დაკარგული საუნჯე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დაკარგული საუნჯე“
ჟანრი სათავგადასავლო
დამდგმელი რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი
სცენარის ავტორი პეტრე მორსკოი
ამო ბეკ-ნაზაროვი
ოპერატორი სერგეი ზაბოზლაევი
მხატვარი თეოდორ პუში
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 25 ნოემბერი, 1924
ხანგრძლივობა 180 წთ
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
ენა მუნჯი

დაკარგული საუნჯე1924 წლის ქართული საბჭოთა სამსერიიანი ფილმი, გადაღებული რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვის მიერ. ფილმი შენახულია არასრულად.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სამოქალაქო ომის დროს, მეგობრები ილია, ტანია და თევდორე კონტრრევოლუციონერთა მიერ გადამალული განძის პოვნას გადაწყვეტენ.მრავალი ფათერაკის შემდეგ შენიღბულები მტრის ბანაკში შეაღწევენ და თეთრგვარდიელების წვეულებაზე აღმოჩნდებიან. ტანია მათ მეთაურს, კლესჩუკს მოხიბლავს და მისი ბინის გასაღებს ჩაიგდებს ხელში. მეგობრები გადამალულ განძს გაიტაცებენ, კლეშჩუკის დევნას თავს დააღწევენ და განძეულს ხელისუფლებას ჩააბარებენ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვს სურდა გაჯიბრებოდა ივანე პერესტიანის მეტად პოპულარულ ფილმს „წითელი ეშმაკუნები“. მან მთავარ როლებში „ეშმაკუნების“ მთავარი მსახიობები მიიწვია, მაგრამ ფილმმა არ ივარგა, მალე მოიხსნა კინოთეატრებიდან და მიეცა დავიწყებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9