შინაარსზე გადასვლა

სამართლიანობისა და განვითარების პარტია (თურქეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამართლიანობისა და განვითარების პარტია
Adalet ve Kalkınma Partisi
სამართლიანობისა და განვითარების პარტია
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ხელმძღვანელობა
ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
გენერალური მდივანი ფათიჰ შაჰინი
ისტორია
დამფუძნებელი აბდულა გიული
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
დაფუძნდა 14 აგვისტო, 2001; 23 წლის წინ (2001-08-14)
წინამორბედი კეთილდღეობის პარტია
პოზიციები
იდეოლოგია კონსერვატიული დემოკრატია[1]
სოციალური კონსერვატიზმი[2][3][4]
მემარჯვენე პოპულიზმი[5]
ეკონომიკური ლიბერალიზმი[2]
ნეო-ოტომანიზმი[6][7][8]
ისლამიზმი[9]
ავტორიტარიზმი[10]
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე[11]
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსი
ახალგაზრდული ფრთა AK Gençlik
წევრი 9,399,633[12] (2015)
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
290 / 600
დიდი ქალაქების მერები
15 / 30
რაიონის გამგებლები
800 / 1 351
პროვინციის რწმუნებულები
779 / 1 251
ფერები      ნარინჯისფერი
     ლურჯი
შტაბ-ბინა Söğütözü Caddesi No 6
ჩანქაია, ანკარა
akparti.org.tr

სამართლიანობისა და განვითარების პარტია (თურქ. Adalet ve Kalkınma Partisi; შემოკლებით, AK Parti ან AKP) — კონსერვატიული პოლიტიკური პარტია თურქეთში. განვითარებული ტრადიციულად ზომიერ ისლამიზმზე, პარტია უდიდესია თურქეთში. დაარსდა 2001 წელს, რიგი არსებული კონსერვატიული პარტიის წევრების მიერ. პარტიამ მოიგო ბოლო ხუთი საპარლამენტო არჩევნები: 2002, 2007, 2011, 2015 წლის ივნისის და 2015 წლის ნოემბრის არჩევნები. პარტიამ, 13 წლის მანძილზე იკავებდა უმრავლესობას პარლამენტში, მაგრამ 2015 წლის ივნისის არჩევნებზე დაკარგა და მხოლოდ 2015 წლის ნოემბრის ვადამდელ არჩევბეზე დაიბრუნა. მისი საარჩევნო წარმატება აისახა პარტიის დაფუძნებიდან ბოლო სამ ადგილობრივ არჩევნებზეც: 2004 წლის, 2009 წლის და 2014 წლის არჩევნები. პარტიის მიმდინარე ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანია, რომელიც ამავე დროს თურქეთის პრეზიდენტია.

დაფუძნებიდან ცოტა ხნის შემდეგ, სგპ-მ თავი გამოასახა, როგორც პრო-დასავლური და პრო-ამერიკული პარტია,[13] თურქეთის პოლიტიკური სპექტრში, რომელიც პროპაგანდას უწევდა ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას, მათ შორის თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში.[14] პარტიას, გარკვეული დროის მანძილზე მხარს უჭერდა ჯემაათის მოძრაობა, რომელიც აშშ-ში გადასახლებული ისლამური სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობაა, რომლის გავლენამ სასამართლო სისტემაზე, დაეხმარა სგპ-ს შეასუსტა ოპოზიცია მათ წინააღმდეგ.[15] იმის მიუხედავად, რომ პარტია 2005 წლიდან დამკვირვებელია მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიაში, პარტიამ 2013 წლის 13 ნოემბერს შეუერთდა ევროსკეპტიკურ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანს.[16]

დღემდე კითხვის ქვეშაა, რჩება თუ არა პარტია სახელმწიფო სეკულარიზმის ერთგული, რომლის პრინციპი დაკანონებულია თურქეთის კონსტიტუციაში, მიუხედავად იმისა, რომ პარტია ისლამისტური წარმოშობისაა, რომელიც 2002 წლამდე არ დომინირებდა თურქულ პოლიტიკაში.[17]

2013 წელს, სგპ-ს სავარაუდო ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, ქვეყანას საპროტესტო აქციებმა მოიცვა, პარტიის დესპოტური მმართველობის მეთოდებმა, საერთაშორისოდ დაიგმო.[18][19] ამის საპასუხოდ, პარტიამ შემოიღო მჭიდრო რეგულაციები ინტერნეტის გამოყენებაზე, აბორტსა და ალკოჰოლის მოხმარებაზე, ასევე 2014 წლის მარტში, დროებით დაბლოკა Twitter და YouTube.[20][21][22][23][24] განსაკუთრებით 2013 წლის სახელისუფლებო კორუფციული სკანდალის შემდეგ, სადაც სგპ-ს რამდენიმე მინისტრის სახელიც ფიგურირებდა, პარტია დაადანაშაულეს კლანურ კაპიტალიზმში.[25][26][27] სგპ მომხრეა ძლიერი ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერს საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებას.[28]

