ქურთა (ქურთის მუნიციპალიტეტი)
(გადამისამართდა გვერდიდან ქურთა)
ქურთა — სოფელი ქურთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გუჯაბაური, ზემო აჩაბეთი, ზემო მონასტერი, თამარაშენი, კეხვი, ქვემო აჩაბეთი, ქვემო მონასტერი). მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ცხინვალი-ონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 950 მეტრი, ცხინვალიდან 7 კილომეტრი.
1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. გავრცელებული იყო მემინდვრეობა, მებაღეობა, მეცხოველეობა. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 575.