ედისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ედისა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ჯავის მუნიციპალიტეტი
თემი ედისა
კოორდინატები 42°32′15″ ჩ. გ. 44°13′00″ ა. გ. / 42.5377667° ჩ. გ. 44.2169278° ა. გ. / 42.5377667; 44.2169278
ცენტრის სიმაღლე 1960
სატელეფონო კოდი +995 347[1]
საფოსტო ინდექსი 7300[2]
ედისა — საქართველო
ედისა
ედისა — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ედისა
ედისა — ჯავის რაიონი
ედისა

ედისა[3][4]სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხარულის ქედის დასავლეთ კალთაზე. მდინარე დიდი ლიახვის ზემოთში. ჯავა–როკა–ედისის საავტომობილო გზის ბოლო პუნქტი. საკრებულოს ცენტრი (სოფლები: ბრითათა, ედისა, კაბუზთა, ქვემო ერმანი, შუა ერმანი, ჭელიათა, ხოძი). ზღვის დონიდან 1960 მეტრი. ჯავიდან დაშორებულია 40 კმ-ით.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედისა მდებარეობს ისტორიულ მაღრან-დვალეთში. განვითარებულ შუა საუკუნეებში იგი ამ მხარის ცენტრი იყო. ედისას ქალაქსაც („ქალაქა") უწოდებდნენ – ასე მოიხსენიებს მას გერმანელი მოგზაური ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.). ედისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს „ცარციათების" ნაქალაქარი, რომელსაც დაახლოებით 3 ჰა ფართობი უჭირავს. მასზე განლაგებული შენობების ნანგრევებში განირჩეოდა ვიწრო ქუჩის ნაკვალევი. ნაგებობების გარდა გაითხარა სამაროვანი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ „ცარციათების" ქალაქი განადგურდა XIII–XIV საუკუნეებში, ქსნის ერისთავებისა და დვალების ბრძოლების დროს. შემორჩენილია ადრინდელი შუა საუკუნეების ქობეთის ზურგიანი კოშკის ნანგრევები, ასევე ედისის და ტბაუაცილის ეკლესები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წლის აღწ. 52 - -

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 28.
  • გვასალია ჯ., ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1982, [ტ.] 6.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]