1998 წლის 16 იანვარს, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დახურა „კეთილდღეობის პარტია“, ხოლო ამის შემდეგ, პარტიის წევრებმა შექმნეს ახალი „სათნოების პარტია“. თუმცა, არც პარტიის პოლიტიკა და არც მოხუცი ლიდერები არ შეცვლილან, ამის საპასუხოდ, პარტიის ახალგაზრდა და რეფორმისტთა ფრთამ, აბდულა გიულის ლიდერობით, პარტიას გაეყვნენ. 2001 წლის 22 ივნისს „სათნოების პარტიამ“, როგორც თავისი წინამორბედი, დაიხურა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, აბდულა გიულის გუნდს შეუერთდა, ამის შემდეგ ისინი ახალი პარტიის შემქნაზე დაიწყეს მუშაობა.

სგპ შეიქმნა პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების, ასევე რიგი ახალი პოლიტიკოსების ფართო სპექტრით. პარტიის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდა ისლამისტური „სათნოების პარტიის“ რეფორმისტული ფრაქციის წევრებისგან, მათ შორის იყო აბდულა გიული და ბიულენთ არინჩი. მეორე დამფუძნებელი ჯგუფის წევრები იყვნენ სოციალ-კონსერვატიული პარტია სამშობლოს წევრები, რომლებიც თურგუთ ოზალის ახლო წრეს წარმოადგენდნენ, მათ შორის ჯემილ ჩიჩექი და აბდულკადირ აქსუ. „დემოკრატიული პარტიის“ ზოგიერთი წევრი, როგორიცაა ჰუსეინ ჩელიქი და ქიოქსალ თოფთანი, ასევე შეუერთდნენ სგპ-ს. თუმცა, პარტიის ზოგიერთი წევრი, როგორიცაა ქიურშად თიუზმენი, რომელიც ნაციონალისი იყო და ერთუღრულ გიუნაი, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტი იყო, გამორიცხულნი იყვნენ პარტიიდან.[29] გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ადამიანი შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას პირველად, როგორიცაა ალი ბაბაჯანი, სელმა ალიე ქავაფი, ეგემენ ბაღიში, მევლუთ ჩავუშოღლუ და ბინალი ილდირიმი. ყველა ეს ადამიანი, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად, 2001 წლის 14 აგვისტოს შექმნეს ახალი პარტია.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ზოგიერთი მას-მედიის საშუალება აღწერს, როგორც ისლამისტურ პარტიას, პარტიის ოფიციალური პირები ამ პრეტენზიებს უარყოფენ.[30] ყოფილი მინისტრის, ჰიუსეინ ჩელიქის თქმით: „დასავლურ პრესაში, როდესაც სგპ-ს ადმინისტრაციას, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მმართველი პარტიაა, სამწუხაროდ ყველაზე მეტად მოიხსენიებენ, როგორც „ისლამურს“, „ისლამისტურ“, „ზომიერად ისლამისტურს“, „ისლამზე ორიენტირებულს“, „ისლამურ ფუძიანს“ ან „ისლამური იდეოლოგიის“, და ასეთი მსგავსი სიტყვებით. ეს სიტყვები არ ასახავს სიმართლე, რაც გვამწუხრებს ჩვენ.“ ჩელიქმა ასევე დაამატა, რომ „სგპ კონსერვატიულ-დემოკრატიული პარტიაა. პარტიის კონსერვატიზმი შემოიფარგლება ზნეობრივი და სოციალური საკითხებით.“[31] ასევე, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი, თავის 2005 წლის გამოსვლაში განაცხადა, რომ „ჩვენ არ ვართ ისლამური პარტია და ჩვენ უარს ვამბობთ იმ ეტიკეტებზე, როგორიცაა მუსლიმი-დემოკრატები“. ერდოღანმა აღნიშნა, რომ სგპ-ს იდეოლოგია შემოიფარგლება „კონსერვატიული დემოკრატიით“.[32]

პარტიის საგარეო პოლიტიკა, ასევე ფართოდ აღიწერება, როგორც ნეო-ოსმალური იდეოლოგია,[33] რომელიც ხელს უწყობს თურქეთის პოლიტიკის ჩართულობას მისი წინამორბედი სახელმწიფოს, ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე. თუმცა, პარტიის ხელმძღვანელობა ასევე უარყოფს ამ მოსაზრებას.[34]

