ. Ιάκωβος, ლათ. Iacobus), იაკობ უფროსი ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე - 30 (13.05) აპრილი.

ცხოვრება

წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი იყო იოანე ღვთისმეტყველის უმცროსი ძმა და ზებედასა და სალომეას შვილი. სალომეა კი იყო ღვთისმშობლის ბიძაშვილი. იაკობი და იოანე მოციქულები იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები. უფალმა მათ მოუწოდა როცა ისინი თევზაობდნენ (მათ.4:21-22). იაკობ მოციქული დაესწრო ფერისცვალებას, იაირის ქალიშვილის განკურნებას. (მათ.20:26-28).

ძმებს ღმერთმა მეტსახელად Boanerges - ”ძენი ქუხილისანი” შეაარქვა.

ქადაგება

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. იაკობ მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნები. ასე მისცურა წმიდა იაკობ მოციქულმა იბერიაში (ესპანეთი), სადაც მან იქადაგა. შემდეგ კვლავ იერუსალიმში დაუბრუნდა.

მოწამეობრივი აღსასრული

წმ. მოციქული იაკობ ზებედესი (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)

იერუსალიმში იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა.

მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა.

—(საქ. 12:1-2)

წმიდა იაკობთან მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში †44 წელს.

წმინდა ნაწილები

სანტიაგო დე კომპოსტელას კათედრალი
ლუსკუმა იაკობ მოციქულის წმინდა ნაწილებით

გადმოცემის თანახმად, მოციქულის წმინდა მიწაზე მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ, მისი წმინდა სხეული ლუსკუმაში დასვენებული დააწვინეს ნავში და ჩაუშვეს ხმელთაშუა ზღვაში. ღვთის განგებით ამ ნავმა მიცურა ესპანეთის იბერიაში და გამორიყა მდინარე ულას(Ulla) ნაპირას . გადმოცემის თანახმად მოციქულის ნეშტი ასე იყო მდინარეზე გამორიყული 813 წლამდე, ვიდრე განდეგილმა ბერმა პელაიომ ზეციურ ვარსკვლავს გაყოლილმა ღვთის განგებით არ აღმოაჩინა იგი. 896-899 წლებში მეფე ალფონს III გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზე წმინდა ნაწილების აღმოჩენის ადგილას აშენებულიყო მცირე ტაძარი. თვით ამ ადგილს დაერქვა სახელი - კომპოსტელა (ლათ. Campus Stellae, «ვარსკვალავით აღნიშნული ადგილი», შემდგომში ამ ადგილას აშენდა ქალაქი - სანტიაგო დე კომპოსტელა).

Relic of horseshoes of the horse of Santiago of battles of the Navas of Tolosa.
  • Monastery of Canes owns relic that claims to be the horseshoes of the horse of Santiago, that would gather Diego Lopez II of Haro in battles of the Navas of Tolosa and would give to its brother Do6na Magpie Lopez de Haro, fourth abbess of the monastery. Also another church in Puebla exists (Izucar de Matamoros), in Mexico; in her is an image of Santiago Apostle mounted in a white horse and that measures more than two meters and average of height.
სანტიაგო დე კომპოსტელას ტაძრის საკურთხეველი
არგენტინის პროვინციის დროშა, რომლის ცენტრში ჩახატულია ჯვარი ცნობილი იაკობ მოციქულის ჯვრის სახელთ.
ნიჟარას გამოსახულება რომელიც იაკობ მოციქულის სიმბოლოდ იქცა

სქოლიო

ინტერნეტ რესურსები

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: