მონარქიზმი
მონარქიზმი — მონარქიული სისტემის ან მონარქიული მმართველობის მხარდაჭერა.[1] მონარქისტი არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ისეთ მონარქიულ მთავრობის ფორმას, რომელშიც მონარქს არ გააჩნია რაიმე რეალური გავლენა, ხოლო ადამიანი რომელიც აბსოლუტურ მონარქიას ემხრობა როიალისტი ეწოდება. ადამიანი რომელიც ეწინააღმდეგება ყველა ტიპის მონარქიას, მოიხსენიება როგორც რეპუბლიკანისტი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონარქიული მმართველობა არის ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური ინსტიტუციაა.[2] მონარქია ხშირად ლეგიტიმაციად იყენებდა უმაღსეს წმინდა ძალებს (ადრეულ თანამედროვე ევროპაში ღმერთის მანდატს და ჩინეთში სამოთხის მანდატს).
ინგლისში, მონარქები ძალაუფლებას ახვა თანამდებობედინაც იღებდნენ. 1215 წელს, დიდებულების ჯგუფმა, მეფე ჯონ უმიწაწყლოს აიძულეს ხელი მოეწერა თავისუფლების დიდ ქარტიაზე, რომელმაც მეფის ბარონებს მისცა გარკვეული თავისუფლებები და დაადგინა რომ მეფის ძალები აი იყო აბსოლუტური. 1687-1688 წლებში, სახელოვანმა რევოლუციამ და ჯეიმზ II-ის ტახტიდან ჩამოგდებამ, ინგლისში კონსტიტუციური მონარქიის პრინციპედი განაწესა, რომლებიც შემდგომში ჯონ ლოკმა და სხვა ფილოსოფოსებმა დახვეწეს. თუმცა, აბსოლუტური მონარქია, რომელიც ტომას ჰობზმა გაამართლა წინგ „ლევიათანში“ 1651 წელს, კვლავ მთავარ ინსტიტუციად დარჩა მთელ დანარჩენ მსოფლიოში. XVIII საუკუნეში, ვოლტერმა და სხვა ფილოსოფესებმა წინ განათლებული აბსოლუტიზმი წამოწიეს, რომელიც დადებითან მიიღეს საღვთო რომის იმპერატორმა იოზეფ II-მ და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II.
XVIII საუკუნის ბოლოს ამერიკის და საფრანგეთის რევოლუციები დამატებითი ნაბიჯები იყო ევროპის მონარქიების დასასუსტებლად. 1848 წელს დაიწყო რევოლუციების ტალღა უკვე კონტინენტური ევროპული მონარქიების წინააღმდეგ.
პირველმა მსოდლიო ომმა და მისმა შედეგმა ევროპაში სამი უდიდესი მონარქიების დასასრული გამოიწვია: რუსეთის იმპერიის რომანოვების დინასტია, გერმანიის იმპერიის ჰოენცოლერნების დინასტია, ყველა გერმანულ მონარქიასთან ერთად და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ჰაბსბურგების დინასტია.
უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის აღზევებამ 1919 წელს გამოიწვია მონარქიის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა. თუმცა უნგრელმა მონარქისტებმა ვერ მოახერხეს დაებრუნებინათ მეფე სახელმწიფოს მმართველად და შეჯერდნენ რეგენტ, ადმირალ მიკლოს ჰორიტიზე, რომლსაც უნდა წარმოედგინა უნგრული მონარქია ნამდვილი მეფის ტახტზე დაბრუნებამდე. ჰორტი რეგენტი 1920-1944 წლებში იყო. მსგავსად, ფრანცისკო ფრანკოს რეჟიმმა 1938 წელს, რეალური მონარქის გარეშე, ესპანეთში მონარქიის აღდგენა გამოაცხადა. 1920-იან წლებში, გერმანიაში მონარქისტები შეიკრიბნენ გერმანიის ნაციონალისტურ სახალხო პარტიაში, და მოითხოვეს ჰოენცოლერნების დინასტიის გერმანიის ტახტზე დაბრუნებაზე და ვაიმარის რესპუბლიკის გაუქმება. პარტიამ დიდი მხარდაჭერა შეინარჩუნა 1930-იანებამდე, როდესაც მოხდა ნაცისტური პარტიის აღზევება.