ევროპული კუთვნილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს, პარტიამ მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის სახალხო პარტიაში (EPP). თუმცა, 2013 წლის ნოემბერში, პარტიამ დატოვა EPP და შეუერთდა ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანს.[35] ეს ნაბიჯი აიხსნა იმით, რომ სგპ-ს იმედი გაუცრუვდა EPP-ში, რომელიც მას სრული წევრობა არ მიანიჭა, ხოლო ეკრა-მ სრულფასოვანი წევრობა მიანიჭა.[36] პარტიამ ამით კრიტიკა დაიმსახურა, როგორც ეროვნულ, ისე ევროპულ ასპარესზე, რადგან სგპ-მ უარი განაცხადა ევროკავშირში გავლენიან ალიანსში გაწევრიანებაზე და შეუერთდა ევროსკეპტიკურ ალიანსში.[37]

სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ (სგპ), თავისი არსებობის ისტორიაში ორჯერ დახურვის წინაშე დადგა. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მხოლოდ 10 დღით ადრე, თურქეთის მთავარმა პროკურორმა, საბიჰ ქანადოღლუმ, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვა დახუროს სგპ, რომელიც გამოკითხვებში ლიდერობდა. მთავარმა პროკურორმა სგპ-ს ბრალი დასდო კანონისა და სამართლიანობის ბოროტად გამოყენება. პროკურორმა თავისი მოთხოვნა იმაზე დააფუძნა, რომ პარტიის ლიდერს აუკრძალეს პოლიტიკური ცხოვრება, თავისი ისლამისტური ლექსის გამო. მანამდე ევროკომისიამ გააკრიტიკა თურქეთი, პარტიის ლიდერისთვის არჩევნებზე მონაწილეობის აკრძალვა.[38]

2008 წელს, პარტიამ კვლავ სასამართლოს მიერ დახურვის წინაშე დადგა. ესპანეთში ვიზიტის დროს, ერდოღანმა საერთაშორისო პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას პასუხი გასცა და განაცხადა: „რა მოხდება, თუ თავსაბურავიც არის სიმბოლო? თუნდაც ეს იყოს პოლიტიკური სიმბოლო, ვინმეს აქვს უფლება მისი აკრძალვის? შემოიღებდით სიმბოლოებზე აკრძალვებს?“ ამ განცხადების შემდეგ, სგპ-მ და მემარჯვენე ნაციონალისტურმა მოძრაობამ ერთობლივად მოამზადეს ცვლილება კონსტიტუციაში, რომელიც მოხსნა აკრძალვა თავსაბურავის ტარებაზე ქალებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამის შემდეგ, თურქეთის მთავარმა პროკურორმა, აბდურაჰმან იალჩინქაიამ მიმართა თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის დახურვის მოთხოვნით, რომელსაც ბრალი დასდო სეკულარიზმის დარღვევაში.[39][40][41] დახურვის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან 11 მოსამართლიდან მხოლოდ 6 დააკმაყოფილა მოთხოვნა, ხოლო საჭირო იყო 7. თუმცა, 11 მოსამართლიდან 10-მა დათანხმდა იმ მოსაზრებას, რომ სგპ „ანტი-სეკულარული მოძრაობის“ ცენტრად გადაიქცა, რაც პარტიის სახელმწიფო დაფინანსების 50% დაკარგვა გამოიწვია.[42]

2002 წლის საპარლამენტო არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სგპ-მ, 2002 წლის არჩევნებზე მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, რაც მანამდე პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პარტიაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. შედეგად, პარტიამ პარლამენტში ადგილების ორი მესამედი მოიგო, ამით სგპ პირველი თურქული პარტია გახდა, რომელიც 11 წლის შემდეგ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. ერდოღანი ჩვეულებრივ ვერ გახდა პრემიერ-მინისტრი, იმის გამო, რომ მას აეკრძალა პოლიტიკური ცხოვრება, რაც 1994 წლის ინციდენტის შემდეგ მოხდა, სადაც ერდოღანმა პრო-ისლამისტური ლექსი წაიკითხა. შედეგად, თურქეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა გიული გახდა. 2003 წელს, აშშ-ის ერაყში ინტერვენციის დროს, პარტიამ განიცადა კრიზისი, როდესაც სგპ-ს ასამდე დეპუტატმა შეუერთდა ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიას (სრპ) პარლამენტში, რომ მთავრობამ ნება არ მისცეს აშშ-ის, დაიწყოს ჩრდილოეთ ერაყში შეჭრა თურქეთის ტერიტორიიდან. მოგვიანებით, ერდოღანის პოლიტიკურ ცხოვრებაზე აკრძალვა გაუქმდა, სადაც მას რესპუბლიკელები (სრპ) დაეხმარნენ და სიირთის შუალედურ არჩევნებზე პარლამენტში არჩევის შემდეგ, ერდოღანი პრემიერ-მინისტრი გახდა.

