თამარაშენი (ქურთის მუნიციპალიტეტი)
თამარაშენი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში, 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, 2006 წლამდე გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 880 მეტრი, ცხინვალიდან 0,5 კილომეტრი. გადმოცემის თანახმად თამარაშენი — მცირე ქალაქი — XIII საუკუნეში დაუარსებია თამარ მეფეს.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 456-457.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 578.
|