აღმოსავლეთ ევროპაში სოციალიზმის გამოჩენასთან ართად, გადარჩენილი მონარქიები: რუმინეთის სამეფო, უნგრეთის სამეფო, ალბანეთის სამეფო, ბულგარეთის სამეფო და იუგოსლავიის სამეფო, ყველა მათგანი 1947 წლისათვის უკვე ჩანაცვლებული იქნა სოციალისტური რესპუბლიკებით.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იტალიაში განახლდა რესპუბლიკელების და მონარქისტების მეტოქეობა, ჩატარდა რეფერენდუმი უნდა დარჩენილიყო თუ არა იტალია მონარქიად, სადაც რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს და ჩამოყალიბდა თანამედროვე იტალიის რესპუბლიკა.
მიმდინარე მონარქიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღევანდელ დღეს მონარქიების უმეტესობა კონსტიტუციურია, როგორც გაერთიანებულ სამეფოსა და ესპანეთში. კონსტიტუციური მონარქიების უმეტესობაში მონარქს მხოლოდ სიმბორული ძალა გააჩნია, თუმცა ზოგ კონსტიტუციურ მონარქიაში, მონარქიმნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკურ საქმეებში. მაგალითად, ტაილანდში მეფე პუმიპონ ადულიადეტი, რომელიც 1946-2016 წლებში იყო მეფე, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სახელმწიფოს პოლიტიკური გეგმების ჩამოყალიბებასა და სხვადასხვა სამხედრო გადატრიალებების დაგეგმვებში. ანალოგიურად მაროკოში, მეფე მუჰამედ VI-ს აქვს გარკვეული, მაგრამ არა აბსოლუტური ძალაუფლება.
ლიხტენშტაინი არის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც მოსახლეობა ნებაყოფლობით აძლევს მეტ ძალაუფლებას მონარქიას ბოლო წლებში.
აბსოლუტური მონარქიები ძირითადად გვხვდება ნავთობ მწარმოებელი არაბეთის ისლამურ მონარქიებში როგორებიცაა: საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
მონარქიზმის გამართლებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბსოლუტური მონარქია დგას ანარქიის, ლიბერალიზმის კომუნიზმის და განმანათლებლობის წინააღმდეგ.
ოტო ფონ ჰაბსბურგი მხარს უჭერდა კონსტიტუციური მონარქიის ფორმას რომელიც დაფუძნებული იქნებოდა უზენაესი სასამართლოს უპირველესობაზე, პოზიციის მემკვიდრეობითი გადაცემით და ტრიბუნალის შუამდგომლობით.[3][4]
ნეოპარტიზანული სახელმწიფოს მეტაური და გამაერთიანებელი ძალა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიტანელი პოლიტიკის მეცნიერი ვერონ ბოგდანორი მონარქიას ამართლებს იმ იდეათ, რომ ის სახელმწიფოს აძლევს ლიდერს რომელიც დამოუკიდებელია მთავრობის მეთაურისაგან და სახელმწიფოს ყველას მოქალაქეს აძლევს საუკეთესო წარმომადგენლობას ქვეყნის საგარეო და საშინაო საქმეებში.[5] ბოგდანორი ასევე ამბობს რომ მონარქიას მაგაერთიანებლის როლის თამაში შეუძლია მულტირთნიკურ სახელმწიფოებში, „ბელგიაში მეფე არის ერთადერთი ბელგიელი, როდესაც ყველა დანარჩენი ან ფლემინგელი ან ვალონიელია და ასევე ბრიტანეთის მონაქქი ეკუთნის დიდი ბრიტანეთის ყველა სახელმწიფოს (ინგლისი, უელსი, შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია) და არა რომელიმე კონკრეტულ მათგანს.[5]
თავისუფლების უსაფრთხოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონარქისტთა საერთაშორისო ლიგა, რომელიც 1943 წელს დაფუძნდა, ყოველთვის უწევდა პოპულარიზაციას მონარქიას, იმ ბაზისზე რომ მონარქია აძლიერებს თავისუფლებას და თავისუფლებისაკენ სწრაფვას, როგორც დემოკრატიაში ასევე ტირანიაში, რადგანაც მონარქია არ არის დამოკიდებული პოლიტიკოსებზე.