სგპ-მ ჩაატარა სტრუქტურული რეფორმები. პარტიის მმართველობის ქვეშ, თურქეთის ეკონომიკამ სწრაფად გაიზარდა, ხოლო 2004 წელს, ინფლაცია 8.8% დაეცა.

გავლენიანი ბიზნეს პუბლიკაციები, როგორიცაა The Economist, სგპ-ს ხელისუფლება შეაფასა, როგორც ყველაზე წარმატებული ხელისუფლება თურქეთში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში.[43]

2004 წლის ადგილობრივი არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის ადგილობრივ არჩევნებში, სგპ-მ მოიგო ამომრჩეველთა ხმების 42%, ასევე მოიპოვა უპირატესობა სეკულარულ სახალხო რესპუბლიკურ პარტიაზე თურქეთის სამხრეთ და დასავლეთ სანაპიროებზე, აგრეთვე „სახალხო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაზე“, რომელსაც მხარს უჭერდნენ ზოგიერთი ქურთებით დასახლებული, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები.

2005 წლის იანვარში, სგპ-ს მიანიჭეს დამკვირვებლის სტატუსი ევროპის სახალხო პარტიაში (EPP). თუმცა, პარტიამ დატოვა EPP და 2013 წელს, სრულფასოვნად გაწევრიანდა ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსში (AECR).

ამომრჩეველთა თვიური შემოსავალი. სგპ ყველაზე დიდი პარტია 1, 2, 3 და 4 ჯგუფში, ხოლო სრპ ყველაზე დიდი პარტიაა 5 ჯგუფში, უმდიდრესი 20% თურქეთში.

2007 წლის 14 აპრილს, 300,000 ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე ანკარაში პროტესტის ნიშნად, ერდოღანის შესაძლო 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დაყენების წინააღმდეგ, რადგან იყო შიში იმისა, რომ თუ ერდოღანს აირჩივდნენ პრეზიდენტად, იგი შეცვალიდა ქვეყნის სეკულარულ ხასიათს.[44] 2007 წლის 24 აპრილს, ერდოღანმა განაცხადა, რომ სგპ-მ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად აბდულა გიული წარადგინოს.[45] საპროტესტო გამოსვლები მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც 29 აპრილს სტამბოლში აქციაზე ერთ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა,[46][47] 4 მაისს ათიათასობით ადამიანი გამოვიდა აქციაზე მანისასა და ჩანაქკალეში,[48] ასევე 13 მაისს, ერთი მილიონი ადამიანი გამოვიდა იზმირში.[49]

მას შემდეგ, რაც თურქეთის მომავალი პრეზიდენტის არჩევის თაობაზე პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის შემდეგ, საარჩევნო პროცესი პარლამენტში ჩიხში შევიდა. ამავე დროს, ერდოღანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის შეუძლებლობა, თურქეთის პოლიტიკური სისტემის კრახია და შემოათავაზა ცვლილებები კონსტიტუციაში.

სგპ-მ, 2007 წლის 22 ივლისს დანიშნულ არჩევნებში, ამომრჩეველთა ხმების 46.6%-ით გაიმარჯვა, ამით მოიპოვა 550 ადგილიან პარლამენტში 341 მანდატი. მიუხედავად იმისა, რომ სგპ-მ 2002 წელთან შედარებით 2007 წელს უფრო მეტი ხმა მიიღო, საპარლამენტო მანდატების რაოდენობა მაინც შემცირდა, რაც დაკავშირებულია თურქული საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან. თუმცა, სგპ-მ შეინარჩუნა დამაჯერებელი უმრავლესობა.[14]

ტერიტორიულად, 2007 წლის არჩევნებმა სგპ-სთვის წარმატებული იყო, პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა პრო-ქურთულ „დემოკრატიული საზოგადოების პარტიასთან“, ტრადიციულად ქურთულ რეგიონებში, როგორიცაა ვანი და მარდინი, ისევე როგორც უმრავლესობა მოიპოვა სეკულარულ რესპუბლიკელებზე, ტრადიციულად მათ რეგიონში, როგორიცაა ანთალია და ართვინი. ჯამში, სგპ-მ უზრუნველყო უმრავლესობა თურქეთის 81 პროვინციიდან 68-ში, ხოლო ყველაზე მეტი ხმა, 71% მოიპოვა ბინგიოლში. ყველაზე დაბალი ხმა, მხოლოდ 12% მოიპოვა თუნჯელიში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ალევიტები წარმოადგენენ.[50] საბოლოოდ, აგვისტოს ბოლოს, აბდულა გიული ხმების 339-ით პრეზიდენტად აირჩიეს.

