ქალი-ჰალკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალი-ჰალკი
ქალი-ჰალკი-1.jpg
კომიქს- She-Hulk (vol. 1) #1-ის გარეკანი. Adi Granov-ის ნამუშევარი.
ისტორია
გამომცემელი მარველ კომიქსები
დებიუტი Savage She-Hulk #1 (თებერვალი 1980)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი და ჯონ ბიუსქემა
დახასიათება
ალტერ ეგო ჯენიფერ სიუზან ვალტერსი
შესაძლებლობები
  • სუპერმენის ძალა, სიჩქარე, ამტანობა, მოქნილობა
  • რეგენერაციული თვითმკურნალობა

ჯენიფერ უოლტერსი (ქალი-ჰალკი) — ადვოკატი და სუპერგმირი მარველ კომიქსების პერსონაჟი.

ჯენიფერ უილტერსი იყო ბრწყინვალე ადვოკატი. მაგრამ მას ერთხელ დაავალეს დამნაშავის დაცვა, რაც ჯენიფერმა ვერ შეძლო და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დიდი ხნით მიესაჯა პატიმრობა. მანაც გადაწყვიტა რომ ყველაფერში დამნაშავე მისი ადვოკატი იყო და ციხიდან გაქცევის შემდეგ ჯენიფერიც მოინახულა, ბრუს ბანერის სისხლის ნიმუშის მიხედვით შექმნა შრატი და ჯენიფერს შეუყვანა, თუმცა ის გადარჩა. უფრო მეტად გაძლიერებული, დამნაშავეს გაუსწორდა და ამ ყველაფრის შემდეგ ის გახდა „ქალი ჰალკი“.

ერთი ხანობა ჯენიფერი იყო „შურისმაძიებლებსა“ და „ფანტასტიკურ ოთხეულში“. მუშაობს ერთ-ერთ პრესტიჟულ იურიდიულ ფირმაში იურისტად, და მის კლიენტებს შორის არიან ცნობილი სუპერგმირებიც.

ჰალკისაგან განსხვავებით ჯენიფერი ყოველთვის ახერხებს თავისი ემოციების კონტროლს. ქალ-ჰალკად გადაქცევის შემდეგ კი ის თავის ქმედებებზე კონტროლს არ კარგავს.