ბრიტანელ-ამერიკელი ლიბერტარიანელი მწერლის მათიუ ფენეის აზრით, ევროპის კონსტიტუციური მონარქიები „საკუთარ სახელმწიფოებს აარიდეს პოლიტიკური ექსტრიმები როგორებიცაა ფაშიზმი, კომუნიზმი და სამხედრო დიქტატურები; „ნაწილობრივ იმიტომ რომ მონარქები უზრუნველყოფენ პოპულისტი პოლიტიკოსების სურვილების და გეგმების ასრულებას“ კულტურების და ტრადიციების წარმოდგენის დამსახურებით[6] ფენეი ასევე ამტიცებს რომ „ევროპის მონარქიები, როგორებიცაა დანია, ბელგია, შვედეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი, არიან მსოფლიოს ყველაზე სტაბილური, თავისუფალი და წარმატებული სახელმწიფოები“.[6]
ადამიანის სწრაფვა იერარქიისაკენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1943 წელს, გაზეთ The Spectator-ის ესე, "თანასწორობაში", ბრიტანელი მწერალმა კლაივ ლუისმა გააკრიტიკა ეგალიტარიზმი და მისი სწრაფვა მონარქიის გაუქმებისაკე, ადამიანის ბუნებრივი სწრაფვის საპირისპიროდ, „სადაც ადამიანს ეკრძალება თაყვანი სცეს მეფეს, ის თაყვანს სცემს მილიონერებს, ათლეტებს, ფილმების ვარსკვლავებს ან თუნდაც ცნობილ განგსტერებს და მეძავებს. სულიერი ბუნება, ფიზიკურის მსგავსად, ყოველთვის მოძებნის გზას დაკმაყოფილდეს; არ მისცე მას საკვები და საწამლავის ჭამას დაიწყებს.“[7]
მხარდაჭერა მონარქიების აღდგენის მიმართ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემდეგი სია გვიჩვენებს, გამოკითხვის შემდეგებს, სახელმწიფოების მოსახლეობის აზრის შესახებ, უკვე გაუქმებული მონარქიების აღდგენასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო | გამომკითხველი ფირმა/წყარო | გამოკითხულების რაოდენობა | მხარდაჭერების პროცენტული რაოდენობა | გამოკითხვის ჩატარების თარიღი | სქოლიო. |
---|---|---|---|---|---|
ბრაზილია | Circle Monárquico Brasileiro | 188 | 32% | 2019 წლის სექტემბერი | [8] |
ხორვატია | Consilium Regium Croaticum | 1,759 | 41% | 2019 წელი | [9] |
ჩეხეთი | SC&C Market Research | 13% | 2018 წელი | [10] | |
საფრანგეთი | BVA Group | 953 | 17% | 2007 წლის მარტი | [11] |
გერმანია | YouGov | 1,041 | 16% | 2016 წლის აპრილი | [12] |
საქართველო | Doctrina | 560 | 30% | 2015 წლის ივლისი | [13] |
საბერძნეთი | Kappa Research | 2,040 | 11.6% | 2007 წლის აპრილი | [14] |
იტალია | Piepoli institute | 15% | 2018 წელი | [15] | |
ნეპალი | Interdisciplinary Analysts | 3,000 | 49% | 2008 წლის იანვარი | [16] |
პორტუგალია | Correio da Manha | 15.6% | 2004 წელი | [17] | |
რუმინეთი | Institutul Roman pentru Evaluare si Strategie | 1,073 | 21% | 2016 წლის მარტი | [18] |
რუსეთი | რუსეთის ხალხის აზრის გამოკვლევის ცენტრი | ~1,800 | 6% | 2017 წლის მარტი | [19][20] |