2007 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სგპ-ს მიტინგი 2007 წელს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, ხოლო შედეგად პარლამენტი ჩიხში შევიდა, მმართველმა ძალამ (სგპ) შემოათავაზა საკონსტიტუციო რეფორმის პაკეტი. რეფორმის პაკეტს პირველად ვეტო დაადო პრეზიდენტმა სეზერმა. შემდეგ პრეზიდენტმა მიმართა თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან პრეზიდენტი რეფორმების პაკეტს მეორედ არ შეუძლია დაადოს ვეტო. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ იპოვა რაიმე პრობლემა პაკეტში და ამომრჩეველთა 69%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

რეფორმა შედგებოდა:

  • პრეზიდენტს ირჩევს მოსახლეობა, პარლამენტის ნაცვლად;
  • საპრეზიდენტო ვადა შვიდიდან ხუთ წლამდე შემცირდა;
  • პრეზიდენტს შეუძლია მეორე ვადაზე კენჭი იყაროს;
  • საპარლამენტო არჩევნები ხუთის ნაცვლად ყოველ ოთხ წელიწადში ჩატარება;
  • საპარლამენტო ქვორუმის 367-დან 184-მდე შემცირება.

2009 წლის ადგილობრივი არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის 2009 წლის ადგილობრივი არჩევნები, 2007-2010 წლების ფინანსური კრიზისის დროს ჩატარდა. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც პარტიამ წარმატებას მიაღწია, 2009 წლის არჩევნებში პარტიის ამომრჩეველთა რაოდენობამ შემცირდა. ამ არჩევნებზე, სგპ-მ 39% მიიღო, რაც 3%-ით ნაკლებია 2004 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, სგპ თურქეთში დომინანტ პარტიად დარჩა. მეორე პარტია 23%-ით სრპ გახდა, ხოლო მესამე 16%-ით ნმპ გახდა. სგპ-მ მოიგო თურქეთის უდიდესი ქალაქებიც, როგორიცაა ანკარა და სტამბოლი.[51]

2010 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუციის რეფორმირება, სგპ-ს 2007 წლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თუმცა, მთავარი ოპოზიციური ძალა არპ არ იყო დაინტერესებული კონსტიტუციის დიდ მასშტაბში შეცვლის, რაც შეუძლებელია გახადა საკონსტიტუციო კომისიის (Anayasa Uzlaşma Komisyonu) შექმნა.[52] ცვლილებების კანონად დამთკიცებას პარლამენტის 2/3 უმრავლესობის ხმა აკლდა, მაგრამ 550-დან დაგროვილი 336 ხმა საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი. რეფორმის პაკეტში შევიდა მთელი რიგი საკითხები, როგორიცაა: მოქალაქეთა უფლება მიმართონ უმაღლეს სასამართლო ინსტანციას, ომბუდსმენის ოფისის შექმნა, შრომითი ხელშეკრულების დადება, საჯარო მოხელეთა გაფიცვის უფლება, კანონი კონფიდენციალურობაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა. რეფერენდუმის სასარგებლოდ მოსახლეობის 58%-მა მისცა ხმა.

ხალხის ხმის პარტიასთან შერწყმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის სექტემბერში, ორი წლის კონსერვატიული ორიენტაციის „ხალხის ხმის პარტიამ“ (HAS Parti), დელეგატების უმრავლესობის ხმით, თვითდაშლის გადაწყვეტილება მიიღო და შეუერთდა მმართველ სგპ-ს.[53] 2012 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც დიდი ხნის მანძილზე ვარაუდებდნენ, რომ ყოფილი HSP ლიდერი ნუმან ქურთულმუში განიხილებოდა პრემიერ ერდოღანის შესაძლო მემკვიდრედ პარტიის ხელმძღვანელობის პოსტზე, ერდოღანმა პირადად შესთავაზა მას პარტიების გაერთიანების იდეა, სგპ ქოლგის ქვეშ.

2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სგპ-ს ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრეზიდენტად აირჩიეს. პარტიის პირველი რიგგარეშე ყრილობაზე, თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ ერთხმად აირჩიეს პარტიის ლიდერად, რომელიც 2014 წლის 28 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი გახდა. თუმცა, 2016 წლის 4 მაისს, დავუთოღლუმ გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, პრეზიდენტ ერდოღანთან უთანხმოების გამო. პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯემილ ერთამმა, თურქეთის ერთ-ერთ ტელევიზიას განაცხადა, რომ ქვეყანა და ეკონომიკა დასტაბილურდება მაშინ, როდესაც „პრემიერ-მინისტრი უფრო მჭიდროდ დაკავშირებული იქნება პრეზიდენტ ერდოღანს, როდესაც ის დაიკავებს პოსტს“.[54]

