ივანე პერესტიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე პერესტიანი
IvanPerestiani.jpg
დაიბადა ივანე პერესტიანი
13 აპრილი, 1870
ტაგანროგი
გარდაიცვალა 14 მაისი, 1959
საქმიანობა რეჟისორი

ივანე პერესტიანი (დ. 13 აპრილი, 1870, ტაგანროგი — გ. 14 მაისი, 1959, მოსკოვი), საბჭოთა რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1949).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კინო-კარიერა დაიწყო 1916 წელს, როდესაც კინოსააქციო საზოგადოება „ხანჟონკოვი და კომპანიის“ მიერ გადაღებულ ფილმში „ნუ ერეკები მეეტლევ ცხენებს“, მთავარი როლი შეასრულა. წერდა სცენარებს. 1917 წელს საკუთარი სცენარით გადაიღო კომედიური ჟანრის ფილმი „თხები, ბეკეკა თხები“, იყო საზოგადოება „მშობლიური კინემატოგრაფიის კავშირის“ თავმჯდომარე, მუშაობდა პედაგოგად რუსეთის სხვადასხვა სასწავლებლებში. 1921 წელს საქართველოში ჩამოვიდა და განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციაში დაიწყო მუშაობა. 1926–28 წლებში ოდესის კინოსტუდიაში დადგა ფილმები: „ზვავი“, „ჭორი“. 1928–32 წლებში მუშაობდა სომხეთის კინოწარმოება „არმენკინოში“, აქ გადაიღო ფილმები: „ზამალუ“ (1929), „ანუში“ (1931). 1937 წელს კვლავ სახკინმრეწვში დაბრუნდა და დადგა საბავშვო გახმოვანებული ფილმი „ორი მეგობარი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]