შინაარსზე გადასვლა

ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“
დამდგმელი რეჟისორი ივანე პერესტიანი
სცენარის ავტორი შალვა დადიანი
ნაწარმოები ჩვენი ქვეყნის რაინდი
ეგნატე ნინოშვილი
როლებში ნატო ვაჩნაძე, კოტე მიქაბერიძე
ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 1925
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
ენა მუნჯი

ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე — 1925 წლის ქართული საბჭოთა ფილმი, გადაღებული რეჟისორ ივანე პერესტიანის მიერ ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოების მიხედვით.

სცენარისტმა შალვა დადიანმა შეცვალა ნინოშვილისეული თხრობის ქარგა და სცენარი პერსონაჟების მოგონებებზე, ე.წ. ფლეშბეკებზე ააგო, რაც უცხო იყო იმდროინდელ ქართულ კინოში. პერესტიანმა აქცენტი გააკეთა მსხვილ ხედებზე, მონტაჟურ ცვლებზე და დეტალიზაციის მეშვეობით შესანიშნავ ეფექტს მიაღწია. მშვენივრად იყო ნაჩვენები ყოფითი დეტალები, იმდროინდელი პროვინციული ქალაქი და სოფელი, ქეიფები, ცეკვა ხანჯლური და ხორუმი. ფილმის ავტორებმა მნიშვნელოვანი ფუნქცია დააკისრეს ტიტრებს, რომელთა მეშვეობით გადმოსცემდნენ ცალკეული გმირის ვინაობას, ხასიათს, საქმისადმი დამოკიდებულებას.

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9