2015 წლის საპარლამენტო არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 7 ივნისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, სგპ-მ მოიპოვა ამომრჩეველთა ხმების 40.87%, რაც თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში 258 ადგილი უზრუნველყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი კვლავ ყველაზე დიდ პარტიად დარჩა თურქეთში, სგპ-მ დაკარგა უმრავლესობა, რაც ერთპარტიული მთავრობის შესაძლებლობაც გამორიცხა. ივნისის არჩევნებამდე, 13 წლის განმავლობაში, 2002 წლამდე სგპ მარტო ახერხებდა მთავრობის ფორმირებას. გარდა ამისა, ამ არჩევნების შემდეგ, სგპ-ს სურდა მოეპოვა 330 ადგილი პარლამენტში, რომ მას შეეძლო გაეტანა მთელი რიგი საკონსტიტუციო ცვლილებები რეფერენდუმზე, სადაც ერთ-ერთი ცვლილება ეხებოდა არსებული საპარლამენტო სისტემის საპრეზიდენტოზე შეცვლას. ეს იდეა ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა გააკრიტიკიეს, იმის შიშით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გაუკონტრელებელ ძალას მისცემს ამჟამინდელ პრეზიდენტს ერდოღანს, რომელსაც სასტიკად აკრიტიკებენ, როგორც სამშობლოში, ისე საზღვარგარეთ, მისი აქტიური როლით არჩევნებში, რაც მისი თანამდებობა კრძალავს. საბოლოოდ, კოალიციური მთავრობა ვერ შედგა და დაინიშნა ხელახალი არჩევნები, სადაც სგპ-მ დამაჯერებელი შედეგით უმრავლესობა მოიპოვა და ერთპარტიული მთავრობა ჩამოაყალიბა. თუმცა, სგპ-სთვის პარლამენტართა რაოდენობა საკმარი არ აღმოჩნდა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, სადაც მათ ნმპ დაეხმარა და შედეგად, 2017 წლის 16 აპრილისთვის რეფერენდუმი დაინიშნა.

ლიდერი
(დაბ.–გარდ.)
სურათი საარჩევნო ოლქი დაიკავა დატოვა ლიდერის არჩევნები თანამდებობის ხანგრძლივობა
1 რეჯეფ თაიფ ერდოღანი
(1954– )
სიირთი (2002)
სტამბოლი (2007, 2011)
14 აგვისტო 2001 27 აგვისტო 2014 2003 წლის კონგრესი 13 წელი და 26 დღე
2006 წლის კონგრესი
2009 წლის კონგრესი
2012 წლის კონგრესი
2 აჰმეთ დავუთოღლუ
(1959– )
კონია 27 აგვისტო 2014 22 მაისი 2016 2014 წლის კონგრესი 1 წელი, 8 თვე და 25 დღე
2015 წლის კონგრესი
3 ბინალი ილდირიმი
(1954– )
სტამბოლი (2002)
ერზინჯანი (2007)
იზმირი (2011)
იზმირი (ნოემ. 2015)
22 მაისი 2016 21 მაისი 2017 2016 წლის კონგრესი &&&&&&&&&&&&0364.&&&&&0364 დღე
4 რეჯეფ თაიფ ერდოღანი
(1954– )
21 მაისი 2017 მიმდინარე 2017 წლის კონგრესი

საარჩევნო შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სგპ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები
თარიღი კანდიდატი პირველი ტური მეორე ტური შედეგი რუკა
ხმა % ხმა %
10 აგვისტო 2014
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
21,000,143 51.79% ერდოღანის გამარჯვება
სგპ-ს შედეგები საპარლამენტო არჩევნებზე
     0–10%         10–20%         20–30%         30–40%         40–50%         50–60%         60–70%         70–80%
თარიღი ლიდერი ხმა ადგილი შედეგი შედეგად რუკა
3 ნოემბერი 2002
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

10,808,229

363 / 550 ( 363)
34.28%
 34.28 
№1
სგპ-ს უმრავლესობა
22 ივლისი 2007
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16,327,291

341 / 550 ( 22)
46.58%
 12.30 
№1
სგპ-ს უმრავლესობა
12 ივნისი 2011
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21,399,082

327 / 550 ( 14)
49.83%
 3.25 
№1
სგპ-ს უმრავლესობა
7 ივნისი 2015
აჰმეთ დავუთოღლუ

18,867,411

258 / 550 ( 69)
40.87%
 8.96 
№1
უმრავლესობის გარეშე
1 ნოემბერი 2015
აჰმეთ დავუთოღლუ

