შინაარსზე გადასვლა

ხანუმა (ფილმი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ხანუმა“
ჟანრი კომედია
დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა
სცენარის ავტორი ალექსანდრე წუწუნავა
ნაწარმოები ხანუმა
ავქსენტი ცაგარელი
როლებში ელისაბერ ჩერქეზიშვილი
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 1 ოქტომბერი, 1926
ქვეყანა სსრკ
ენა მუნჯი

ხანუმა — პირველი ქართული კინოკომედია, რომელიც დაფუძნებულია ავქსენტი ცაგარელის 1882 წლის ამავე სახელწოდების პიესაზე. ფილმი გადაღებულია ალექსანდრე წუწუნავას მიერ. ფილმი პოპულარობით სარგებლობდა და მაყურებლის თხოვნით მისი ჩვენებები დაგეგმილზე მეტხნს გაგრძელდა.

ფილმის გადაღებას წინ უსწრებდა კამათი ქართულ პრესაში, თუ როგორი კომედიები უნდა გადაღებულიყო საქართველოში. სახკინმრეწვის თანამშრომელი სერგო ამაღლობელი მიიჩნევდა, რომ საქართველოში ივარგებდა არა ცალკეულ კომიკოს მსახიობზე დამყარებული ფილმები, როგორც ეს გავრცელებული იყო ამერიკაში, არამედ სასაცილო სიუჟეტების მქონე ფილმები. ცნობილი ფილოლოგი გაიოზ იმედაშვილი კი ითხოვდა ინდივიდუალური ოსტატობის მქონე მსახიობებზე გაკეთებულიყო აქცენტი და მაგალითად მოჰყავდა ნიკო გოცირიძე და ალექსანდრე ჟორჟოლიანი.[1]საბოლოოდ გადაწყვეტილება ამაღლობელის კონცეფციას დაეფუძნა.

წუწუნავას საოპერო თეატრში უკვე 1919 წელს დადგმული ჰქონდა „ხანუმას“ მიხედვით შექმნილი ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“. რეჟისორმა სცენარში ჩაამატა რამდენიმე ახალი პერსონაჟი და ეპიზოდი, რითაც უფრო გაახალისა სიუჟეტი. ცაგარელის პიესა ქართული ენის რუსულ ყაიდაზე მოდიფიკაციაზე იყო აგებული, რაც სასაცილოს ხდიდა დიალოგებს, მუნჯ ფილმში კი კილოკავი არ გამოჩნდებოდა, ამიტომ რეჟისორმა მთელი ყურადღება კომიკურ ეპიზოდებზე გადაიტანა, რამაც გაამართლა.[2]

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ზვიად დოლიძე, „ქართული კინო“ გვ.66 — რაეო, 2004
  2. ნათია ამირეჯიბი, „დროთა ეკრანი“ გვ.64 — „ხელოვნება“, თბილისი, 1990