იაპონიის დემოგრაფია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|იაპონიის დემოგრაფია}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
იაპონიის დემოგრაფიის საკითხი მოიცავს როგორც მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ეროვნულობას, განათლების დონეს, ჯანმრთელობისა და ეკონომიკურ მდგომარეობას, რელიგიურ კუთვნილებას, ასევე სხვა ცხოვრებიეულ ასპექტებს.
1950-დან 2009 წლამდე შობადობასა და სიკვდილიანობის სტატისტიკაზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობა სტაბილურად ვითარდება და 2009 წლის მონაცემებით 127,076,183 ადამიანს შეადგენს, რაც იაპონიას მსოფლიოში მეათე ადგილზე აყენებს მოსახლეობის სიჭარბით. აქვე უნდა ითქვას, რომ, იმიგრაციის მიუხედავად, ქვეყანაში მოსახლეობის საგრძნობი მატება 19-20 საუკუნეენზე მოდის. 2009 წელი იმითაც აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ემიგრანტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2006 წლის მდგომარებით 81,25 წელია.
მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 336 ადამიანია.
ურბანული დანაწილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონიის საზოგადოება დიდწილად ქალაქებშია თავმოყრილი და მხოლოდ 5%-ია სოფლის მეურნეობით დაკავებული. ქალაქებთან და დაბებთან მცხოვრებ ფერმერებს ხშირად უწევთ ქალაქელი მუშახელის ნახევარ განაკვეთზე აყვანა. დაახლოებით 80 მილიონი იაპონელი წყნარი ოკეანის სანაპიროებზე ცხოვრობს, განსაკუთრებით კი კუნძულ ჰონსიუზე. ტოკიო-იოკაჰამას მეტროპოლიაში 35 მილიონამდე ადამიანის საცხოვრებელი და მსოფლიოში ყველაზე ჭარბადდასახლებული ადგილია. დიდი ქალაქები იაპონიაშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ურბანულ პრობლემებს განიცდიან გადატვირთული ქუჩებითა და გზატკეცილებთ.
ენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონიის მოსახლეობა არაერთგვაროვანია ენობრივად, აქ მკვიდრი იაპონელების გარდა მცირე ჯგუფებად კორეელები, ჩინელები, ტაივანელები და ბრაზილიელები ცხოვრობენ, რომლებიც შეძლებისაგვარად ინარჩუნებენ ეროვნულ თვითშეგნებას, უპირველეს ყოვლისა მშობლიურ ენას. ქვეყანაში არსებული პირობების გამო ძნელია ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რადგან იაპონიაში ჩასული უცხოელი, თუკი მან ქვეყანაში მუშაობის ლეგალური უფლება მოიპოვა, კარგავს საკუთარ მოქალაქეობას, რადგან იაპონია უცხოელებს თავის ტერიტორიაზე დიდხანს არ აჩერებს და არც ორმაგ მოქალაქეობას ცნობს. უცხოელებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი იაპონიაში დარჩენას გადაწყვეტენ, უწევთ გვარის შეცვლა იაპონურით, არ აქვთ საკუთარი ენაზე საუბრის პრაქტიკული საშუალება (არ იგულისხმება ოჯახში საურთიერთო ენა) და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ იაპონიის მოქალაქეობა - წინა მოქალაქეობის დაკარგვით. ქვეყანაში მრავალი ჩასულია, რომელთა შთამომავალმა მშობლიური ენა არ იცის. უკანასკნელი ინფორმაციით, ყოველწლიურად იაპონიაში ნატურალიზებას 10 000 კორეელი განიცდის, ამ პროცესს ექვემდებარება ყველა არაიაპონელი, რასის მიუხედავად.