შინაარსზე გადასვლა

იუჯინ ვიგნერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუჯინ ვიგნერი
უნგრ. Wigner Jenő Pál
დაბ. თარიღი 17 ნოემბერი, 1902(1902-11-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბ. ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთის სამეფო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 იანვარი, 1995(1995-01-01)[14] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [13] (92 წლის)
გარდ. ადგილი პრინსტონი[15]
დასაფლავებულია პრინსტონის სასაფლაო[16] [6]
მოქალაქეობა  უნგრეთი
 აშშ[17] [18]
ეროვნება ებრაელები[3]
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი[8] , ფიზიკოს-თეორეტიკოსი და ბირთვული ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი[3] , ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი[3] , მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი[3] , გეტინგენის უნივერსიტეტი[3] , ლეიდენის უნივერსიტეტი[8] , პრინსტონის უნივერსიტეტი[3] , მანჰეტენის პროექტი[3] , პრინსტონის უნივერსიტეტი[3] [19] და Oak Ridge National Laboratory[20]
ალმა-მატერი ფაშორის გიმნაზია[3] და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი[3]
მეუღლე Amelia Frank, Mary Annette Wheeler და Eileen Clare-Patton Hamilton
შვილ(ებ)ი David Wheeler Wigner
ნათესავ(ებ)ი პოლ დირაკი და გაბრიელ ენდრიუ დირაკი
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[21] [22] , მაქს პლანკის მედალი[3] , ენრიკო ფერმის პრემია[3] , ალბერტ აინშტაინის პრემია, მეცნიერების ეროვნული მედალი[3] , ვიგნერის მედალი, გიბსის ლექცია[3] , ფრანკლინის მედალი[3] , რიხტმაიერის მემორიალური პრემია, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[3] , ჯონ ფონ ნოიმანის ლექცია[3] , მედალი დამსახურებისთვის[3] და მშვიდობიანი ატომის ჯილდო[3]
ხელმოწერა

იუჯინ ვიგნერი (უნგრ. Wigner Jenő Pál; დ. 17 ნოემბერი, 1902, ბუდაპეშტი — გ. 1 იანვარი, 1995, პრინსტონი) — უნგრელი და ამერიკელი თეორეტიკოსი ფიზიკოსი, ინჟინერი და მათემატიკოსი. იუჯინ ვიგნერი მარი გეპერტ-მაიერთან და იოჰანეს ჰანს იენსენთან ერთად იყო 1963 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ატომური ბირთვის და ელემენტარული ნაწილაკების აგებულების თეორიაში შრომებისათვის.[23][24]

იუჯინ ვიგნერი დაიბადა 1902 წლის 17 ნოემბერს ბუდაპეშტში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში. მისი მშობლები იყვნენ ელისაბეთ და ანტონი ვიგნერები. იუჯინს ჰყავდა უფროსი და სახელად ბერტა (ცნობილი როგორც ბირი) და უმცროსი და მარგიტი (ცნობილი როგორც მანსი).[25] მარგიტი მოგვიანებით გათხოვდა თეორეტიკოს ფიზიკოსზე პოლ დირაკზე. [26] იუჯინ ვიგნერი 9 წლის ასაკამდე განათლებას სახლში იღებდა პროფესიონალი მასწავლებლის ზედამხედველობის ქვეშ. შემდგომ იგი სკოლაში შევიდა და სწავლა მესამე კლასიდან განაგრძო. სწორედ ამ პერიოდში გამოავლინა ვიგნერმა მათემატიკური პრობლემებისადმი ინტერესი.[27] 11 წლის ასაკში ექიმებს ეგონათ, რომ იგი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. მისმა მშობლებმა იგი 6 კვირით გაგზავნეს სანატორიუმში (ავსტრიის მთებში), თუმცა ექიმები მიხვდნენ, რომ მათ შეცდომა დაუშვეს და ბიჭი უკან დააბრუნეს.[28]

ვიგნერის ოჯახი იყო ებრაული წარმოშობის (თუმცა არა რელიგიურად). 1915-1919 წლებში იგი სწავლობდა საშუალო გრამტიკულ სკოლაში სახელად „ფასორის გიმნაზია“. 1919 წელს ოჯახს მოუწია კომუნისტური რეჟიმისაგან გაქცევა ამიტომ ისინი უნგრეთში გაემგზავრნენ.[29] ამ პერიოდში ოჯახის რელიგიური ხედვა ლუთერანობისაკენ გადაიხარა. [30] ვიგნერი მოგვიანებით წერილში აღწერს მისი ოჯახის ლუთერანობისაკენ მისწრაფების მიზეზს: „ეს აქ ყოფილა გულიდან წამოსული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო ანტიკომუნისტური“.[30] რელიგიური გადმოსახედით იუჯინ ვიგნერი იყო ათეისტი. [31]

