პოლარისი (პერსონაჟი)
იერსახე
პოლარისი | |
---|---|
![]() პოლარისი და მისი მაგნეტიზმი X-Men: Kingbreaker (#3) გარეკანზე. ბრენდონ პიტერსონის ნამუშევარი. | |
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა | [შემზარავი] იქს–ადამიანები #49 (1968 წლის ოქტომბერი) |
ავტორ(ებ)ი | არნოლდ დრეიკი, დონ ჰეკი, უერნერ როთი, ჯიმ სტერანკო |
დახასიათება | |
ალტერ ეგო | ლორნა დეინი |
სახეობა | ადამიანი-მუტანტი, კიბორგი |
მოკავშირეები |
იქს-ადამიანები იქს-ფაქტორი მუირის კუნძულის იქს-ადამიანები გენოშა თორმეტნი მაგნეტოს მსახურები აპოკალიფსის მხედრები Starjammers |
შესაძლებლობა |
ამჟამად: მაგნეტიზმის, ელექტრული და გრავიტაციული ველების მართვა, რაც მუტანტს ფრენის, დამცავი ველების წარმოქმნის, დამადამბლავებელი ბლასტების გატყორცნისა და რკინოვანი მეტალების მანიპულაციის უნარს აძლევს. უწინ: შეეძლო ემოციების ფიზიკურ ძალად გარდაქმნა, დროებით შეიძინა სნეულებათა შთანთქმისა და მართვის უნარი. |
პოლარისი (ლორნა დეინი) — Marvel Comics-ის სუპერგმირი, იქს-ადამიანების წევრი. შექმნილია მწერალი არნოლდ დრეიკისა და ილუსტრატორი ჯიმ სტერანკოს მიერ. პირველად გამოჩნდა შემზარავი იქს-ადამიანების 49-ე ნომერში (1968 წლის ოქტომბერი). მუტანტ პოლარისს მაგნეტიზმის მართვა შეუძლია. დიდი ხნის მანძილზე იგი ეჭვობდა, რომ მაგნეტო მისი ბიოლოგიური მამაა. ლორნას ხანგრძლივი, რთული ურთიერთობა აკავშირებს იქს-ადამიანების ჰავოკთან. ეს უკანასკნელი მისი შეყვარებულია. როგორც მაგნეტოს ქალიშვილი, პოლარისი ალისფერი ჯადოქრისა და კვიკსილვერის ნახევარდაა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოლარისი Marvel-ის სამყაროს ვიკიში