ვარშავის ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)
ვარშავის ხიდი რუს. Варшавский мост | |
---|---|
კოორდინატები: 59°54′31″ ჩ. გ. 30°18′25″ ა. გ. / 59.90861° ჩ. გ. 30.30694° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო, საავტომობილო |
გადებულია | შემოვლითი არხი |
მასალა | რკინა |
სიგრძე | 38,2 მ |
სიგანე | 30,6 მ |
გზის ხაზების რაოდენობა | 6 |
გახსნის თარიღი | 1862 წ. |
რეკონსტრუქცია | 1869-1870, 1908-1810, 2006-2007 წწ. |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სურათები ვიკისაწყობში |
ვარშავის ხიდი (რუს. Варшавский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 38,2 მეტრი, ხოლო სიგანე — 30,6 მეტრი.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოადგენს იზმაილოვოს პროექტის გაგრძელებას. ხიდთან ახლოს მდებარეობს ვარშავის სადგური და სანქტ-პეტერბურგის აღდგომის ტაძარი.
დინების ზემოთ მდებარეობს ნოვო-მოსკოვსკის ხიდი, ხოლო ქვემოთ — მიტროფანოვის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია „ბალტიისკაია“ (500 მეტრი).
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება ცნობილია 1860 წლიდან და მიიღო ახლოს მდებარე ვარშავის სადგურიდან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ხის ხიდი ააგეს ჯერ კიდევ 1862 წელს. იგი მდებარეობდა ვარშავის დღევანდელი ხიდიდან ოდნავ ზემოთ დინების მიმართულებით. 1869-1870 წლებში რუსეთის რკინიგზის საზოგადოებამ ააგო ერთმალიანი მეტალის თაღოვანი ხიდი, რომლის სიგრძე იყო 21,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 22,1 მეტრი. ხიდის პროექტი შეიმუშავა ინჟინერმა ნ. ს. სერებრენიტსკიმ. 1876 წელს ხიდი გააფართოეს 4,6 მეტრით რათა გაეყვანათ კონკის ორმაგი გზა.
1908-1910 წლებში ხიდი კლვავ გააფართოეს 30,6 მეტრამდე. ხიდის გადაკეთების პროექტი შეიმუშავეს ინჟინრებმა ა. პ. პშენიცკიმ და ვ. ა. ბერსმა.
2006 წლის ნოემბრიდან 2007 წლის აგვისტომდე მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. სამუშაოები წარმართა შპს „Ризалит“-მა. ფეხით მოსიარულეებისათვის ხიდი გაიხსნა 2007 წლის 18 ივნისს, ხოლო საავტომობილო მოძრაობისთვის 24 აგვისტოს.
კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდი ერთმალიანია. იგი გამოიყენება ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი ექვსი ზოლისაგან შედგება. სავალი ნაწილი მოასფალტებულია, ხოლო ტროტუარები გრანიტის ფილებითაა მოპირკეთებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 459. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 323. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Варшавский мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20180411174256/http://encspb.ru/object/2804005903 დაარქივებული 2018-04-11 საიტზე Wayback Machine. Варшавский мост] //Энциклопедия Санкт-Петербурга