ნამდვილი კავკასიელი
ნამდვილი კავკასიელი | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | მიხეილ გელოვანი |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 1931 |
ქვეყანა |
![]() |
ნამდვილი კავკასიელი — მიხეილ გელოვანის 1931 წლის კინოკომედია.
სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფილმში დაცინვის საგანია კავკასიელისა და ქართველის შესახებ არსებული სტერეოტიპული იმიჯი. სატირულადაა დახატული ყალბი წარმოდგენები კავკასიაზე: თბილისის ვიწრო ქუჩაზე წყაროსავით მოდის კახური ღვინო, რომელსაც ყანწებით სვამენ; დალაქები ხანჯლით პარსავენ კლინეტებს, ხოლო თუ რამე ეწყინა, იმ ხანჯლითვე თავს ჭრიან; გამყიდველი მყიდველს ხანჯლით ხელს კვეთს; ყველაფერ ამას კი უემოციოდ უყურებს ბანზე მოცეკვავე ქართველი ქალი.
ამის საპირისპიროდ და ნათელი მომავლის საილუსტრაციოდ ნაჩვენებია ინდუსტრიული საქართველო, პურის ყანები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9