23,681,926

317 / 550 ( 59)
49.50%
8.63
№1
სგპ-ს უმრავლესობა

ადგილობრივი არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სგპ-ს შედეგები ადგილობრივ არჩევნებზე
თარიღი მეტროპოლია რაიონი მუნიციპალიტეტი პროვინცია
ხმა მერები ხმა მერები ხმა გამგებლები ხმა გამგებლები

28 მარტი 2004
46.07%
4,822,636
12 / 16
40.19%
9,674,306
1 750 / 3 193
40.33%
9,635,145
16 637 / 34 477
41.67%
13,447,287
2 276 / 3 208

29 მარტი 2009
42.19%
7,672,280
10 / 16
38.64%
12,449,187
1 442 / 2 903
38.16%
12,237,325
14 732 / 32 393
38.39%
15,353,553
1 889 / 3 281

30 მარტი 2014
45.54%
15,898,025
18 / 30
43.13%
17,952,504
800 / 1 351
42.87%
17,802,976
10 530 / 20 500
45.43%
4,622,484
779 / 1 251
თარიღი პარტიის ლიდერი დიახ % არა % სგპ-ს მხარდამჭერნი
21 ოქტომბერი 2007 რეჯეფ თაიფ ერდოღანი 19,422,714 68.95 8,744,947 31.05 დიახ
12 სექტემბერი 2010 რეჯეფ თაიფ ერდოღანი 21,789,180 57.88 15,854,113 42.12 დიახ
16 აპრილი 2017 ბინალი ილდირიმი 25,157,025 51.41 23,777,091 48.59 დიახ
  • Cizre, Ümit (ed.) (2008). „Secular and Islamic politics in Turkey: The making of the Justice and Development Party“. Routledge. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი: ავტორების სია (link)
  • Cizre, Ümit (2012). „A New Politics of Engagement: The Turkish Military, Society and the AKP“. Democracy, Islam, and secularism in Turkey. Columbia University Press.
  • Hale, William; Özbudun, Ergun (2010). „Islamism, Democracy and Liberalism in Turkey: The Case of the AKP“. Routledge. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  • Yavuz, M. Hakan (ed.) (2006). „The Emergence of a New Turkey: Islam, Democracy and the AK Parti“. The University of Utah Press. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი: ავტორების სია (link)
  • Yavuz, M. Hakan (2009). „Secularism and Muslim Democracy in Turkey“. Cambridge University Press. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-07. ციტირების თარიღი: 2017-02-06.
  2. 2.0 2.1 Cook, Steven A. (2012). „Recent History: The Rise of the Justice and Development Party“. U.S.-Turkey Relations: A New Partnership to. Council on Foreign Relations: 52.
  3. Göçek, Fatma Müge (2011). „The Transformation of Turkey: Redefining State and Society from the Ottoman Empire to the Modern Era“. I.B. Tauris: 56. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  4. Tocci, Nathalie (2012). „Turkey and the European Union“. The Routledge Handbook of Modern Turkey. Routledge: 241.
  5. Gunes, Cengiz (2013). „The Kurdish Question in Turkey“. Routledge: 270. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  6. Osman Rifat Ibrahim. AKP and the great neo-Ottoman travesty. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  7. Düşünmek Taraf Olmaktır. taraf.com.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  8. (denied by party)
  9. http://www.independent.co.uk/news/world/europe/turkey-coup-president-erdogan-islam-akp-government-a7142836.html
  10. https://www.nytimes.com/2015/11/11/opinion/turkeys-authoritarian-drift-election-erdogan.html?_r=0l
  11. Soner Cagaptay. Turkey's divisions are so deep they threaten its future. Guardian. ციტირების თარიღი: 2015-12-27.
  12. AK PARTİ. yargitaycb.gov.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  13. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-12. ციტირების თარიღი: 2017-02-11.
  14. 14.0 14.1 „New to Turkish politics? Here's a rough primer“. Turkish Daily News. 2007-07-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2008-07-22.
  15. What you should know about Turkey's AKP-Gulen conflict. Al-Monitor. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  16. http://www.euractiv.com/uk-europe/erdogan-akp-party-joins-cameron-news-531645
  17. Robert Tait. Turkey's governing party avoids being shut down for anti-secularism. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  18. EU delays Turkey membership talks after German pressure. BBC News. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  19. Gezi Park protests: The AKP's battle with Turkish society. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  20. Kevin Rawlinson. Turkey blocks use of Twitter after prime minister attacks social media site. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  21. Turkey moves to block YouTube access after 'audio leak'. BBC News. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  22. Turkey: What's Behind the AKP's New Anti-Abortion Agenda?. EurasiaNet.org. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  23. Jenna Krajeski. (14 February 2014) The Last Chance To Stop Turkey's Harsh New Internet Law. The New Yorker. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  24. AKP Wages Jihad Against Alcohol in Turkey. Al-Monitor. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  25. New Turkey and AKP-type capitalism. Today's Zaman (24 September 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  26. The Tale of a Turkish Summer: Is there a Link between "Occupy Gezi" and the IMF?. Centre for Research on Globalization. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  27. Mass Murder in Soma Mine: Crony Capitalism and Fetish of Growth in Turkey. politiikasta.fi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  28. Presidential system tops AKP's election campaign. Hurriet Daily News. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  29. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-17. ციტირების თარიღი: 2017-02-12.