სერბეთი | SAS-ის სადაზვევო სამსახური | 1,615 | 39.7% | 2013 წლის აპრილი | [21] |
მონარქისტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩარლზ კოლუმბი (დ. 1960)[22]
ავსტრალიელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟოან სუთერლენდი[23] (დ. 1926 – გ.2010)
- ტონი აბოტი[24][25] (დ. 1957)
- სოფი მირაბელა[25] (დ. 1968)
- სქოთ მორისონ[26] (დ. 1968)
ავსტრიელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჰ ფონ ტრაპი[27] (დ. 1880 – გ. 1947)
- იოზეფ როთი [28] (დ. 1894– გ. 1939)
- ერიკ ფონ ჰუენელტ-ლედინი[29] (დ. 1909 – გ. 1999)
- ერნესტ ფუჩსი[30] (დ. 1930 – გ. 2015)
- ალექსანდერ ტსჩუგელი (დ. 1993)
ბელგიელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰერჯი (დ. 1903 – გ. 1983)
ბრიტანელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უინსტონ ჩერჩილი (დ. 1874 – გ. 1965)
- აგანტა კრსისტი (დ. 1890 – გ. 1976)
- ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი[31] (დ. 1892 – გ. 1973)
- კლაივ ლუისი (დ. 1898 – გ. 1963)
- ჰაროლდ უილსონი (დ. 1916 – გ. 1995)
- რერენჯი უორსთოუნი (დ. 1923)
- მერი უორნოკი (დ. 1924 - გ.2019)
- ბეტი ბოოტროლდი (დ. 1929)
- ჟოან კოლინსი[32] (დ. 1933)
- ალენ ბენეთი[33] (დ. 1933)
- ჯიდი დენჩი[34] (დ. 1934)
- ჯულია ანდრიუსი (დ. 1935)
- ნიკოლაი ტოლსტოი[35] (დ. 1935)
- ფრიდრიხ ფორსითი (დ. 1938)
- ტომ ჯონსი (მომღერალი) (დ. 1940)
- პოლ მაკარტნი (დ. 1942)
- ვენორ ბოგდანორი (დ. 1943)
- ჯონ მეიორი[36] (დ. 1943)
- საიმონ ბლაქბარნი[37] (დ. 1944)
- როჯერ სკრუტონი (დ. 1944 - გ. 2020)
- ედუინა კური (დ. 1946)
- უილიამ შაუკროსი (დ. 1946)
- ელტონ ჯონი (დ. 1947)
- ჯერემი აირონსი (დ. 1948)
- ტონი ბლერი[38] (დ. 1953)
- ანთონი შელდონი (დ. 1953)
- ალექს სალმონდი (დ. 1954)
- იან ბოთჰემი[39] (დ. 1955)
- ტერეზა მეი (დ. 1956)
- სტეფენ ფრაი[40] (დ. 1957)
- რუპერტ ევერეთი[41] (დ. 1959)
- ბორის ჯონსონი (დ. 1964)
- რეიჩელ ჯონსონი[42] (დ. 1965)
- დეივიდ კამერონი[43] (დ. 1966)
- ვიქტროია ბექჰემი (დ. 1974)
ფრანგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰენრი დე გოლი[44] (დ. 1848 – გ. 1932)
- ჩარლზს მაურასი[45] (დ. 1868 - გ. 1952)
ქართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილია II (დ. 1933)
- სალომე ზურაბიშვილი (დ. 1952)
გერმანელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფიედორ ფონ ბოქი (დ. 1880 - გ. 1945)
- ავგუსტ ფონ მაკენსენი (დ. 1849 – გ. 1945)
- კარლ ფრიდრიხ გოერდელერი (დ. 1884 – გ. 1945)
- ფრანც იოზეფ სტრაუსი (დ. 1915 - გ. 1988)
- ოტო ფონ ბისმარკი (დ. 1815 - გ. 1898)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Monarchist League
- IMC, official site of the International Monarchist Conference.
