ენაგეთი
სოფელი | |
---|---|
ენაგეთი | |
ენაგეთის ხედი ჩრდილოეთიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ასურეთის |
კოორდინატები | 41°36′25″ ჩ. გ. 44°37′56″ ა. გ. / 41.60694° ჩ. გ. 44.63222° ა. გ. |
პირველი ხსენება | XV საუკუნე |
ადრეული სახელები | პატარა ენაგეთი |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა | 329[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ენაგეთი — სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ასურეთის თემი), თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.
ენაგეთი ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ამჟამად ენაგეთი ასურეთი თემში შედის. ამ თემში შედის სამი სოფელი: ასურეთი, ენაგეთი და შავსაყდარი.
მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ენაგეთი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ენაგეთისხევის (ალგეთის მარცხენა შენაკადი) ნაპირას მდებარეობს, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. იგი თეთრიწყაროდან 21 კმ-ით, ხოლო მარნეულიდან (უახლესი რკინიგზის სადგური) 18 კმ-ით არის დაშორებული.
ენაგეთს საკმაო სიგრძეზე გასდევს სოფლის მთავარი გზა, რომელიც სოფელში თბილისი-თეთრიწყაროს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის იმ განშტოების გაგრძელებაა, რომელიც აღნიშნულ გზას ენაგეთთან აკავშირებს. სოფლის მთავარი გზის ორივე მხარეს არის დასახლებული უბნები. სოფელში არის მთავარი გზის პარალელური ერთი გზა და მთავარი გზის რამდენიმე განშტოება, რომელთა გარშემოც აგრეთვე უბნებია გაშენებული. ეს უბნები სოფლის მთავარ გზას აღნიშნული განშტოებებით უკავშირდება. მთლიანობაში, ენაგეთის რუკას წაგრძელებული ფორმა აქვს და მის ღერძს სოფლის მთავარი გზა წარმოადგენს. ენაგეთში დაახლოებით 110 სახლი დგას.
ენაგეთს ჩრდილოეთით ფოთლოვანი ტყის მასივები მდებარეობს, სამხრეთით კი ათვისებული სასოფლო-სამეურნეო მიწები. სოფლის თავზე, გორაკზე („სერი“) მდებარეობს ენაგეთის სასაფლაო.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 329 ადამიანი. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ. მოსახლეობა ქართული ენის ქართლურ დიალექტზე საუბრობს. ამჟამად მუდმივი მოსახლეობა ძლიერ შემცირებულია, ვინაიდან უკანასკნელ წლებში მრავალმა ენაგეთელმა მიაშურა საცხოვრებლად თუ სამუშაოდ დიდ ქალაქებს (თბილისი და რუსთავი). სოფელს ძირითადად ზაფხულობით სტუმრობენ დამსვენებლები (ძირითადად ქალაქებში საცხოვრებლად წასული ენაგეთელები და მათი ოჯახის წევრები).
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 414 | 212 | 202 |
2014[1] | 329 | 172 | 157 |
ენაგეთში ცხოვრობენ ძირითადად შემდეგი გვარების წარმომადგენლები: მესტვირიშვილები, ნაცვლიშვილები, გოგიაშვილები, ბეჟანიშვილები.
ენაგეთელების ყოფა-ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ენაგეთი გამოირჩევა კარტოფილის კარგი მოსავლით. აგრეთვე მოჰყავთ სიმინდი, ხორბალი და სხვა კულტურები.
ენაგეთში არის ენაგეთის საჯარო სკოლა და ფეხბურთის საკმაოდ დიდი მოედანი. ამჟამად სოფელში აღარ ფუნქციონირებს არანაირი კულტურული დაწესებულება. ენაგეთში დიდი ხნის პრობლემას წარმოადგენს უწყლობა და ინფორმაციის ნაკლებობა (გართულებულია სატელევიზიო სიხშირეების მიღება).
ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. სოფლის გვერდით არის ძველი ენაგეთის ნასოფლარი, სადაც 8 დანგრეული საყდარია შემორჩენილი.
-
წმ. გიორგის ეკლესია
-
ღვთისმშობლის ეკლესია
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II