ადამიანი ჩირაღდანი (ინგლ.Human Torch) — Marvel Comics-ის ერთ-ერთი პერსონაჟი. ის შექმნეს მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ. ადამიანი ჩირაღდანის პერსონაჟი მონაწილეობს ფილმებში: „ფანტასტიკური ოთხეული“, „ფანტასტიკური ოთხეული: ვერცხლის სერფერის აღზევება“ და 2015 წლის „ფანტასტიკურ ოთხეულში“.
ადამიანი ჩირაღდანი პირველად გამოჩნდა კომიქსში „ფანტასტიკური ოთხეული #1“ (1961 წლის ნოემბერი). გუნდში აგრეთვე მონაწილეობს მისი და სიუზან შტორმი.
განსაკუთრებულ შემთხვევებში პერსონაჟი ცეცხლის ალში ეხვევა და ამის წყალობით შეუძლია იფრინოს დიდი სიჩქარით ან თავად წარმოქმნას ცეცხლის ალი და გამოუშვას იგი ხელებიდან.
ჯონ შტორმი კოსმოსში გაემგზავრა, რადგან უნდა გამოეკვლია დედამიწასთან მოახლოებული კოსმოსური ღრუბელი, მაგრამ მისი ხომალდი ამ ღრუბელში მოჰყვა. როდესაც დედამიწაზე დაბრუნდა, შეიტყო, რომ ჰქონდა ცეცხლის ძალა. მასთან ერთად კოსმოსში იყვნენ რიდ რიჩარდსი, სიუზან შტორმი და ბენ გრიმი. მათაც მიეცათ ზეადამიანური ძალები და ამის შემდეგ შეკრეს გუნდი „ფანტასტიკური ოთხეული“.