თურგუთ ოზალი
თურგუთ ოზალი | |
თურქეთის მე-8 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 ნოემბერი 1989 – 17 აპრილი 1993 | |
წინამორბედი | ქენან ევრენი |
მემკვიდრე | სულეიმან დემირელი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 ივლისი 1983 – 20 იანვარი 1989 | |
წინამორბედი | ბიულენტ ულუსუ |
მემკვიდრე | ილდირიმ აკბულუთი |
დაბადებული | 13 ოქტომბერი 1927 მალათია თურქეთი |
გარდაცვლილი | 17 აპრილი, 1993 (65 წლის) ანკარა თურქეთი |
ეროვნება | თურქი |
მეუღლე | სემრა ოზალი |
შვილები | ვაჟი: ახმედი გოგო: ზეინაბი და ეფე |
პროფესია | ინჟინერ–ელექტროტექნიკოსი |
რელიგია | სუნიზმი |
ხელმოწერა |
თურგუთ ოზალი (თურქ. Halil Turgut Özal, 13 ოქტომბერი 1927, მალათია, თურქეთი — 17 აპრილი 1993, ანკარა, თურქეთი) — თურქეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, თურქეთის მერვე პრეზიდენტი (1989–1993 წწ.).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1927 წელს ქალაქ მალათიაში, თურგუთის მამა იყო ბანკის თანამშრომელი, დედა ჰაფიზა – მუშაობდა დაწყებითი კლასების მასწავლებლად. 1950 წელს დაამთავრა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერის სპეციალობით.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1950–1952 წწ. მუშაობდა აშშ–ში. სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ კითხულობდა ლექციებს ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1980 წელს გახდა პრემიერ ბიულენტ ულუსუს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. 1980 წლის 20 მაისს დააარსა "პარტია სამშობლო". 1983 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო 211 ადგილი 400–დან და გახდა თურქეთის 45–ე პრემიერ–მინისტრი. 1987 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო 292 მანდატი და კვლავ დაიკავა პრემიერის თანამდებობა.
1988 წლის 18 ივნისს სპორტულ დარბაზ 'ათათურქში" "პარტია სამშობლოს" ყრილობაზე პრემიერ ოზალს ორჯერ ესროლა და ხელში დაჭრა კარტალ დემირაგმა. მას მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, რომელიც 20–წლიანი პატიმრობით შეეცვალა. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ოზალმა დემირაგი შეიწყალა და ციხიდან გამოუშვა.
1989 წელს ორტურიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 9 ნოემბერს დაიკავა თურქეთის პრეზიდენტის თანამდებობა.
გარდაიცვალა 1993 წლის 17 აპრილს ინფარქტის შედეგად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: ქენან ევრენი |
თურქეთის პრეზიდენტი 1989 – 1993 |
შემდეგი: სულეიმან დემირელი |