- SYLM, Support Your Local Monarch, the independent monarchist community.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Webster's Encyclopedic Unabridged Dictionary of the English Language, 1989 edition, p. 924.
- ↑ Sumerian King List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 7 April 2012.
- ↑ https://web.archive.org/web/20010210220645/http://home1.gte.net/eskandar/ottohabsburg.html
- ↑ Otto von Habsburg "Monarchy or Republic?" დაარქივებული 2019-05-04 საიტზე Wayback Machine. . ("Excerpted from The Conservative Tradition in European Thought, Copyright 1970 by Educational Resources Corporation.")
- ↑ 5.0 5.1 Bogdanor, Vernon. (6 December 2000) The Guardian has got it wrong.
- ↑ 6.0 6.1 Feeney, Matthew. (July 25, 2013) The Benefits of Monarchy.
- ↑ C.S. Lewis. (26 August 1943) Equality.
- ↑ CMB Pesquisa de conhecimento e opinião pública Portuguese (27 September 2019). ციტირების თარიღი: 16 February 2020
- ↑ Thomas, Mark. „Two-fifths of Croatians want a return to the monarchy“. www.thedubrovniktimes.com (ინგლისური). The Dubrovnik Times. ციტირების თარიღი: 26 January 2019.
- ↑ „Průzkum ke 100 rokům od vzniku Československa: kdyby se monarchie nerozpadla, měli bychom se lépe nebo stejně“. iROZHLAS (ჩეხური). ციტირების თარიღი: 3 December 2018.
- ↑ BVA Group - Société d'études et conseil. BVA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 3 December 2018.
- ↑ Schmidt, Matthias (13 April 2016). „König(in) von Deutschland: Jeder Sechste wäre dafür“. yougov.de (გერმანული). YouGov. ციტირების თარიღი: 20 April 2020.
- ↑ Kikacheishvili, Tamar. (17 April 2017) Georgia: Five-Year-Old Prince Prepares to Reign. Eurasianet. ციტირების თარიღი: 20 April 2020.
- ↑ „Το ΒΗΜΑ onLine - ΠΟΛΙΤΙΚΑ“ (greek). 25 April 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2007. ციტირების თარიღი: 3 December 2018.
- ↑ „Emanule Filiberto: "Politici? Sono dei parac***"". Occhio, il Savoia vuole fare il re“ (იტალიური). ციტირების თარიღი: 3 December 2018.
- ↑ „In Nepal, Long-Lived Monarchy Fades From View“. NY Times. ციტირების თარიღი: 31 December 2019.
- ↑ Almeida, Henrique. „Portugal royal says monarchy still tops republic“. Reuters. ციტირების თარიღი: 3 December 2018.
- ↑ Victor, Lupu (25 April 2016). „Only 21 pc of Romanians want monarchy“. www.romaniajournal.com. Romania Journal. ციტირების თარიღი: 20 April 2020.
- ↑ „Democracy tops list of political systems preferred by Russians“. www.rt.com. RT. 14 April 2017. ციტირების თარიღი: 20 April 2020.
- ↑ Galanina, Angelina. (23 March 2017) Россияне против монархии ru. Izvestia. National Media Group. ციტირების თარიღი: 20 April 2020.