  30. Justice and Development Party. Encyclopaedia Britannica. Britannica.com. ციტატა: „Unlike its predecessors, the AKP did not centre its image around an Islamic identity; indeed, its leaders underscored that it was not an Islamist party and emphasized that its focus was democratization, not the politicization of religion.“ ციტირების თარიღი: 21 July 2014.
  31. AKP explains charter changes, slams foreign descriptions. Hürriyet Daily News (2010-03-28). ციტატა: „"In the Western press, when the AK Party administration, the ruling party of the Turkish Republic, is being named, unfortunately most of the time 'Islamic,' 'Islamist,' 'mildly Islamist,' 'Islamic-oriented,' 'Islamic-leaning,' 'Islamic-based' or 'with an Islamic agenda,' and similar language is being used. These characterizations do not reflect the truth, and they sadden us," Çelik said. "Yes, the AK Party is a conservative democratic party. The AK Party's conservatism is limited to moral and social issues."“ ციტირების თარიღი: 21 July 2014.
  32. Taşpınar, Ömer (April 24, 2012). „Turkey: The New Model?“. Brookings Institution. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  33. Taşpınar, Ömer. (September 2008) Turkey's Middle East Policies: Between Neo-Ottomanism and Kemalism. Carnegie Endowment for International Peace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-12. ციტირების თარიღი: 2010-06-05.
  34. „I am not a neo-Ottoman, Davutoğlu says“. Today's Zaman. Turkey. 2009-11-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-25. ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  35. Erdogan's AKP party joins Cameron's conservative political family. EurActiv (2013-11-13). ციტირების თარიღი: 2015-01-14.
  36. Lagendijk, Jost. (2013-11-12) AKP looking for new European friends. Today's Zaman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-11. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
  37. Yinanç, Barçin. (2013-11-19) By abandoning conservatives AKP helps anti-Turkey bloc in EU. Hürriyet Daily News. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
  38. „Turkey mulls banning leading party before elections“. EurActiv. October 23, 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 12, 2011. ციტირების თარიღი: February 15, 2011.
  39. Gungor, Izgi (2008-07-22). „From landmark success to closure: AKP's journey“. Turkish Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-18. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  40. „Closure case against ruling party creates shockwaves“. Today's Zaman. 2008-03-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-21. ციტირების თარიღი: 2008-11-16.
  41. „Full text of testimony“. Milliyet (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-12. ციტირების თარიღი: 2008-09-04.
  42. Today's Zaman, 19 August 2013, AK Party to ask for retrial by Constitutional Court დაარქივებული 2013-08-20 საიტზე Wayback Machine.
  43. „The battle for Turkey's soul (Democracy v secularism in Turkey)“. The Economist. 2007-05-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-14. ციტირების თარიღი: 2008-07-22.
  44. "Secular rally targets Turkish PM," BBC News, April 14, 2007.
  45. "Turkey's ruling party announces FM Gul as presidential candidate," Xinhua, April 24, 2007.
  46. „More than one million rally in Turkey for secularism, democracy“. Agence France-Presse. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-26. ციტირების თარიღი: 2007-04-29.
  47. „One million Turks rally against government“. Reuters. 2007-04-29. ციტირების თარიღი: 2007-04-30.
  48. Saylan: Manisa mitingi önemli Turkish. Milliyet. ციტირების თარიღი: 2007-05-04.
  49. Turks protest ahead of early elections. Swissinfo. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 30, 2007. ციტირების თარიღი: 2007-05-13.
  50. „Turkey: 22 July 2007 – Election Results“. BBC Turkish. 2007-07-23. ციტირების თარიღი: 2008-07-22.
  51. „Turkish local elections, 2009“. NTV-MSNBC. 2009-03-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-29. ციტირების თარიღი: 2009-03-29. დაიგნორებულია |section= (დახმარება)
  52. „AKP'nin Anayasa hedefi 15 madde“. NTVMSNBC. 2009-02-17. ციტირების თარიღი: 2009-02-17.
  53. HSP dissolves itself as its leader plans to join the ruling party. Hurriet Daily News. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  54. Turkey PM Ahmet Davutoglu to quit amid reports of Erdogan rift. BBC. ციტირების თარიღი: 5 May 2016.