ბრუნეის ტურიზმი
ბრუნეის ტურიზმი — პირველადი რესურსებისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ მართული საქმიანობა, რომელიც გეგმავს ბრუნეის ტურიზმის გამრავალფეროვნებას, სათავგადასავლო ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ისლამური ტურიზმის ჩათვლით. [1] [2]
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრუნეის დოლარი ერთ-ერთი ძლიერი ვალუტაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) რეგიონში, რაც რეგიონში მყოფ ტურისტებს ხელს უშლის ბრუნეის მონახულებისგან. ბრუნეის უპირატესობანია ნავთობის და ბუნებრივი აირის მარაგი, რომელიც საკმარისი იქნება 20-30 წლის განმავლობაში. თუმცა, უცხოური ინვესტიცებიდან შემოსავალი (2004 წ. $7,75 მლრდ.) აღემატება ბუნებრივი აირიდან და ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს.
ქვეყნის სუსტ მხარედ მიიჩნევა დივერსიფიკაციის არქონა. ქვეყნის ეკონომიკა ორიენტირებულია ერთი სახეობის პროდუქტზე.
ქვეყანა წელიწადში მოიპოვებს 10 მლრდ. ტონა ნავთობს და 12 მლრდ მ³ გაზს. ნავთობისა და გაზის დიდი მარაგების გამო ქვეყანას ერთ-ერთი წამყანი ადგილი უკავია ცხოვრების დონის მიხედვით სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.
ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად. [3] [4] 2014 წელს უცხოელი ტურისტების 95 პროცენტი მივიდა ბრუნეიში სახმელეთო გზით, ოთხი პროცენტი ჩამოვიდა საჰაერო გზით, ხოლო ერთი პროცენტი საზღვაო გზით. [5]
სამთავრობო ინიციატივები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წელს ბრუნეის მთავრობამ 300,000 აშშ დოლარი გამოყო ტურიზმისთვის, ხოლო ტურიზმის შესახებ დებულება ასევე გათვალისწინებულია ქვეყნის განვითარების ეროვნული გეგმით (NDP). [6] ბრუნეი ეძებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ტურიზმში და თანამშრომლობს რიგ სააგენტოებთან. [5]
ტუტონგის დანიშნულების პროგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტუტონგის დანიშნულების პროგრამა არის ტუტონგის პოტენციალის გაზრდის საპილოტე პროექტი ტუტონგის რაიონში, ქვეყნის მთავარ ტურისტულ დანიშნულების ადგილას. პროგრამა, რომელიც შეიქმნა რაიონის მთავრობის მიერ ტურისტულ სააგენტოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, 2013 წელს დაიწყო. პროექტის დანერგვის შემდეგ 2000-ზე მეტმა ტურისტმა მოინახულა ტუტონგი (რომელსაც 30-ზე მეტი პოტენციური ტურისტული მიმართულება აქვს). [7] [8] რაიონს ესტუმრა 50 დელეგატი ბრუნეი-ინდონეზია-მალაიზია-ფილიპინებიდან . [9]
ფრინველებზე დაკვირვება, 2015 წ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრინველებზე დაკვირვება ბუნების ტურიზმის ერთ-ერთი ასპექტია, რომელიც შეტანილია ბრუნეის ტურიზმის მთავარ გეგმაში. 2015 წელს ფრინველებზე დაკვირვების სამდღიანი სემინარი დააფინანსა ბრუნეის ტურიზმის განვითარების დეპარტამენტმა მალაიზიის ბუნების საზოგადოების (MNS), ფრინველების დაცვის საბჭოსა (BCC) და ბრუნეის მფრინავების ჯგუფის მოხალისეებთან თანამშრომლობით. [10]
რეკომენდაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისლამი არის ბრუნეის სახელმწიფო რელიგია და ტურისტებმა უნდა დაიცვან ისლამური ეტიკეტი. ქალებმა ზომიერად უნდა ჩაიცვან კონსერვატიულ დასახლებებში და სოფლებში. რამადანის თვის განმავლობაში ვიზიტორებს არ აქვთ უფლება დალიონ ან ჭამონ დღის განმავლობაში საზოგადოებრივ ადგილებში. ბრუნეის მთავარი ტურისტული ატრაქციონები ყველაზე მეტად ისლამური მეჩეთებია. უცხოელი, არამუსლიმი ტურისტები სათანადო ჩაცმულობით შეიძლება შევიდნენ მეჩეთებში; ქალებმა უნდა დაიფარონ თავი, მხრები და მუხლები. მიუხედავად იმისა, რომ ბრუნეიში აკრძალულია ალკოჰოლის გაყიდვა, 17 წელს გადაცილებულმა არამუსლიმებმა შეიძლება ქვეყანაში ჩაიტანონ ორი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ან ღვინო და 12 ქილა ლუდი. თითოეულ იმპორტს შორის 48 საათი უნდა იყოს გასული. [11] [12] [13]
მთავარი ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრუნეი გამოირჩევა ეკოტურიზმით, კულტურული, მემკვიდრეობითი და ისლამური ტურიზმით.
კულტურული, მემკვიდრეობითი და ისლამური ტურიზმის ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრუნეის მთავარი ღირსშესანიშნაობებია:
- სულთან ომარ ალი საიფუდინის მეჩეთი ბრუნეის დედაქალაქ ბანდარ სერი ბეგავანში.
- ბრუნეის მუზეუმი.
- ისტანა ნურულ იმანი : ბრუნეის სულთნის სასახლე და ოფიციალური რეზიდენცია.
- ჯერუდონგის პარკი : გასართობი პარკი.
- მალაის ტექნოლოგიური მუზეუმი.
- ჯამე'ასრ ჰასანილ ბოლკიას მეჩეთი.
- ნავთობისა და გაზის აღმოჩენის ცენტრი სერიაში, ბელაიტის რაიონი.
ეკოტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკოტურიზმის კუთხით გამორჩეულია ულუ თემბურონის ეროვნული პარკი, თემბურის ოლქში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Brunei has vast tourism potential“. 1 November 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 22 November 2015.
- ↑ „Ministry change will aid tourism“. 25 October 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 22 November 2015.
- ↑ Fitri Shahminan. (2015-10-15) Strong Brunei dollar drives ASEAN tourists away | The Brunei Times. Bt.com.bn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-20. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ Brunei Tourism - A sad 'state' of affairs | Investvine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-19. ციტირების თარიღი: 2015-11-14.
- ↑ 5.0 5.1 Brunei growing as tourist destination - Borneo Bulletin Online. Borneobulletin.com.bn (2015-10-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-31. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ Brunei works to promote & strengthen tourism sector - Borneo Bulletin Online. Borneobulletin.com.bn (2015-10-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-22. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ Abdul Aziz Ismail. (2015-10-04) Tutong programme spurs rise in visitors | The Brunei Times. Bt.com.bn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-22. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ Abdul Aziz Ismail. (2015-07-25) Tutong Destination all set to roll | The Brunei Times. Bt.com.bn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-22. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ Zafirah Zaili. (2015-09-17) Tutong emerges as a tourist destination | The Brunei Times. Bt.com.bn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-22. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ Bird-watching as one of Brunei’s nature tourism attractions - Borneo Bulletin Online. Borneobulletin.com.bn (2015-10-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-04. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ Malaysia, Singapore and Brunei. Rough Guides.
- ↑ Brunei Tourism | Essential Info. Bruneitourism.travel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-18. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ Brunei travel advice. GOV.UK. ციტირების თარიღი: 2015-11-22.