მიხეილ გელოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ გელოვანი
დაბ. სახელი მიხეილ გელოვანი
დაბ. თარიღი 6 იანვარი, 1893
თბილისი
გარდ. თარიღი 21 დეკემბერი, 1956 (63 წლის)
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი

მიხეილ გელოვანი (დ. 6 იანვარი, 1893, სპათაგორი — გ. 21 დეკემბერი, 1956) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი. ცნობილი იყო სტალინის როლების შესრულებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება პეტერბურგში მიიღო. საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო კულტურულ ცხოვრებაში. 1912 წელს იყო ბაქოს ქართული თეატრის მსახიობი; 1913–1914 და 1916 წლებში ბათუმის თეატრის მსახიობი; 1914–1915 წლებში ქუთაისის თეატრის მსახიობი; 1918–1920 წლებში სწავლობდა გიორგი ჯაბადარის სტუდიაში; 1921–1922 წლებში და 1936–1939 წლებში იყო შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1942–1948 წლებში მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობი. 1931 წელს გადაიღო ფილმი „ნამდვილი კავკასიელი“.

ჰქონდა კარგი იუმორის გრძნობა და კარგად მღეროდა, მისთვის საგანგებოდ გამოიგონებდნენ ხოლმე სამღერ ეპიზოდებს. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ვასკა პეპელი (მაქსიმ გორკის „ფსკერზე“), ბესო (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), სიმონი (სერგო კლდიაშვილის „გმირთა თაობა“), სტალინი (შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან“). როგორც რეჟისორს დადგმული აქვს ვალერიან შალიკაშვილის „გადაჭრილი მუხა“, ნიკოლოზ შიუკაშვილის „სულელი“ და სხვ. 1924 წლიდან კინოში იღებდნენ. განსახიერებული აქვს როლები: ბახვა ფულავა („სამი სიცოცხლე“), კირილე („ნარინჯის ველი“). მისი რეჟისორობით გადაღებულია ფილმები: „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928), „ნამდვილი კავკასიელი“ (1931), „დამკვრელი“ (1931); განასახიერა სტალინის სახე სხვადასხვა კინოსტუდიის ფილმებში: „დიადი განთიადი“ (1938), „ცარიცინის დაცვა“ (1942), „ფიცი“ (1946), „ბერლინის დაცემა“ (1950).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმების დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1941: სახელმწიფო პრემია, ფილმი „დიადი განთიადი“
  • 1942: სახელმწიფო პრემია, ფილმი „ცარიცინის დაცვა“
  • 1946: საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1947: სახელმწიფო პრემია, ფილმი „ფიცი“
  • 1950: სსრკ სახალხო არტისტი
  • 1950: სახელმწიფო პრემია, ფილმი „ბერლინის დაცემა“



რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]