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იუჯინ ვიგნერი ჩაირიცხა ბუდაპეშტის ტექნიკური მეცნიერებების უნივერსიტეტში, ცნობილი როგორც Műegyetem. თუმცა იგი არ იყო კმაყოფილი კურსის მიერ შემოთავაზებული მასალით,[32] ამიტომ 1921 წელს იგი ჩაირიცხა ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ქიმიურ ინჟინერიას.[33] აგრეთვე სწავლის პერიოდში ყოველ ოთხშაბათს (შუადღით) იგი ესწრებოდა გერმანიის ფიზიკოსთა საზოგადოების სემინარებს. ამ პედიოდში ვიგნერი შეხვდა ფიზიკოს ლეო ზილარდს, რომელიც შემდგომში მისი უახლოესი მეგობარი გახდა.[34] ბერლინში ვიგნერი მუშაობდა კაიზერ ვილჰელმის ფიზიკური-ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში (დღევანდელი ფრიც ჰაბერის ინსტიტუტი). იგი ამ ინსტიტუტში შეხვდა მაიკლ პოლანის, რომელიც ლასლო რაცის შემდეგ ვიგნერისათვის საუკეთესო მასწავლებელი გახდა.

მისი ჯილდოების ჩამონათვალი შემდეგნაირია: ნობელის პრემია (1963)[23], ფრანკლინის მედალი (1950)[35], ენრიკო ფერმის ჯილდო (1958)[36], მაქს პლანკის მედალი (1961)[37], ეროვნული მეცნიერების მედალი (1969)[38], ალბერტ აინშტაინის ჯილდო (1972)[39] და მრავალი სხვა.

იუჯინ ვინგერი გარდაიცვალა 1995 წლის 1 იანვარს, უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (პრინსტონი), პნევმონიით.[40]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119134047 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 3.14 3.15 3.16 3.17 3.18 3.19 3.20 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
  6. 6.0 6.1 6.2 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 KNAW Past Members
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Leidse Hoogleraren
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  13. 13.0 13.1 Munzinger Personen
  14. http://www.britannica.com/EBchecked/topic/643423/Eugene-Paul-Wigner
  15. Eugene Wigner (1903-1995)
  16. http://www.cemeteryregister.com/search.asp?id=NJ_PRINCETON
  17. Eugene Wigner, 92, Quantum Theorist Who Helped Usher In Atomic Age, Dies // The New York Times / J. KahnManhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1995. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  18. Budapest Journal; Hungarian Fingerprints All Over the 20th Century // The New York Times / J. KahnManhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1998. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  19. JSTOR — 1995. — გვ. 528.
  20. JSTOR — 1995. — გვ. 527.
  21. The Nobel Prize in Physics 1963Nobel Foundation.
  22. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  23. 23.0 23.1 "The Nobel Prize in Physics 1963". Nobel Foundation. Retrieved May 19, 2015.
  24. სობესიაკი რ., დიდი ფიზიკოსები, გვ. 155, თბ., 1978.
  25. Szanton 1992, pp. 9–12.
  26. Szanton 1992, pp. 164–166.
  27. Szanton 1992, pp. 14–15.
  28. Szanton 1992, pp. 22–24.
  29. Szanton 1992, pp. 40–43.
  30. 30.0 30.1 Szanton 1992, p. 38.
  31. Szanton 1992, pp. 60–61.
  32. Szanton 1992, p. 59.
  33. Szanton 1992, pp. 64–65.
  34. Szanton 1992, pp. 93–94.
  35. Eugene P. Wigner. The Franklin Institute (2014-01-15). ციტირების თარიღი: May 19, 2015.
  36. Eugene P. Wigner, 1958. United States Department of Energy Office of Science. ციტირების თარიღი: May 19, 2015.
  37. Preisträger Max Planck nach Jahren German. Deutschen Physikalischen Gesellschaft. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 23, 2015. ციტირების თარიღი: May 19, 2015.
  38. The President's National Medal of Science: Recipient Details. United States National Science Foundation. ციტირების თარიღი: May 19, 2015.
  39. "Eugene P. Wigner". Princeton University.
  40. Broad, William J. (January 4, 1995). „Eugene Wigner, 92, Quantum Theorist Who Helped Usher In Atomic Age, Dies“. The New York Times. ციტირების თარიღი: May 19, 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იუჯინ_ვიგნერი“-დან