- ↑ Danas. „39 percent of Serbians in favor of monarchy, poll shows“. b92. ციტირების თარიღი: 31 December 2019.
- ↑ Coulombe, Charles A. (2016). Star-Spangled Crown: A Simple Guide to the American Monarchy. Tumblar House. ISBN 978-1-9443-3905-0.
- ↑ Sounds of Summer: Dame Joan Sutherland. PM. Australian Broadcasting Corporation (2 January 2006). ციტირების თარიღი: 18 April 2019.
- ↑ Pearlman, Johnathan (7 September 2013). „Ten things you didn't know about Tony Abbott“. telegraph.co.uk. Telegraph Media Group Limited. ციტირების თარიღი: 19 Nov 2013.
- ↑ 25.0 25.1 Johnson, Carol; Wanna, John; Lee, Hsu-Ann (2015) Abbott's Gambit: The 2013 Australian Federal Election. ANU Press, გვ. 281. ISBN 978-1-9250-2209-4.
- ↑ Bourke, Latika. (2018-10-17) Australia's position on a republic untenable: Queen 'believes' en. ციტირების თარიღი: 2019-08-31
- ↑ Gordon, Brook-Shepherd (1991). The Last Empress: The Life and Times of Zita of Austria-Hungary, 1892-1989. HarperCollins, გვ. 289. ISBN 0-0021-5861-2.
- ↑ Rosenfeld, Sidney (2001). Understanding Joseph Roth. University of South Carolina Press, გვ. 55. ISBN 1-5700-3398-6.
- ↑ von Kuehnelt-Leddihn, Erik (2001). „Monarchy and War“. Journal of Libertarian Studies. 15 (1): 1–41. ციტირების თარიღი: 18 April 2019.
- ↑ Ernst Fuchs posthum als Monarchist geoutet German. Kurier.at. Funke Mediengruppe (16 August 2017). ციტირების თარიღი: 18 April 2019.
- ↑ Letters, no. 52, to Christopher Tolkien, 29 November 1943
- ↑ Joan Collins so happy with husband. Film-News.co.uk (4 February 2010). ციტირების თარიღი: 31 October 2012.
- ↑ Sir Alan? Oh no, it'd be like wearing a suit every day. The Independent (31 May 2009). ციტირების თარიღი: 5 May 2019.
- ↑ Expressed support for the British monarchy in the TV series Royalty A-Z (2002). Narrator of The Royal Story.
- ↑ Moore, J.; Sonsino, S. (2003) Leadership Unplugged. Springer, გვ. 71. ISBN 0-2305-9643-6.
- ↑ "The monarchy remains the most powerful symbol of one unified nation." (2002).
- ↑ Long live the Queen?. ციტირების თარიღი: 22 April 2019
- ↑ "A lot of people of my generation have decided in part because of how important a unifier for the country the Queen has been that actually [the monarchy] is a better system - rationally." (2002)
- ↑ "The monarchy stands for everything that I love and I feel proud to be British. Yes, I am a royalist." (2007)
- ↑ Fry, Stephen (2017-06-30). „Happy Birthday, America. One Small Suggestion ...“. The New York Times. ციტირების თარიღი: 18 April 2019.
- ↑ Patrons | British Monarchist Society and Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-05. ციტირების თარიღი: 2015-09-02.
- ↑ Referred to herself as a Monarchist on the debate show The Pledge (2016).
- ↑ Jones, Dylan (2010). Cameron on Cameron: Conversations with Dylan Jones. Fourth Estate. ISBN 978-0-00-728537-2.
- ↑ de Laubier, Charles. (29 July 2017) Quand de Gaulle faisait discrètement allégeance à la noblesse français French. L'Express. Groupe L'Express. ციტირების თარიღი: 18 April 2019.
- ↑ Charles Maurras on the French Revolution · Liberty, Equality, Fraternity. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 19 მაისი 2020.