კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დევიზი | „ჩვენ ვქმნით თვენს მომავალს" |
დაფუძნდა | 1995 |
მდებარეობა | თბილისი, საქართველო |
მისამართი | ჩარგლის ქ. #73, თბილისი 0141 |
რექტორი | კახაბერ კორძაია |
მეტსახელი | „კსუ" |
ტელეფონი | (+995 32) 261 12 98; (+995 32) 294 59 92 |
საიტი | http://www.ciu.edu.ge |
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კსუ — კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. დაარსდა 1995 წელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) დაარსდა 1995 წელს. უნივერსიტეტში წლების განმავლობაში უამრავი ცვლილება მოხდა, გაიზარდა როგორც ფაკულტეტების, ისე მიღებული სტუდენტების რაოდენობა. დაინერგა მეცნიერული სიახლეები, განვითარდა არსებული სტრუქტურები და მიმართულებები, შემუშავდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო კურსები, გაჩნდა სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები. 2005-2007 წლებში უნივერსიტეტმა მიიღო ინსტიტუციური აკრედიტაცია.
კსუ-ს ბაზაზე 2009 წლიდან ფუნქციონირებს ყოველკვარტალური რეცენზირებადი, რეფერირებადი სამენოვანი სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე“, რომელშიც იბეჭდებიან როგორც კსუ-ს, ასევე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი წამყვანი მეცნიერები; 2011 წლიდან უნივერსიტეტს შეემატა კიდევ ერთი ყოველკვარტალური პერიოდული ორგანო, გაზეთი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, რომელიც საინფორმაციო და რეკრეაციული ხასიათისაა და ასახავს კსუ-ს ყოველდღიურ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებას. ასევე უნივერსიტეტი გამოსცემს საუნივერსიტეტოს სტუდენტურ ჟურნალს.
2012 წელს უნივერსიტეტის ყველა პროგრამას 5 წლის ვადით მიენიჭა აკრედიტაცია, ასევე 5 წლის ვადით მოიპოვა ავტორიზაცია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების — უნივერსიტეტის სტატუსი, რის შედეგადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა სამსაფეხურიანი გახდა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა 3500-ით განისაზღვრა.
2012-2013 წლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შეემატა თანამედროვე საუნივერსიტეტო სტანდარტების შესაბამისი კიდევ ერთი ახალი კორპუსი. უნივერსიტეტი მოიცავს ევროპული სტანდარტების აუდიტორიებს, ბიბლიოთეკას, სტუდენტურ კაფეს, სპორტულ დარბაზებსა და ეზოს.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ 2015 წლის 14 ივლისს უნივერსიტეტის კონტინგენტი 4700 სტუდენტით განისაზღვრა.
კსუ ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან (ქართულ ინგლისურ და რუსულენოვან), სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. უნივერსიტეტს ჰყავს სტუდენტური თვითმმართველობა.
ფაკულტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კავკასიის საერთაშორისი უნივერსიტეტი ხუთ ფაკულტეტს მოიცავს:
- ბიზნესის ფაკულტეტი;
- სამართლის ფაკულტეტი;
- სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- მედიცინის ფაკულტეტი;
- მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი.
პარტნიორი უნივერსიტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოდლარ იურდუს უნივერსიტეტი“ (ბაქო, აზერბაიჯანი);
- ბრნოს ტექნოლოგიის უნივერსიტეტი(ჩეხეთის რესპუბლიკა);
- სულეიმან დემირელის უნივერსიტეტი (თურქეთის რესპუბლიკა);
- ყირიმის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (უკრაინა);
- კავკასიის უნივერსიტეტი (თურქეთის რესპუბლიკა);
- გირესუნის უნივერსიტეტი (თურქეთის რესპუბლიკა);
- კიევის სამართლის უნივერსიტეტი (უკრაინა);
- ვარმიისა და მაზურის უნივერსიტეტი;
- ბიზნეს-ადმინისტრირების უნივერსიტეტი;
- გდანსკის უნივერსიტეტი;
- თურქეთის სამოქალაქო ავიაციის უნივერსიტეტი.
- აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი
- ევროპული უნივერსიტეტი (უკრაინა);
- კიევის ნაციონალური სატრანსპორტო უნივერსიტეტი (უკრაინა);
- ხერსონის უნივერსიტეტი (უკრაინა);
- კიევის სახალხო მედიცინის უნივერსიტეტი (უკრაინა);
- ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი);
- რჟეშოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი);
- კოლეგიუმ სივიტასი (პოლონეთი);
- ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი);
- დასავლეთპომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი);
- რუსულ-სომხური სლავონური უნივერსიტეტი (სომხეთი);
- ნიშის უნივერსიტეტი (სერბეთი);
- ოვიდიუსის უნივერსიტეტი (რუმინეთი);
- ორადეას უნივერსიტეტი (რუმინეთი);
- პან-ევროპული უნივერსიტეტი (სლოვაკეთი);
- მატეჟ ბელ უნივერსიტეტი (სლოვაკეთი);
- ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტი (ბულგარეთი);
- ახალი პროფესიების ცენტრი (ესპანეთი);
- ალკალას უნივერსიტეტი (ესპანეთი);
- მისისიპის შტატის უნივერსიტეტი (აშშ).