აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი
აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი
თურქეთის პრეზიდენტის გერბი თურქეთის მე-10 პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტის დროშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი, 2000 – 28 აგვისტო, 2007
წინამორბედისულეიმან დემირელი
მემკვიდრეაბდულა გიული

დაბადებული13 სექტემბერი, 1941
აფიონ-ყარაჰისარი, თურქეთი
ეროვნებათურქი
მეუღლესემრა სეზერი
პროფესიაიურისტი
რელიგიამუსლიმი

აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი — (თურქ. Ahmet Necdet Sezer; დ. 13 სექტემბერი, 1941, აფიონ-ყარაჰისარი, თურქეთი) — თურქეთის პოლიტიკური მოღვაწე. თურქეთის პრეზიდენტი 2000–2007 წწ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი დაიბადა ქალაქ აფიონ-ყარაჰისარში, 1941 წლის 13 სექტემბერს. 1958 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ანკარის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და დაიწყო მისი კარიერა ანკარის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნით, ხოლო სამხედრო აკადემიაში სამსახურის შემდეგ მუშაობა განაგრძო ანკარის სააპელაციო სასამართლოში, 1983 წელს კი აირჩიეს უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. 1998 წელს გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. 2000 წელს თურქეთის დიდმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია პრეზიდენტად. თანამდებობა დაიკავა 26 მაისს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Former presidents: Ahmet Necdet Sezer დაარქივებული 2011-10-04 საიტზე Wayback Machine.
  • O'Toole, Pam (2000-05-06). „Profile: Ahmet Necdet Sezer“. BBC News. ციტირების თარიღი: 2008-08-20.
წინამორბედი:
სულეიმან დემირელი
თურქეთის პრეზიდენტი

20002007
შემდეგი:
აბდულა გიული