ტბაუაცილის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტბაუაცილის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ედისაში. აგებულია XX საუკუნეში. დარბაზული ტიპის, გეგმით ოთხკუთხა ეკლესია ნაგებია მცირე ზომის ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. შესასვლელი კარი დასავლეთიდანაა. სარკმელი აღმოსავლეთით აქვს. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშაა. გადახურულია შიფერით.

სავარაუდოა, რომ ნაგებობა აგებულია აქ არსებული ძველი ეკლესიის ადგილზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004, გვ. 17