შინაარსზე გადასვლა

დიმიტრი ყიფიანი (მსახიობი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი ყიფიანი
დაბადების თარიღი 3 იანვარი, 1900
ტეზერი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1978
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონი
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი

დიმიტრი მიხეილის ძე ყიფიანი (დ. 3 იანვარი, 1900, ტეზერი — გ. 1978, თბილისი) — ქართველი კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1967).

დაიაბადა 1900 წლის 3 იანვარს სოფელ სოფელ ტეზერში I მსოფლიო ომის დროს იყო კავკასიელი თავადაზნაურობისაგან შემდგარი კავალერიის მებრძოლი.

მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1924 წელს, მას შემდეგ, რაც თბილისის ცირკში ერთ-ერთი წარმოდგენის დროს კინორეჟისორმა ივანე პერესტიანმა, რომელიც ფილმისთვის „სამი სიცოცხლე“ იერემია წარბას როლის შემსრულებელს ეძებდა, მაყურებელთა შორის ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი შენიშნა და როლზე მიიწვია.

მას შემდეგ მსახიობმა შეასრულა მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები ფილმებში: „დაკარგული საუნჯე“ (ამო ბეკ-ნაზაროვი, 1924, მეფის არმიის ოფიცერი), „ათასის ფასად“ (ვლადიმერ ბარსკი, 1925), „ვინ არის დამნაშავე?“ (ალექსანდრე წუწუნავა, 1925, ბესია), „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“ (ივანე პერესტიანი, 1925, ტარიელის ამხანაგი), „ნათელა“ (ამო ბეკ-ნაზაროვი, 1926, თავადი ჩაჩუა), „ხანუმა“ (ალექსანდრე წუწუნავა, 1926, კინტო), „გიული“ (ნიკოლოზ შენგელაია, ლ. პუში, 1927, ფარი), „ორი ცელქი“ (ნ. კახიძე, 1927), „შეხვედრა“ (გ. გომართელი, 1930, ეფენდიევი), „ნამდვილი კავკასიელი“ (მიხეილ გელოვანი 1931), „დიადი განთიადი“ (მიხეილ ჭიაურელი, 1938), „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე…“ (კონსტანტინე პიპინაშვილი, 1958, თავადი ჭავჭავაძე), „მაია წყნეთელი“ (რეზო ჩხეიძე, 1958, ხანი), „გლახის ნაამბობი“ (ლეონარდ ესაკია, 1961, ყარაჩოხელი), „გენერალი და ზიზილები“ (მიხეილ ჭიაურელი, 1963, ოფიცერი), „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (მიხეილ ჭიაურელი, 1965, თავადი), „ვედრება“ (თენგიზ აბულაძე, 1967, თავადი), „დიდოსტატის მარჯვენა“ (ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი, 1970, მანდატურთუხუცესი), „სინემა“ (ლიანა ელიავა, 1977).

  • მარინა კერესელიძე, „ქართული კინო, 1896-2011“, 185-186 გვ., გამომცემლობა „BILNET printing and binding company“, თბილისი, 2011 წელი, ISBN 978-9941-0-3370-4

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]