შინაარსზე გადასვლა

ნეიმორი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეიმორი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი მარველი
პირველი გამოჩენა Motion Picture Funnies Weekly (აპრილი 1939წ)
ავტორ(ებ)ი ბილ ევერეტი
დახასიათება
ალტერ ეგო ნეიმორ მაქვინი
სახეობა ჰიბრიდი
მოკავშირეები შურისმაძიებლები, სამართლიანობის დამცველნი, წესრიგი (კომიქსი), საშინელი ექვსეული, ილუმინატორები (კომიქსი)
შესაძლებლობა Namor the First, the Avenging Son, Imperius Rex, the Sub-Mariner

ნეიმორი (ინგლ. Namor) — Marvel Comics-ის პირველი სუპერგმირი. იგი შექმნა ბილ ევერენმა. პერსონაჟი პირველად Motion Picture Funnies Weekly-ში გამოჩნდა, 1939 წლის აპრილში, და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სუპერგმირად იქცა.

ნეიმორის მამა ლეონარდ მაქკენზია, უბრალო მეთევზე, რომელიც ანტარქტიდას ეძებდა. ერთხელ მისი გემი კლდეს შეასკდა, და ლეონარდმა გადარჩენისას ასაფეთქებლებით გაიკვლია გზა. მან არ იცოდა, რომ მიაგნო ატლანტიდის გადარჩენილ ნაწილს. ატლანტიდის მეფემ, თჰაკორმა, მას თავისი ქალიშვილი, ფენ ვისიატინი, მიათხოვა. შემდეგ ისინი ერთმანეთს დააშორეს, თუმცა, წყვილი საბოლოოდ მაინც ერთად დარჩა. მალე მათ შეეძინათ ბავშვი, სახელად ნეიმორი. ის მრავალ სუპერგმირთან (მათ შორის კაპიტან ამერიკასთან) ერთად ებრძოდა ბოროტებას.